სომხეთის ეკონომიკის მინისტრი, კორუფციის ბრალდების ფონზე, თანამდებობიდან გადადგა
სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან კერობიანმა მის უწყებაში კორუფციაზე გამოძიების დაწყების შემდეგ, თანამდებობა დატოვა.
კერობიანმა ოთხშაბათს "ფეისბუქზე" გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ მინისტრის პოსტს დატოვებს, თუმცა დამატებითი განმარტებები არ გაუკეთებია.
"სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მე ვმუშაობდი ურყევი ერთგულებით და სიყვარულით, სომხეთის თითოეული მოქალაქის მიმართ“, — თქვა მან და განაგრძო მისი, როგორც მინისტრის მიღწევების ჩამოთვლა.
კერობიანი მინისტრად დაინიშნა 2020 წლის ნოემბერში, მთიანი ყარაბაღის მეორე ომში, სომხეთის დამარცხებიდან მალევე.
"ამ პერიოდის განმავლობაში, მრავალი უთანხმოების გამო, ბევრჯერ მინდოდა ამ სამსახურის დატოვება, მაგრამ თავი დავირწმუნე, რომ ჩემი ქვეყნისთვის მაქსიმალურად მემსახურა“, — თქვა მან.
კერობიანმა, ასევე, მადლობა გადაუხადა პრემიერ მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს, რომ მას "ქვეყნის სამსახურში ყოფნის შესაძლებლობა“ მისცა.
მიუხედავად იმისა, რომ კერობიანმა არ თქვა, რატომ გადადგა თანამდებობიდან, გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს, ანი ისპირიანს სამინისტროში კორუფციის გამოძიების ფარგლებში, შინაპატიმრობა შეუფარდეს.
მას შემდეგ ხელისუფლებამ კიდევ ექვსი პირი დააკავა.
ხუთშაბათს კერობიანი სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურებმა დაიბარეს. ხუთშაბათს საგამოძიებო კომიტეტის შენობის წინ დაკითხულმა კერობიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ მისთვის ჯერ არც ბრალი წაუყენებიათ და არც დაუკითხავთ.
ისპირიანის დაკავების დროს, საგამოძიებო კომიტეტმა განაცხადა, რომ გაჩხრიკეს 15 ადგილი, როგორც სამინისტროში, ასევე — პირად სახლებში, ორ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.
კომიტეტმა განაცხადა, რომ თანამდებობის პირებმა ბოროტად გამოიყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილება.
კერობიანმა გააკრიტიკა ეს დაპატიმრებები და გასულ კვირას მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ისჯებიან ადამიანები, რომლებიც არ იპარავდნენ, ეს დაპატიმრებები კი სამინისტროს მუშაობის პარალიზებას იწვევს.
"ჩვენი სოფლის მეურნეობის განყოფილებებში გვეკითხებიან: როგორ გავაგრძელოთ მუშაობა და როგორ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი პატიოსანი შრომა საბოლოოდ არ დაისჯება?“ - თქვა კერობიანმა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები