გიორგი ვაშაძე

19 Feb. 2024, 14:48

მიუნხენის კონფერენცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დიდი ფორუმი, სადაც მთელი დასავლელი ლიდერები იკრიბებიან, ოღონდ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ბიზნესწრეები და ეძებენ საინვესტიციო შესაძლებლობებს.

როცა ივანიშვილის პარტია ამას ბოიკოტს უცხადებს, ეს ნიშნავს იმას, რომ იცავენ მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებს და არა ხალხის ინტერესებს. არამხოლოდ პოლიტიკური შეკრებაა, სადაც პირდაპირ განიხილებოდა ევროკავშირის გაფართოების საკითხი, არამედ ინვესტორებთან საუბარია შესაძლებელი, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ტერიტორია და ჩვენს რეგიონში ეძებენ ალტერნატიულ ადგილებს, სად შეიძლება თავის საწარმოები და ოფისები გადაიტანონ. ამიტომ არ არის სამუშაო ადგილები ქვეყანაში და ამიტომ ვართ მძიმე მდგომარეობაში, რომ მათ არ უნდათ ევროკავშირში გაწევრიანება.

არ არსებობს უფრო მაღალი დონის ვიზიტი, ვიდრე მიუნხენის კონფერენცია, ყველა მაღალი რანგის ადამიანი წარმოდგენილია იქ, წარმოდგენილია ყველა მსხვილი კომპანია, რა ბრიუსელი ამ დროს?! აი, მიუნხენშია ბრიუსელი ჩათვალეთ. ბრიუსელში რომ ჩავიდა და ყველა ევროპელი ლიდერი მიუნხენშია, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ არავისთან შეხვედრა არ გინდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…