რუსი მფრინავი, რომელიც უკრაინას ჩაბარდა, ესპანეთში გარდაცვლილი იპოვეს
ფოტო: EPA
მოკლედ: ესპანეთში იპოვეს მოკლული მამაკაცი, რომელიც, სავარაუდოდ, რუსი მფრინავია, რომელიც გასულ წელს უკრაინას ჩაბარდა.
- მაქსიმ კუზმინოვი უკრაინის ტერიტორიაზე აგვისტოში შვეულმფრენით ჩაფრინდა.
დეტალები: ესპანეთის პოლიციას არ გაუსაჯაროებია კაცის ვინაობა, რომელიც ალიკანტესთან ახლოს გასულ კვირას მოკლეს.
- თუმცა, უკრაინის დაზვერვამ კუზმინოვის გარდაცვალება ორშაბათს, 19 თებერვალს დაადასტურა.
- "მან უკრაინაში დარჩენას ესპანეთში გადასვლა ამჯობინა", — თქვა უწყების წარმომადგენელმა უკრაინსკაია პრავდასთან, — "ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ შესთავაზა ყოფილ მეუღლეს მასთან ერთად გადასულიყო, ამის შემდეგ კი ის გარდაცვლილი იპოვეს".
- ესპანეთის ხელისუფლებამ BBC-ს განუცხადა, რომ შესაძლებელია, მსხვერპლს ყალბი პირადობის მოწმობა ჰქონოდა.
- ესპანური საინფორმაციო სააგენტო Efe-ს ცნობით, კუზმინოვის ცხედარი იპოვეს ესპანეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ვილახოიოზაში, იქვე იყო მისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც ემთხვეოდა მის ეროვნებას, თუმცა არა სახელი და გვარი.
- გამოცემის ინფორმაციით, სადაზვერვო სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ დანაშაულის ადგილას იპოვეს დამწვარი მანქანა, რომელსაც, სავარაუდოდ, თავდამსხმელები იყენებდნენ.
რა ვიცით რუს მფრინავზე: გავრცელებული ინფორმაციით, კუზმინოვი წინასწარ დაუკავშირდა უკრაინის საიდუმლო სამსახურს და აცნობა, რომ დანებება ჰქონდა გადაწყვეტილი.
- 9 აგვისტოს ვერტმფრენში, რომელიც კუზმინოვმა უკრაინის ტერიტორიაზე დასვა, კიდევ ორი ადამიანი იჯდა, მათ მფრინავის გეგმის შესახებ არაფერი იცოდნენ. მათ სცადეს, უკან, რუსეთის ტერიტორიისკენ გაქცეულიყვნენ, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს და ორივე მათგანი გარდაიცვალა.
- სროლის დროს ფეხის არეში დაიჭრა კუზმინოვიც, მან თქვა, რომ ცეცხლი რუსმა ჯარისკაცებმა გახსნეს.
- სექტემბერში გამართულ პრესკონფერენციაზე მფრინავმა თქვა, რომ ის უკრაინაში ომის წინააღმდეგი იყო.
- უკრაინის ხელისუფლების თქმით, რუს მფრინავს შესთავაზეს უკრაინაში დარჩენა.
კუზმინოვის მკვლელობასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ რუს მაღალჩინოსნებს, თუმცა დღეს, 20 თებერვალს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა თქვა: "ის მოღალატე და დამნაშავე მორალური გვამი იყო".
- კუზმინოვის უკრაინაში გადასვლიდან მალევე, რუსულ სახელისუფლებო არხზე დაზვერვის სამსახურის ოფიცერმა თქვა, რომ მფრინავი "სასამართლოზე წარდგენამდე ცოცხალი აღარ იქნებოდა".
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები