გამორჩეული სიახლე — ახალი HONOR X8b სმარტფონის განხილვა
ფოტო: HONOR
დროდადრო ჩნდებიან სმარტფონები, რომლებიც წამებში ცვლიან მთელს ინდუსტრიას. აუცილებელი არ არის, რომ ეს ფლაგმანური მოწყობილობა იყოს, რადგან მსგავსი რამ უფრო ხელმისაწვდომი სეგმენტის შემთხვევაშიც არის შესაძლებელი. HONOR X8b სწორედ ის სიახლეა, რომელიც ცვლის წარმოდგენას ბიუჯეტური სმარტფონების შესახებ და საზღვრავს განვითარების ახალ მიმართულებას. თუ როგორ, ამას ჩვენს სტატიაში გაიგებთ.
ფოტო: HONOR
დიზაინი — მე სწორედ ეს სმარტფონი მჭირდება
სწორედ ამას ფიქრობს მომხმარებელი პირველად ყუთის გახსნისას და სწორედ ეს აზრი გასდევდა HONOR X8b შექმნის მთელ პერიოდს, განსაკუთრებით — ზურმუხტისფერი-მწვანე მოდელის შემთხვევაში.
სმარტფონის დიზაინში ტყავის იმიტაციის გამოყენება დიდი ხნის წინ დაიწყეს, თუმცა ბიუჯეტური მოდელების შემთხვევაში, ყოველი იმიტაცია წარმოადგენდა ტყავის ტექსტურის მქონე პლასტმასას. შორიდან ვიზუალი შეძლებისდაგვარად მისაღები იყო, თუმცა ახლოდან ცხადი ხდებოდა რა მასალაც იყო გამოყენებული, არაფერი რომ არ ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ შეხებისას მარტივი ამოსაცნობი იყო იაფფასიანი პლასტმასა.
ფოტო: HONOR
მაგრამ HONOR X8b-ს შემთხვევა განსხვავებულია. მისი საფარი შეხებისას არაფრით არ განსხვავდება დამუშავებული ტყავისგან, რის გამოც ამ სმარტფონის ხელში დაჭერა თუ უბრალოდ მასთან შეხება ძალიან სასიამოვნოა. ამასთანავე, ტყავისთვის დამახასიათებელი ტექსტურის გარდა, HONOR-მა დიზაინს პერფორაციისა და ჭედურობის საშუალებით ლამაზი გეომეტრიული ფიგურები დაუმატა.
მსგავსი დიზაინის დამსახურებით, HONOR-ის ახალი სმარტფონი ბევრად უფრო დახვეწილი და ძვირადღირებული ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია. თუმცა მის უპირატესობას არა მხოლოდ ვიზუალი, არამედ სარგებლიანობაც განაპირობებს, რადგან, X8b სმარტფონის უკანა მხარეზე შეხებისას თითის ანაბეჭდები არ რჩება და ის ყოველთვის ახალივით გამოიყურება.
მართალია HONOR X8b-ს მწვანე დიზაინი უნიკალურ და გამორჩეულ შეთავაზებას წარმოადგენს, მაგრამ მომხმარებლებისთვის ასევე ხელმისაწვდომია კლასიკური ვარიანტები შავ და ვერცხლისფერ ფერებში. მათ აქვთ ტრადიციული მქრქალი საფარი, რომელიც ასევე მდგრადია გაჭუჭყიანების მიმართ, თუმცა ვიზუალისა და ტექსტურის თვალსაზრისით პირველობას მაინც ზურმუხტისფერ მოდელს უთმობენ.
ფოტო: HONOR
გამორჩეულ დიზაინთან ერთად, HONOR X8b-ს აქვს ბრტყელი კიდეები, რამდენიმე მიკროფონი, USB Type-C კონექტორი, ორი SIM ბარათის ჩასადები და ჩართვის ღილაკი ჩაშენებული თითის ანაბეჭდის სენსორით. სენსორი მყისიერად რეაგირებს და შეცდომები პრაქტიკულად არ გვხვდება. აღსანიშნავია, რომ სმარტფონის დინამიკი მონოფონიურია, თუმცა საკმაოდ ხმამაღალი და ხარისხიანი, ხიხინისა და ზუზუნის გარეშე.
HONOR X8b დიზაინი ნამდვილად გამორჩეული სმარტფონია, განსაკუთრებით მწვანე ფერის მოდელის შემთხვევაში, რომელიც დახვეწილი და შთამბეჭდავია. თუმცა მასზე საუბრისას მარტო დიზაინით შემოფარგვლა შეუძლებელია, რადგან სმარტფონს სხვა მრავალი უპირატესობა აქვს.
ეკრანი — სასიამოვნო სიახლე
ინდუსტრია დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ამ მიმართულებით და საბოლოოდ დადგა ის მომენტი, როდესაც ბიუჯეტურ სმარტფონსა და ძვირადღირებულ მოდელებს შორის ვიზუალური განსხვავება შემცირდა. როგორც წესი ბიუჯეტურ მოდელებს ახასიათებდათ დიდი შვერილი ეკრანის ქვემოთ, სქელი ჩარჩოები და მთლიანობაში, ფრონტალური პანელის ზოგადი არაპროპორციულობა, თუმცა HONOR X8b ერთ-ერთი პირველი სმარტფონია, რომელიც ყოველი მხრიდან ჰგავს ფლაგმანს. მასში ბიუჯეტური მოდელის ამოცნობა საკმაოდ რთულია, რადგან ეკრანის ჩართვისას ცხადი ხდება, რომ თქვენს წინ ერთ-ერთი საუკეთესო ტელეფონია.
აღსანიშნავია, რომ ეკრანის გარშემო არსებული ჩარჩო წარმოუდგენლად თხელია, პროპორციების დარღვევისა და ზედმეტი შვერილების გარეშე, ხოლო AMOLED ეკრანი იდეალურად არის მორგებული და ფაქტობრივად მთლიანად იკავებს HONOR X8b-ის ფრონტალურ პანელს.
ფოტო: HONOR
შედეგად, სმარტფონი, რომლის ეკრანის ზომაც 6.7 დიუმია, მომხმარებელს ძალიან დიდად არ ეჩვენება. თავად მატრიცის ხარისხი გამოირჩევა 2412*1080 პიქსელის მაღალი რეზოლუციით, 100%-იანი DCI-P3 დაფარვით, მაღალი სიმკვეთრითა (მაქსიმუმ - 2000nits) და 3240 ჰც-ის მაღალი PWM სიხშირით. აქედან გამომდინარე, მომხმარებელს აღარ შეაწუხებს ციმციმის ეფექტი, რაც ნიშნავს რომ ეკრანი მხედველობისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა და თვალი აღარ დაიძაბება. ამასთანავე, გამოსახულების შეცვლის სიხშირე 90 ჰც-ია, რაც უწყვეტ ეფექტს განაპირობებს.
ამ ყველაფერთან ერთად, Honor-მა სმარტფონი სრულყო მხედველობის უკეთესი დაცვის ტექნოლოგიით, როგორიცაა ცისფერი შუქის ნეგატიური ზემოქმედების შემცირება მანქანური საშუალებებით, ოპერაციული რეჟიმის მხარდაჭერა, რომელიც ადაპტირდება გარემო პირობების შესაბამისად და ელექტრონული წაკითხვის რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა.
ფოტო: HONOR
HONOR X8b ეკრანი მოდელის დიზაინთან ერთად გასაოცარ ეფექტს ქმნის, რაც განაპირობებს, რომ მომხმარებელს სურს სულ ხელში ეჭიროს სმარტფონი და მის ეკრანს უყურებდეს. ეს არის შესანიშნავი კომბინაცია სმარტფონისთვის, რომელიც სრულყოფილებას ესწრაფვის.
სიმკვეთრე — 108 მეგაპიქსელი ყოველდღიურად
თუ მიჩვეულები ხართ, რომ კარგ კამერას მხოლოდ საუკეთესო ფოტოაპარატებში შეხვდებით, HONOR X8b გაგაოცებთ. ახალი მოდელი ამსხვრევს სტერეოტიპებს, რადგან მისი მთავარი 108 მეგაპიქსელიანი კამერა არა მხოლოდ იდეალურ პირობებში, არამედ ბინდშიც იდეალურად იღებს.
ღამით გადაღებისას ფოტოები მაქსიმალურად დეტალურია, ფერების ზუსტი რეპროდუქციითა და შესანიშნავი ხარისხით. თუ გხიბლავთ ექსპერიმენტების ჩატარება, შეგიძლიათ გამოცადოთ მაკროკამერა და ფართო კუთხის კამერა ჩაშენებული სიღრმის სენსორით.
აღსანიშნავია სმარტფონებისთვის უჩვეულო გადაწყვეტა — გამოცალკევებული LED განათება სელფის გადაღების დრო. ფოტოს მაღალ ხარისხს ასევე უზრუნველყოფს წინა კამერა 50 მეგაპიქსელიანი გარჩევადობით. სელფების გადაღების მოყვარულები აუცილებლად დააფასებენ ამ ფაქტს, ისევე როგორც 90 გრადუსიანი ხედვის კუთხის არჩევის შესაძლებლობას (0,8x — ჯგუფური სელფის ან 1x მარტო საკუთარი თავის) წინა კამერით გადაღებისას. აქამდე ეს ფუნქცია ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ ძვირადღირებული სეგმენტის სმარტფონებისთვის, როგორიცაა HONOR 90 ან Magic5 Pro, მაგრამ ახლა უკვე მათ შორის არის HONOR X8b-ც.
ფოტო: HONOR
გამორჩეული მეხსიერება
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს HONOR X8b-ს მეხსიერება, რომლის ოპერატიული მეხსიერება 8 GB-ია, რაც საკმარისია ნებისმიერი, მათ შორის საუკეთესო, სმარტფონისთვის. მაგრამ თუ შემთხვევით სისტემას კიდევ უფრო მეტი მეხსიერება დასჭირდება, ის ძირითადი მეხსიერებიდან 8 GB-ის გამოყენებას შეძლებს, რაც HONOR RAM Turbo-ს ტექნოლოგიის დამსახურებაა. შედეგად, მთლიანობაში თითქმის ყველა აპლიკაციის გამორთულ მდგომარეობაში შესანახად სმარტფონს 16 GB მეხსიერება აქვს.
მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სმარტფონის მოდელები 128 და 256 GB შიდა მეხსიერებით. პირადად ჩვენ 256 GB მოდელს ვუწევთ რეკომენდაციას, რადგან ეს მეხსიერების საკმაოდ კარგი რაოდენობაა სამომავლო რეზერვისთვის. რადგან სმარტფონს არ აქვს მეხსიერების ბარათისთვის სპეციალური ჩასადები, სამწუხარო იქნება თუ მომავალში მეხსიერების ნაკლებობასთან დაკავშირებული გამოწვევები გაჩნდება. ამასთანავე, მოდელებს შორის ფასის განსხვავება მხოლოდ 80 ლარია.
HONOR X8b-ს პროცესორი წარმოადგენს რვა ბირთვიან Snapdragon 680-ს Adreno 610 გრაფიკით. მართალია, ჩიპს არ აქვს ფლაგმანის სიმძლავრე, თუმცა, ეს საკმარისია გამორჩეული ინტერფეისისთვის, თამაშებისთვის და ფოტოებთან და ვიდეოებთან მუშაობისთვის. პროცესორის კიდევ ერთ უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მას არ სჭირდება დიდი ენერგია და გამოიმუშავებს ძალიან მცირე სითბოს. დატვირთვის ქვეშ, ჩიპი არ კარგავს სიხშირეს, არამედ მუდმივად მაქსიმალურ დონეზე მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ HONOR X8b-ს აქვს ჩაშენებული 4500 mAh ბატარეა. არც თუ ისე მომთხოვნი პროცესორის გათვალისწინებით, ბატარეას შეუძლია იმუშაოს ორი დღის განმავლობაში და მხოლოდ მეორე დღის საღამოს გახდეს ენერგიის მოხმარების რეჟიმის გააქტიურება საჭირო. მთლიანობაში, ორდღიანი მუშაობა დატენის გარეშე HONOR X8b-ისთვის რეალურ ამოცანას წარმოადგენს.
სმარტფონს მოჰყვება 35 ვტ დამტენი, რომელიც HONOR X8b-ს 50%-მდე ტენის დაახლოებით ნახევარ საათში. სრულად დატენას კი საათზე სულ ცოტა მეტი დრო სჭირდება.
HONOR X8b გამორჩეული სმარტფონია, როგორც ფასის, ისე ვიზუალისა და ტექნიკური მახასიათებლების მიხედვით. თავისი სისწრაფის, დახვეწილი დიზაინისა და ბრწყინვალე ეკრანის დამსახურებით, ის ფლაგმანის დონეზე დგას, რაც მოწმობს, რომ HONOR-მა კიდევ ერთხელ შეძლო შეუძლებელი და გამოუშვა სმარტფონი, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ყველაზე ძვირადღირებულ სმარტფონებსაც კი.
HONOR X8b-ს მწვანე, ვერცხლისფერი და შავი ფერის მოდელები უკვე ხელმისაწვდომია Alta-ს, Elit Electronics-ის, MetroMart-ის, Carrefour-ის, Kontakt Home-ისა და Unicorn-ის მაღაზიათა ქსელებში. 8/128 GB ვერსიის ღირებულება იწყება 619 ლარიდან, ხოლო 8/256 GB — 699 ლარიდან.
აღსანიშნავია, რომ 8 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით სმარტფონების შეძენისას, ორივე მოდელს საჩუქრად მოჰყვება ყურსასმენები Honor choice Earbuds X5.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები