30 წლის ექიმი, რომელმაც თოდუას კლინიკის თორაკალური ქირურგიის მიმართულება ჩაიბარა
ფოტო: თოდუას კლინიკა
ტექნოლოგიებისა და მეცნიერების წინსვლის სწრაფი ტემპის ფონზე, მედიცინა კიდევ უფრო ვითარდება და ახალგაზრდა თაობის ინტერესის უცვლელ სფეროდ რჩება. მათ შორისაა 30 წლის ბექა შუბითიძე, რომელმაც საკუთარ მისიად პატარა ასაკიდანვე ადამიანების დახმარება დაისახა. მიმართულებაც საკმაოდ იშვიათი აირჩია — თორაკალური ქირურგია. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ემოცია ახლავს მომენტს, როდესაც პაციენტი კლინიკას ჯანმრთელი ტოვებს. საქმიანობაში თოდუას კლინიკის გარემოც უწყობს ხელს, რაც კვლევების, ქირურგიული ოპერაციებისა და თერაპიისთვის ყველა პირობაა უზრუნველყოფილი, ეს კი მნიშვნელოვნად ამარტივებს ერთ სივრცეში პაციენტის სრულყოფილ გამოკვლევას.
ბექა შუბითიძე მარკეტერთან საუბრობს, თუ როგორ აირჩია მედიცინის სწორედ ეს მიმართულება და კონკრეტულად, რას ნიშნავს თორაკალური ქირურგია
დღესდღეობით, მსოფლიოში უამრავი საინტერესო მიმართულებაა საქმიანობისთვის. იმ ფონზე, როდესაც ტექნოლოგიებისა და სხვადასხვა პროფესიის ნაკლებობას არ განვიცდით — რით მოგხიბლა მედიცინამ და რა პერსპექტივა დაინახე ამ ყველაფერში?
ყოველთვის ძალიან მინდოდა ადამიანების დახმარება. ადრეულ ასაკში ხშირად მქონდა შეხება სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლებთან, რამაც ასევე დიდწილად განაპირობა ჩემი არჩევანი. მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც მივიღე გადაწყვეტილება გავმხდარიყავი ექიმი. ამაში გარკვეული წვლილი იქონია დედაჩემის სამედიცინო საქმიანობამაც.
როდესაც მეკითხებიან რჩევას, ისწავლონ თუ არა სამედიცინო ფაკულტეტზე, ვპასუხობ — არაა, რადგან თუ ადამიანს ეჭვი ეპარება გახდეს ექიმი, მაშინ სჯობს, ამ სფეროში არ წავიდეს. ვთვლი, რომ ადამიანს ბოლომდე უნდა ჰქონდეს გააზრებული თავისი არჩევანი. რატომ? თუ თქვენ გაქვთ სურვილი ემსახუროთ მედიცინას, მაშინ სამუდამოდ აქ ხართ.
არაფერი შეედრება იმ გრძნობას, როდესაც შენ მიერ განკურნებული პაციენტი ტოვებს კლინიკის კედლებს!
მოგეხსენებათ, მედიცინა მუდმივად განვითარებადი სფეროა, აქედან გამომდინარე, შეგიძლია გახდე რაღაც ძალიან მნიშვნელოვნის ნაწილი, თუნდაც დანერგო ახალი მეთოდი, რომელიც ადამიანის გამოჯანმრთელების პროცესს უფრო დააჩქარებს.
რა არის თორაკალური ქირურგია და რით დაგაინტერესა ამ მიმართულებამ, ყველაზე მეტად?
თორაქს — ნიშნავს გულმკერდის ღრუს, შესაბამისად, თორაკალური ქირურგია არის გულმკერდის ღრუს ქირურგია, რომელიც მოიცავს ოპერაციებს შემდეგ ორგანოებზე:
- გულ–მკერდის კედელი
- ფილტვები
- ტრაქეა
- საყლაპავი მილი
- პლევრა
- დიაფრაგმა
- მკერდუკანა ჯირკვალი
ესაა ორგანოები, რომლებიც მდებარეობენ გულ–მკერდის ღრუში მეტად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ადამიანის ჯანმრთელობისათვის. მათი დაზიანება შეიძლება აღმოჩნდეს მეტად სახიფათო. სწორედ ამ მიდამოს რთული ანატომიური თავისებურების გამო დავინტერესდი თორაკალური ქირურგიის მიმართულებით.
პირველ რიგში, გთხოვ, შენს პროფესიულ არჩევანზე გვიამბე — როგორ აირჩიე ეს არც ისე გავრცელებული მიმართულება ქირურგიაში?
სტუდენტობის პერიოდში ძალიან მაინტერესებდა ფილტვების ქირურგია, რამაც განაპირობა ამ საკითხით ჩემი უფრო ღრმა დაინტერესება და საბოლოოდ გადავწყვიტე ამერჩია ქირურგიის ეს მიმართულება.
რა ტიპის ოპერაციებს მოიცავს თორაკალური ქირურგია და რა მნიშვნელობა აქვს მას?
თორაკალური ქირურგია მოიცავს როგორც ღია ასევე თორაკოსკოპიულ (მინიინვაზიურ) ოპერაციებს. ეს ოპერაციები შეიძლება იყოს როგორც სადიაგნოსტიკო, ასევე სამკურნალო სახის. გულ–მკერდის ღრუს ორგანოებზე ღია ტიპის ოპერაციის დროს, განაკვეთი არის დიდი ზომის, შესაბამისად პოსტოპერაციული ტკივილი უფრო ძლიერი, ხანგრძლივი ხასიათისაა და რეაბილიტაციას დიდი დრო სჭირდება.
ხოლო თორაკოსკოპიული (მინი-ინვაზიური) ოპერაციები მნიშვნელოვნად აადვილებენ პოსტოპერაციულ პერიოდს. ითვლება, რომ განაკვეთის მცირე ზომა დაახლოებით 50%-ით ამცირებს ტკივილს. პოსტოპერაციულ პერიოდში კი პაციენტის მდგომარეობა დიდწილადაა დაკავშირებული თანხმლებ ჭრილობის ტკივილთან. ამიტომ, თორაკოსკოპიული ოპერაციის შემდგომ, პაციენტის რეაბილიტაცია ხდება სწრაფად, რომ აღარაფერი ვთქვათ ოპერაციის შემდგომ ჭრილობის კოსმეტიკურ ეფექტზე.
როგორი გარემოა მნიშვნელოვანი კლინიკის ფარგლებში, რომ თორაკალური ქირურგია წარმატებით ხორციელდებოდეს და ამ კუთხით, რამდენად გიწყობთ ხელს კლინიკა?
იმისათვის, რომ კლინიკაში თორაკალური ოპერაცია წარმატებით განხორციელდეს, საჭიროა პროფესიონალ ექიმთა გუნდი, მნიშვნელოვანია ტარდებოდეს ყველა გამოკვლევა, რომელსაც მოითხოვს თორაკალური ქირურგია, კერძოდ:
- სპირომეტრია
- ბრონქოსკოპია
- კომპიუტერული ტომოგრაფია
- და სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევები
ასევე აუცილებელია ამ მიმართულებისთვის საჭირო ინსტრუმენტების ქონა. თოდუას კლინიკა აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, სადაც მუშაობენ პროფესიონალი ექიმები და ექთნები.
თქვენ შეგიძლიათ ერთ სივრცეში მიიღოთ თორაკალურ ქირურგიასთან დაკავშირებული ყველა სერვისი, რაც მოიცავს როგორც კვლევებს, ასევე ქირურგიულ და არა ქირურგიულ მომსახურებას.
ავტორი: მარკეტერი
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები