კიბერთაღლითობის ახალი სქემა — რა უნდა გავითვალისწინოთ
ფოტო: macrovector / FREE!PIK
ადამიანების ცხოვრებაში ტექნოლოგიებისა და ინტერნეტის როლი დღითი დღე იზრდება — მობილური ტელეფონი და ლეპტოპი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა, რამდენადაც ინტერნეტი ცხოვრებას აადვილებს, იმდენად ახალ გამოწვევებს ქმნის. ციფრულ სამყაროში ცხოვრებამ ახალი ტიპის საფრთხის — კიბერდანაშაულის — წინაშე დაგვაყენა, რომლის მსხვერპლიც ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კიბერდანაშაული ფიშინგია. ფიშინგ-შეტევის დროს კიბერთაღლითები ცდილობენ ინტერნეტმომხმარებლებს გამოსტყუონ პერსონალური ინფორმაცია, როგორიცაა პაროლები, საბანკო მონაცემები და სხვა.
ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ახალი თაღლითური სქემა ამოქმედდა:
- კიბერთაღლითები სოციალურ ქსელში განთავსებული რეკლამებით ინტერნეტმომხმარებლებს დიდ კომპანიებში დასაქმებას სთავაზობენ;
- ცდილობენ დაარწმუნონ, რომ განახორციელონ ინვესტიციები და მცირე ინვესტიციით დიდ ამონაგებს ჰპირდებიან;
- არწმუნებენ, რომ ამისთვის საჭიროა კონკრეტული აპლიკაციების მათ მოწყობილობებში ჩამოტვირთვა;
- მას შემდეგ, რაც მომხმარებელი ვერ შეასრულებს მათ ინსტრუქციას დისტანციურად, თითქოს, დახმარების მიზნით სთავაზობენ Anydesk-ის (აპლიკაცია, რომელიც უზრუნველყოფს დისტანციურ წვდომას სხვა მოწყობილობებზე) ან — სხვა მსგავსი აპლიკაციის დაყენებას;
- აპლიკაციის ჩამოტვირთვისთანავე მომხმარებლები, ფაქტობრივად, მათ მოწყობილობაზე წვდომას აძლევენ კიბერთაღლითს.
იყო შემთხვევები, როცა მომხმარებელი ხედავდა, როგორ მოქმედებდა მის მოწყობილობაში კიბერთაღლითი — ირიცხავდა თანხას ან/და იაქტიურებდა სესხს. ზოგიერთ შემთხვევაში კი კიბერთაღლითები სხვის მოწყობილობაში შეღწევის შემდეგ მათ მფლობელებს აშანტაჟებენ.
რა უნდა გავაკეთოთ კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?
როგორც წესი, კიბერთაღლითები ინტერნეტმომხმარებლის მოტყუებას ისეთ ადამიანურ ემოციებზე მანიპულირებით ცდილობენ, როგორიცაა, მაგალითად, ცნობისმოყვარეობა. ამიტომ სოციალურ ქსელში განთავსებულ ამაღელვებელ, განსაკუთრებულად მიმზიდველ მესიჯებს/შემოთავაზებებს ყოველთვის სკეპტიკურად უნდა შეხედოთ და დაინტერესების შემთხვევაში, აუცილებლად გადაამოწმოთ მათი სანდოობა.
ფიშინგის ამ ახალი თაღლითური სქემისგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოთ სამი რჩევა:
არ გადმოწეროთ აპლიკაციები სხვისი დავალებით: რამდენადაც არ უნდა ენდობოდეთ ადამიანს, აუცილებლად გადაამოწმეთ იმ აპლიკაციის სანდოობა, რომლის გამოწერასაც გთავაზობთ ის. განსაკუთრებით, ისეთი აპლიკაციის, რომლის საშუალებითაც თაღლითს თქვენს მოწყობილობაში შემოსვლა შეუძლია.
არავის მისცეთ წვდომა თქვენს მოწყობილობაზე: პირადი მოწყობილობების დასაცავად, პირველ რიგში, ძლიერი და უსაფრთხო პაროლები გჭირდებათ. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ეს პერსონალური ინფორმაციაა და არავითარ შემთხვევაში არ გაუზიაროთ სხვებს, მათ შორის, არც ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
დიდ კომპანიაში დასაქმების დაპირების შემთხვევაში, გადაამოწმეთ შემოთავაზების რეალობა: ეს ბოლო პერიოდში გავრცელებული ერთ-ერთი მეთოდია, რომლითაც კიბერთაღლითები ინტერნეტმომხმარებლების მოტყუბას ცდილობენ. თუ Whatsapp-ის, Viber-ის და სხვა მსგავსი აპლიკაციებით თქვენც მიიღებთ ამგვარ შემოთავაზებას, აუცილებლად გადაამოწმეთ, ნამდვილად არსებობს თუ არა ეს კომპანია.
რატომ არის მნიშვნელოვანი კიბერუსაფრთხოება?
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, გაიზარდა კიბერსაფრთხეების რაოდენობაც. კიბერთაღლითები ცდილობენ ადამიანების პერსონალური მონაცემების მოპოვებას, რომლებსაც შემდეგ მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ — მიითვისებენ მათ კუთვნილ თანხას.
კიბერთაღლითები მუდმივად ახალ-ახალ მეთოდებს ქმნიან ადამიანების მოსატყუებლად, ამიტომ საჭიროა, თქვენც მუდმივად შეიარაღდეთ ცოდნით, რაც მათთან გამკლავებაში დაგეხმარებათ.
ასევე ნახეთ — ტესტი: შეგიძლია თუ არა კიბერთაღლითური სქემების გაშიფვრა?
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები