რას გვაძლევს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა და რას — ჩინეთთან: ხიდაშელმა კობახიძეს კონკრეტული მაგალითებით მიმართა
ფოტო: რესპუბლიკური პარტია
მოკლედ: ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, რომელიც ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის თავმჯდომარეა, ეხმიანება ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლითაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჩინეთთან და აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები არსებითად, თანაბარი მნიშვნელობით განიხილა.
- თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ კობახიძემ, ამ განცხადებით, დაადასტურა ქართული ოცნების ხელისუფლების მიმართ ექსპერტებისა და ანალიტიკოსების მიერ ხშირად გამოთქმული მოსაზრებები ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაუარესების თაობაზე, "თუმცა ვითარების კომპენსირებისთვის ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა შემოგვთავაზა."
- პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების უკან საგარეო პოლიტიკური პოპულიზმი დგას.
-
სინამდვილეში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ამოცანები ქართული ოცნების პარტიულ დღის წესრიგს, ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება, რადგან დასავლური დემოკრატიებისგან განსხვავებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ნებისმიერი ტიპის რეჟიმთან თანამშრომლობს, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის ქვეყნებში.
-
შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ საშინაო ავტორიტარიზმის ზრდის პირდაპირპროპორციულად, ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკურ მაშველ რგოლად ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება მოევლინა. "ეს კონკრეტული მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაუბალანსებელი, ინსტიტუციური კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მიღმა დარჩენილი ხელისუფლება უზარმაზარი საფრთხის მატარებელია საქართველოს მომავლისთვის", — აღნიშნავს თინა ხიდაშელი, რომლის განცხადებას სამოქალაქო იდეა ავრცელებს.
კონტექსტი — რა თქვა კობახიძემ: 23 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ
- აშშ და ჩინეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან: "ორივე არის ზესახელმწიფო, როგორც პოლიტიკური, ისე — ეკონომიკური თვალსაზრისით. შესაბამისად, ამ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ორივე მიმართულებით, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", — თქვა მან.
- ისაუბრა იმის თაობაზეც, რომ მე-8 წელია, უმაღლეს დონეზე საქართველოს არცერთ პრეზიდენტს თუ პრემიერ-მინისტრს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან.
- მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის პრიორიტეტების განსაზღვრა "მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული".
- ისაუბრა იმაზეც, რომ ურთიერთობა არის ორმხრივი, შესაბამისად, პრიორიტეტებიც განისაზღვრება ორმხრივად: "რაც შეეხება ჩინეთის დამოკიდებულებას, ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ამ ურთიერთობების გაღრმავების კუთხით, რაც კონკრეტულ ნაბიჯებშიც არის გამოხატული", — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
- დღეს, 26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს.
არქივიდან: რას მოიცავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა
გავრცელებულ განხადებაში, თინა ხიდაშელი მაგალითების სახით საუბრობს იმ სხვაობაზე, რაც საქართველოს მიმართ, აშშ-სა და ჩინეთის მხრიდან იკვეთება. ხიდაშელი "საშიშ ილუზიას" უწოდებს კობახიძის საგარეო პოლიტიკურ გზავნილებს ქვეყნის მულტივექტორული პოლიტიკის შესახებ. სამოქალაქო იდეის თავმჯდომარეს, არგუმენტების სახით, რამდენიმე ფაქტი მოჰყავს:
- სტრატეგიული პარტნიორობა: ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, გამყარებულია სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით;
- ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ კი მხოლოდ ერთობლივი განაცხადი გვაქვს, რომელიც არც შეთანხმებაა და არც არაფერს ავალდებულებს ჩინეთს საქართველოსთან მიმართებით.
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკა მთლიანად დგას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ მხარდაჭერაზე;
- ამ დროს ჩინეთს არც ერთხელ არ დაუჭერია მხარი გაეროში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თაობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი რეზოლუციისთვის.
- თავდაცვა და უსაფრთხოება: საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორი, და რუსეთის აგრესიის შეჩერების ეროვნული სისტემა, დიდწილად და თითქმის ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ, ფინანსურ და პროფესიულ მხარდაჭერაზე დგას;
- ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და უკრაინაში აგრესიის ფონზე აგრძელებს ამგვარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც თვისობრივად აგრესორის საოკუპაციო პოლიტიკის მხარდაჭერაა.
- პოზიციები რუსეთ-საქართველოს ომზე: 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ, სწორედ ამერიკა იყო მთავარი ჩემპიონი, კონტრიბუტორი და ლობისტი იმ მხარდაჭერის მობილიზების, რომელმაც ქვეყანა ომით გამოწვეული ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისისგან იხსნა და ქვეყნის სტაბილურობა უზრუნველყო;
- 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ, 2009 წელს გაეროში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციის მიღებისას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა, ხოლო 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ, ხმა რეზოლუციის წინააღმდეგ მისცა.
- ინვესტიციები პანდემიისას: კოვიდის დროს, როდესაც მცირე ეკონომიკის ქვეყნები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, ამერიკული დახმარების პროგრამები არც ერთი დღით არ გაჩერებულა, ქვეყანაში ასევე შემოდიოდა ამერიკული ინვესტიციები;
- მაშინ, როცა ჩინეთის ისედაც მიზერული საინვესტიციო პაკეტი ნულოვან ნიშნულს ჩამოსცდა.
"მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერის თვალსაზრისით, აშშ-ს და ჩინეთს შორის არსებული აშკარა ასიმეტრიის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების უკან საგარეო პოლიტიკური პოპულიზმი დგას, რაც შიდა პოლიტიკურ-პარტიული ინტერესებისთვის ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების იგნორირებასა და უგულებელყოფაზე გადის", — აცხადებს სამოქალაქო იდეა.
გაიგე მეტი: ზღვაში წვეთი ჩინური ინვესტიციები საქართველოში — თინა ხიდაშელის ოპ-ედი
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები