შენი საინტერესო ცხოვრება იწყება აქ — ილიაუნის ღია კარის დღეები
ფოტო: ილიაუნი
27, 29 თებერვალსა და 2 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაინტერესებული აბიტურიენტებისა და უფროსკლასელებისთვის გაიმართება ღია კარის დღე.
შეხვედრების დამსწრეთ ილიაუნის პროფესორები და სტუდენტები გააცნობენ ინფორმაციას პროგრამების სტრუქტურაზე, სწავლების ფორმატსა და მეთოდებზე, მიღების პროცედურებზე, გაცვლით პროგრამებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.
ინფორმაციას ღია კარის დღის სრული პროგრამის შესახებ გაეცნობით შემდეგ ბმულზე.
დასწრება თავისუფალია. რეგისტრაცია გაიარეთ ბმულზე.
ღია კარის დღეებამდე გაეცანით ილიაუნის რექტორის მოადგილის, გიორგი გვალიას კომენტარს მოთხოვნადი პროფესიების შესახებ.
"ბოლო წლებში შეინიშნება ძალიან საინტერესო ტენდენცია: ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ სტაბილურად იზრდება მოთხოვნა ე.წ. თანამედროვე პროფესიებზე, რომლებიც ძირითადად უკავშირდება STEM სფეროს, ტექნოლოგიებისა და მეცნიერების სფეროს, ეს პროგრამებია:კომპიუტერული მეცნიერებები, კომპიუტერული ინჟინერია, სამოქალაქო ინჟინერია, ელექტროინჟინერია. მოთხოვნა არ იზრდება ტრადიციული პროფესიების ხარჯზე. ინტერესი მათ მიმართ მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგალითად სამართლის პროგრამა ძალიან აინტერესებთ აბიტურიენტებს, იგივე შეიძლება ითქვას მენტალური ჯანმრთელობის სფეროებთან დაკავშირებულ დისციპლინებზე, როგორებიცაა: ფსიქოლოგია, ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე სოციალური მეცნიერებები, მათ შორის უნდა გამოიყოს საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება".
"დღეს თანამედროვე მსოფლიო და, ზოგადად, დასაქმების ბაზარი ისეთი ტემპით, ისე სწრაფად ვითარდება, რომ ტექნოლოგიები ვერ იქნება მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრამების საკუთრება. ყველა პროფესიაში ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა მნიშვნელოვანია, რათა ადამიანმა კონკრეტულ პროფესიაში ეფექტურად ოპერირება შეძლოს. დღეს უმაღლესი განათლების სისტემა გვერდს ვერ აუვლის ე.წ. ტრადიციულ პროფესიებში სწავლების უფრო თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების ინტეგრირებას,მათ შორის ტექნოლოგიების უფრო აქტიურად შემოტანას ტრადიციულ პროფესიებშიც კი. თუ გვინდა, ვიყოთ კონკურენტუნარიანები, ძალიან მნიშვნელოვანია, შევძლოთ სინთეზი თანამედროვე პროფესიებისა და იმ მოთხოვნებისა, რომლებიც აქვს თანამედროვე დარგებს უფრო ტრადიციულ დარგებთან შედარებით."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები