გელათის დაზიანების ფაქტზე შესაძლოა, სამოხელეო დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს — SJC
ფოტო: საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის
მოკლედ: სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC) აცხადებს, რომ 2021-2022 წლებში, გელათში ჩატარებული რეკონსტრუქცია-კონსერვაციის სამუშაოების შედეგად დამდგარი ზიანი, სავარაუდო სამოხელეო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ წლებში განხორციელებულმა ჩარევებმა კი გელათის კედლის მხატვრობაზე დამატებითი "შეუქცევადი ზიანი" გამოიწვია.
დეტალები: SJC-ის მიხედვით,
- 2021 წლის ოქტომბერში, კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ შერჩეულმა ჯგუფმა, ჯერ კიდევ გამოუმშრალ, სველ ბათქაშზე განახორციელა საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოები, რამაც კედლის მხატვრობა "კრიტიკულ მდგომარეობამდე მიიყვანა".
- SJC-ის მიხედვით, მინისტრმა, არაერთი საერთაშორისო საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, იცოდა რა შეიძლება მოჰყოლოდა გელათზე მსგავსი მეთოდოლოგიით ჩარევებს, თუმცა, პროცესი 2022 წლის შემოდგომამდე მაინც გრძელდებოდა.
- შედეგად, "ტაძრის მოხატულობების ისედაც კრიტიკული მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა".
გარდა ამისა,
- ორგანიზაციის თანახმად, ძეგლზე სამუშაოების დაწყებამდე, გელათის კომპლექსის მართვის სამოქმედო გეგმა და ეფექტური ზედამხედველობის მექანიზმი არ არსებობდა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი "უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალე იყო". მათივე შეფასებით, კულტურის სამინისტრომ ვერ უზრუნველყო ძეგლის ეფექტური მოვლა და ძეგლზე დამატებითი ზიანი გამოიწვია.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აღნიშნავს, რომ 2020 წელს თეა წულუკიანის მინისტრად დანიშვნას წინ უძღოდა, მის მიერ პარლამენტში გელათის რეაბილიტაციაზე გაკეთებული კრიტიკული შეფასებები, ამ დროისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების საკითხი კი პოლიტიკური მნიშვნელობის თემად იყო ქცეული.
- "იმ შემთხვევაში, თუ წულუკიანი ალტერნატიულ დასკვნებს გაიზიარებდა, იგი ძეგლის გამოშრობას მინიმუმ 3-5 წელი უნდა დალოდებოდა, რა შემთხვევაშიც, კულტურის სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური თემის — გელათის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის საკითხი დროში გაჭიანურდებოდა", — წერს ორგანიზაცია.
ისინი აღნიშნავენ იმასაც, რომ 2020 წელს, გელათის სამონასტრო კომპლექსში დარღვევებით ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ძეგლის დაზიანებისა და თანხების შესაძლო მითვისების საფუძვლით, გამოძიება დაიწყო, თუმცა "ამ დრომდე გენერალური პროკურატურა არ აწარმოებს გამოძიებას სავარაუდო სამოხელეო დანაშაულზე."
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, დაიწყოს გამოძიება შესაძლო სამოხელეო დანაშაულზე და აწარმოოს გამოძიება ყოველმხრივ და ობიექტურად, ასევე, გამოძიება წარმართოს მაქსიმალურად დროულად და უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება იმ დოზით, რაც არ დააზიანებს გამოძიების ინტერესებს.
რა პრობლემები აქვს გელათს: 2023 წელს ჩუბინიშვილის კვლევითმა ცენტრმა, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაციაა, გელათის რესტავრაციის შესახებ კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა.
- ანგარიშის მიხედვით, "ტაძრის დასავლეთი მკლავის მხატვრობის არასწორი კონსერვაცია" და "თვითნებური ტონირება-რესტავრაცია" სცილდება პროფესიულ ეთიკისა და საერთაშორისო სტანდარტების ნორმებს.
- ასევე, 2020-2021 წლებში გამაგრებულ მონაკვეთებზე "მარილების დაშლა-კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეა", ფრესკები აქერცლილია და ცვივა.
- დასკვნა ამბობს, რომ მოხდა რესტავრატორების მიერ "ინტერპრეტირებული რეალობით ისტორიული რეალობის ჩანაცვლება" და ეს "მხატვრობის ფალსიფიკაციაა".
გაიგე მეტი: წულუკიანი გელათზე პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს, კრიტიკოსებს კი სამართლებრივი მუქარით პასუხობს
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები