Europcar Georgia-მ 2023 წელი წარმატებით დაასრულა და შემოსავლების ნაწილში 30%-იანი ზრდა აჩვენა
ფოტო: თეგეტა
რეგიონული გაფართოება, საერთაშორისო ჯილდოები, გაზრდილი ავტოპარკი და ფინანსური მაჩვენებლები — Europcar Georgia-მ გასული წელი მნიშვნელოვანი წარმატებით დაასრულა. გაიზარდა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც. Europcar-ს ამ დროისთვის 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.
კომპანია, რომელიც საერთაშორისო ბრენდის Europcar-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მომხმარებლებს სთავაზობს როგორც ავტომობილების დღიურ გაქირავებას, ისე საოპერაციო ლიზინგს, სატრანსპორტო მომსახურებასა და Auto subscription-ის სერვისს. როგორც Europcar Georgia-ს დირექტორი სანდრო საყვარელიძე ამბობს, გასულ წელს თითოეულ ამ სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა, შედეგად კი შემოსავლების ნაწილში კომპანიამ 30%-იან ზრდას მიაღწია.
ფოტო: თეგეტა
სანდრო საყვარელიძე, Europcar-ის დირექტორი: "2023 წელი Europcar-ისთვის საკმაოდ წარმატებული იყო. ავტოპარკის რაოდენობა, 2022-თან შედარებით, 40%-ით გაიზარდა. მიმდინარედ გვყავს 500-მდე ავტომობილი, აქედან 85% უჭირავს კორპორაციულ მიმართულებას, საოპერაციო ლიზინგსა და სატრანსპორტო მომსახურებას. დღიური გაქირავების მიმართულებით თითქმის უკვე ორჯერ გაზრდილი ავტოპარკით ვემსახურებით საერთაშორისო ტურისტებს. 2023-ში საოპერაციო ლიზინგის პორტფელში 10-ზე მეტი ახალი კომპანია დავიმატეთ, რომელთაც, საშუალოდ, 4-5 წლით მივაქირავეთ სხვადასხვა მარკისა და მოდელის უახლესი ავტომობილები. რაც შეეხება გამოწვევებს, 2023 წელს მნიშვნელოვანი ეფექტი მოახდინა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომმა, ვინაიდან მკვეთრად შემცირდა ისრაელის მოქალაქეების მომართვიანობა".
Europcar Georgia ორიენტირებულია არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური ბაზრების ათვისებაზე, რადგან რეგიონული გაფართოება სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. გასულ წელს კომპანიამ ახალი წარმომადგენლობით ოპერირება უზბეკეთში დაიწყო.
სანდრო საყვარელიძე, Europcar-ის დირექტორი: "უზბეკეთის ბაზარი ბოლო წლებია, მნიშვნელოვნად ვითარდება და დიდ შესაძლებლობებს ქმნის ბიზნესისთვის. გარდა ამისა, როგორც ქვეყანა, სულ უფრო მომხიბვლელი ხდება მოგზაურებისთვის. საერთაშორისო ავტოგაქირავების მიმართულება კი განვითარების პირველ საფეხურზეა. ჩვენი დიდი სურვილი იყო, ამ ბაზარზე პირველები შევსულიყავით და გამოცდილება გაგვეზიარებინა. Europcar Georgia-ს დაარსების დღიდან თვალსაჩინო შედეგები აქვს, რაც Europcar-ისთვის იმას მიანიშნებს, რომ ვართ სანდო და სტრატეგიული პარტნიორები. სწორედ ჩვენი შედეგებიდან გამომდინარე, Europcar კიდევ ერთხელ გვენდო და საშუალება მოგვცა, უზბეკეთის ბაზარიც მოგვეცვა".
ფოტო: თეგეტა
2023 წელს განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს შორის იყო Fox Rent A Car-თან პარტნიორობა. Europcar Georgia საქართველოში ამერიკული კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა, რითაც კიდევ უფრო მეტი ამერიკელი ტურისტის მოზიდვა შეძლო. 2023 წელს, 2022-თან შედარებით, 67%-ით მეტი ამერიკის მოქალაქე გახდა Europcar-ის მომხმარებელი საქართველოში.
ფოტო: თეგეტა
გასული წლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო World travel awards-ის (WTA) საერთაშორისო ჯილდო ნომინაციაში საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია. ეს ჯილდო და საერთაშორისო აღიარება Europcar Georgia-მ ზედიზედ უკვე მეორედ მოიპოვა. WTA მსოფლიო ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოებაა. გამარჯვებულები საერთაშორისო ტურისტების შეფასებით გამოვლინდნენ, რომლებმაც მომსახურების მიმართ თავიანთი კმაყოფილება ხმის მიცემით გამოხატეს.
ფოტო: თეგეტა
2024 წლისთვის Europcar Georgia-ს ამბიციური გეგმები აქვს და აპირებს, წარმომადგენლობები გააფართოოს როგორც საქართველოში, ისე — საზღვარგარეთ. რამდენიმე ახალი ფილიალის დამატება იგეგმება ტაშკენტში, თბილისსა და საქართველოს დიდ ქალაქებში. გარდა ამისა, გაიზრდება საოპერაციო ლიზინგის პორტფელი მსუბუქი ავტომობილების, სადისტრიბუციო მიკროავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მიმართულებით. კომპანია გეგმავს დღიურად გასაქირავებელი ავტომობილების რაოდენობის ზრდას, რათა კიდევ უფრო მეტ ტურისტს მოემსახუროს. ჯამურად, იგეგმება, რომ ავტოპარკის რაოდენობა, სულ მცირე, 25%-ით გაიზარდოს, რაც ასევე ხელს შეუწყობს მეტი ადამიანის დასაქმებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები