როგორ ემზადება ღიად პრორუსული "კონსერვატიული მოძრაობა" 2024 წლის არჩევნებისთვის — კვლევა
მოკლედ: დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის (DRI) მიხედვით, პრორუსულმა, ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა პარტიამ, კონსერვატიულმა მოძრაობამ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება ერთი წლით ადრე, 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო.
რეგიონული შეხვედრები: DRI წერს, რომ კონსერვატიულმა მოძრაობამ არჩევნებისთვის მზადება რეგიონებში ვიზიტით დაიწყო, კონკრეტულად 2023 წლის ოქტომბერში ჩავიდა შვიდ ქალაქში — თელავში, გორში, ქუთაისში, რუსთავში, მცხეთაში, ბათუმსა და ზუგდიდში.
- პირველი შეხვედრა თელავში, ვაჟა ფშაველას სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.
- DRI-ის დაკვირვებით, 2024 წლის 18-24 თებერვლის პერიოდში, პრორუსულმა პარტიამ კახეთის რვა რეგიონულ ცენტრი შეხვედრები გამართა, ესენია: საგარეჯო, წნორი, თელავი, ახმეტა, გურჯაანი, ყვარელი, დედოფლისწყარო და ლაგოდეხი.
გაიგე მეტი: პაატა გულიაშვილი ადასტურებს, რომ თეატრი ალტ-ინფოს დაუთმო – პრორუსულ, ძალადობრივ მოძრაობას
ყოველდღიური შეხვედრები თბილისის ცენტრალურ ოფისში: 22 იანვარს, კონსერვატიულმა მოძრაობამ ფეისბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ თბილისის ცენტრალურ ოფისში თანამოაზრეებთან ყოველდღიური შეხვედრები დაიწყო, შეხვედრები შაბათ-კვირასაც ტარდება.
- ორგანიზაცია წერს, რომ 2024 წლის 22 იანვრიდან 22 თებერვლამდე, რადიკალურმა დაჯგუფებამ ცენტრალურ ოფისში სულ მცირე ექვსი შეხვედრა გამართა.
- დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის შოთა მარტინენკოს განცხადებით, ხალხის მხრიდან დიდი ჩართულობა და ინტერესია: "იმდენად დიდი ინტერესია, რომ ჩვენი მიზანი, რომელიც თბილისში 10.000 კაცის მობილიზებას ისახავდა, გეგმაზე ადრე სრულდება".
რადიკალური დაჯგუფების ფინანსური მდგომარეობა: DRI-ის შეფასებით, ერთი შეხედვით, კონსერვატიულ მოძრაობას ფინანსური კრიზისი აქვს. მაგალითად, პარტიის ოფიციალურ იუთუბ გვერდზე, ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მახარაძე ხალხს პარტიისა და ტელევიზიის დახმარებისკენ მოუწოდებს, მიუხედავად ამისა, "ჯგუფი აგრძელებს ინტენსიურ რეგიონულ ვიზიტებს და შეხვედრებს თბილისის ცენტრალურ ოფისში".
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ რადიკალური და ღიად პრორუსული დაჯგუფების კონსერვატიული მოძრაობაო/ალტ-ინფოს შემოსავალი, შესაძლოა, ბევრად მაღალი იყოს, ვიდრე ეს ღია წყაროებში ჩანს.
ქართული ოცნების და კონსერვატიული მოძრაობის ურთიერთობა: DRI-ის შეფასებით, მმართველი პარტია კონსერვატიული მოძრაობის ძალადობრივ რიტორიკას წლების განმავლობაში "ლოიალური დამოკიდებულებით ასაზრდოებდა".
- DRI წერს, რომ თავად ბევრჯერ დაუწერიათ ალტ ინფოს და პარტია ქართული ოცნების ლიდერების მსგავს ან იდენტურ ანტილიბერალურ რიტორიკაზე, ხაზგასმით ლოიალურ დამოკიდებულებაზე ერთმანეთის მიმართ, უმოქმედობით წახალისებულ ძალადობაზე ან ხელისუფლების დემონსტრაციულ უარზე — გამოეძიებინა ღიად პრორუსული დაჯგუფების მიერ ორგანიზებული მასობრივი ძალადობის შემთხვევები.
მსგავსი: DRI ამბობს, რომ პრორუსული ჯგუფებისა და ქართული ოცნების რიტორიკა თანხვედრაშია
DRI-ის დაკვირვებით, მმართველი პარტიის და კონსერვატიული მოძრაობის რიტორიკა 2023 წლის ნოემბერში, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, შეიცვალა.
- ულტრამემარჯვენე დაჯგუფებამ ხელისუფლების ღია კრიტიკა მხოლოდ რადიკალური დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერის ბექა ვარდოსანიძის რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ დაიწყო.
- DRI-ის შეფასებით, მიუხედავად რიტორიკის მკვეთრი ცვლილებისა, ამ ეტაპზე იმის მტკიცება, რომ ქართულმა ოცნებამ პრორუსული და ჰომოფობიური პარტია კონსერვატიული მოძრაობის პირდაპირი თუ ირიბი მხარდაჭერა შეწყვიტა, "ნაადრევი, უფრო მეტიც, შეუძლებელია".
გაიგე მეტი: DFRLab: პროკრემლისტური კამპანია საქართველოში "ანტიმაიდანურ" მოძრაობას აქეზებს
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები