სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუ Sky News-თან — პრეზიდენტის ადმინისტრაციის თარგმანი
ფოტო: სქრინი Sky News-ის ეთერიდან
მოკლედ: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკული ტელეარხის, Sky News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს საფრთხეებზე, რომელსაც რუსეთი უქმნიდა და დღემდე უქმნის უკრაინასა და საქართველოს.
- პრეზიდენტმა, ტელეარხთან, მისი იმპიჩმენტის მცდელობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.
- სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის თაობაზეც, განსაკუთრებით, საპარლამენტო არჩევნების წლის კონტექსტში.
On.ge ამ მასალით გთავაზობთ ინტერვიუს ქართულ თარგმანს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
Sky News: დღეს ჩვენთან ერთადაა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დიდი მადლობა პრეზიდენტო ამ შესაძლებლობისათვის. თქვენი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე, ვფიქრობ, საქართველოს კარგად ესმის, რას ნიშნავს რუსეთის შემოჭრა... ეს სამჯერ მოხდა.
სალომე ზურაბიშვილი: დიახ, სამჯერ მოხდა, თქვენ მართალი ხართ. ჩვენ ვიცით რას ნიშნავს, როდესაც ცხოვრობ იმპერიის გვერდით, რომელიც არ წყვეტს იყოს იმპერიალისტური.
Sky News: რა სახის რჩევებს აძლევთ და აძლევთ თუ არა მაგალითად, უკრაინას, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის [რუსეთს]? გრძნობს თქვენი მთავრობა რუსეთის ზეწოლას და წნეხს? ამავდროულად, დარწმუნებული ვარ, თქვენ ესაუბრებით თქვენს კოლეგას უკრაინაში.
სალომე ზურაბიშვილი: დარწმუნებული არ ვარ, რომ უკრაინელებს რაიმე რჩევა უნდა მივცეთ, რადგან ჩვენ თითქმის პარალელური ისტორიები გვქონდა: მე-19 საუკუნის იმპერიალისტური რუსეთი, მე-20 საუკუნის საბჭოთა რუსეთი, გვქონდა შემოსევები, ჩვენ ეს ყველაფერი ერთად გავიარეთ. ასე რომ, ჩვენ ერთ გზაზე ვდგავართ, ვიცით, რომ ჩვენი ერთადერთი პერსპექტივა ევროკავშირთან მეტი დაახლოებაა და ეს ის გზაა, რომელსაც უკრაინასთან ერთად მივუყვებით. ჩვენ, მოლდოვასთან ერთად, ასოცირებული ტრიო ვიყავით და უკრაინაში ომმა ეს გზა, ფაქტობრივად, დააჩქარა და ჩვენი ქვეყნები კანდიდატის სტატუსამდე მიიყვანა.
Sky News: თქვენ ამას ამბობთ ქალბატონო პრეზიდენტო, მაგრამ თქვენი იმპიჩმენტის მცდელობა იყო იმის გამო, თუ რამდენად ახლოს ხართ ევროპასთან.
სალომე ზურაბიშვილი: დიახ, მაგრამ იმპიჩმენტი არ მოხდა. ეს არ იყო წარმატებული. გასულ წელს მიღებული რეალური გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა - ეს არის მთავარი გადაწყვეტილება, რომელმაც ნამდვილად მტკიცედ წაგვიყვანა იმ მხარეს, საითაც უნდა წავსულიყავით, საითაც მიდიოდა საქართველო მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში.
Sky News: ღელავთ თუ არა, რომ რუსეთს ისევ აქვს ამხელა გავლენა თქვენს ქვეყანაზე?
სალომე ზურაბიშვილი: რა თქმა უნდა. ვფიქრობ, ეს ყველას უნდა აწუხებდეს, არა მხოლოდ ჩვენ.
ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია; ჩვენ ეს გვაწუხებს, რადგან ოქტომბერში ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გველოდება და ვიცით, ბევრი სხვა, ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერი ქვეყნის გამოცდილება — როგორ შეუძლია რუსეთს არჩევნებში ჩარევა და როგორ შეუძლია რუსეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღება. ამას ჩვენ პირადად განვიცდით — კიბერშეტევები, ეკონომიკური ზეწოლის შესაძლო გამოყენება, პროპაგანდა, მარგინალური ჯგუფების დაფინანსება. საქართველოში პრორუსული ჯგუფები ნამდვილად მარგინალურები არიან, რადგან ჩვენ ოკუპირებული ტერიტორიები გვაქვს და გვახსოვს...
Sky News: როგორც თქვენ ამბობთ, თქვენი ტერიტორიები ისევ ოკუპირებულია...
სალომე ზურაბიშვილი: დიახ, ისინი ახლაც ოკუპირებულია, ამიტომ ასეთი საზოგადოებისათვის პრორუსული ჯგუფებისა და პარტიების ყოლა საკმაოდ რთული წარმოსადგენია, მაგრამ არიან პრორუსული [ჯგუფები], რომლებიც ამის შესახებ ღიად არ აცხადებენ, შემოედინება დაფინანსება ამ ჯგუფებისა და ანტიდასავლური პროპაგანდის გარკვეული ფორმების მხარდასაჭერად. საქართველოში ვხედავთ იმას, რასაც სხვაგანაც ვხედავთ და დარწმუნებული ვარ, წელს კიდევ უფრო მეტს დავინახავთ, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.
Sky News: ქალბატონო პრეზიდენტო, მინდა თქვენი ყურადღება სხვა ისტორიას მივაპყრო, რომელიც ჩვენ გამოვიკვლიეთ. როგორ იცით, თქვენს ქვეყანაში 1950 წლებიდან 2000-იან წლებამდე 100 000-მდე ჩვილი მოიტაცეს. ჩვენ ფოტოებს ვაჩვენებთ მაყურებელს, სადაც გამოსახულნი არიან 19 წლის ანა და ლიზა — ისინი ტყუპები არიან, რომლებიც დაბადებისას დააშორეს ერთმანეთს და 2005 წელს სხვადასხვა ოჯახს შავ ბაზარზე მიჰყიდეს. მათ დღეს ერთმანეთი იპოვეს. ჩვენ ასევე გვაქვს სხვა ვიდეომასალა, რომელიც ასახავს მაყვალას და მის შვილის, დავითის შეხვედრას, ისინი პირველად ხედავენ ერთმანეთს მას შემდეგ, რაც დედას უთხრეს, რომ მისი შვილი გარდაიცვალა, როცა სინამდვილეში ის გაყიდეს. ვიცით, რომ მთავრობა ამ საქმეებს იძიებს, მაგრამ რა სახის სამართალი აღსრულდა ამ ოჯახებისათვის, რა სახის კომპენსაცია არსებობს ასეთის შემთხვევაში?
სალომე ზურაბიშვილი: ამ ფაქტების გამოვლენის პროცესი, რომლებიც წლების წინ ხდებოდა და რომელმაც სრულიად საქართველოს მოსახლეობა შეძრა, აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყეს, თუმცა, არ ვიცი რაიმე ფორმის კომპენსაცია მიენიჭათ თუ არა მათ [ოჯახებს], ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები