ლონდონის წამყვან უნივერსიტეტში სწავლა საქართველოს ბანკის სტიპენდიით — Chevening-ის გამარჯვებულის გამოცდილება
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორის გამორჩეულ ადგილს ჩივნინგის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდია იკავებს.
Chevening დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელიც 1983 წელს დაარსდა. ის ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ისწავლონ, მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და გახდნენ საერთაშორისო სტუდენტების ქსელის წევრი.
ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ბანკის სტიპენდიით უკვე 27 ქართველი სტუდენტი გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად. მათ შორის არის გიორგი კვინიკაძე, რომელიც საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს:
ლონდონი
"ჩავაბარე MS Data Science-ის ფაკულტეტზე The London School of Economics and Politics-ში, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობს. ზოგადად, ეს ქალაქი მსოფლიოს ერთ-ერთ ცენტრად არის მიჩნეული, მრავალფეროვნებისა და ცხოვრების ტემპის გათვალისწინებით. ადაპტაციის პროცესშიც მისი მულტიკულტურული გარემო დამეხმარა. ამ ქალაქში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მისთვის კომფორტული საცხოვრებელი ადგილი და სივრცე იპოვოს და მარტივად ინტეგრირდეს. ძირითად სირთულეს ქალაქის სიდიდე და ცხოვრების ჩქარი ტემპი წარმოადგენს, რაც დატვირთული სასწავლო პროცესის დროს მოდუნების საშუალებას არ გაძლევს და კარგი დროის მენეჯმენტის უნარებს მოითხოვს. უპირატესობებს რაც შეეხება, ლონდონი არის შესაძლებლობების და ახალი აღმოჩენების ქალაქი, სახასიათო არქიტექტურითა და მრავალფეროვანი მუზეუმებით. ბევრი მცდელობა არ დაგჭირდებათ, ლონდონი თქვენი საყვარელი ქალაქი ნამდვილად გახდება."
სწავლა
"The London School of Economics and Political Science — ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტია როგორც ლონდონში, ისე — მსოფლიოში. შესაბამისად, სასწავლო პროგრამები ძალიან ინტენსიურია და ისინი ბაზრის მოთხოვნებთან მაქსიმალურად ახლოსაა. დიდი ყურადღება ექცევა სტუდენტურ ცხოვრებას, რაც სხვადასხვა აქტივობაში ჩართულობასა და საგანმანათლებლო კლუბებში გაწევრიანებას მოიაზრებს. ყოველკვირეულად გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიის წარმომდგენლებს და რეალურ ბიზნესქეისებზე ვიმუშაოთ. LSE-ში სასწავლო გარემოც ძალიან საინტერესოა: ლექციები სხვადასხვა შენობაში მიტარდება — ზოგი მოდერნისტულია, ზოგიც ისტორიული… სხვა ყველაფერთან ერთად გარემოს მსგავსად ცვლილება სიახლის შეგრძნებას იწვევს. განსხვავებული დამოკიდებულება იგრძნობა ფაკულტეტისა და პროფესორებისგანაც — ყოველთვის გრძნობ, რომ შენ ხარ მთავარი. თუმცა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ კვლევით ნაშრომზე ფინანსურ კომპანია WISE-ის გუნდთან ერთად ვმუშაობ".
გარემო
"ბრიტანელები ძალიან თავაზიანი და მეგობრული ხალხია. როგორც უკვე აღვნიშნე, ლონდონში მულტიკულტურული გარემოა, რაც ადამიანების გაცნობასა და დამეგობრებაში გეხმარება. ჩემს შემთხვევაში, უნივერსიტეტი და სტუდენტური კლუბები მეხმარება სამეგობრო წრის გაფართოებასა და ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში."
აპლიკაციის შევსების პროცესი
"მნიშვნელოვანია, თითოეულ ეტაპზე მაქსიმალურად კარგად მოემზადო და კარგად წამოაჩინო ის მიზნები, რისთვისაც გჭირდება Chevening-ის პროგრამაში გამარჯვება. ამიტომ, მაქსიმალურად ყურადღებით წაიკითხე აპლიკაციის მოთხოვნები და სწორად შეარჩიე სასწავლო პროგრამა, რომელზეც გსურს სწავლის გაგრძელება. გაითვალისწინე შენი პროფესიული და აკადემიური გამოცდილება და სამომავლო გეგმები. აპლიკაციის შევსება შრომატევადი პროცესია. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, დაიჯერო საკუთარი თავის და არცერთ ეტაპზე არ გაჩერდე."
კონკურსში მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
თუ გსურთ გაიგოთ მეტი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პორტფელში შემავალი პროექტების შესახებ და აღმოაჩინოთ თქვენზე მორგებული შესაძლებლობები, ეწვიეთ ვებგვერდს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები