სტალინს, ბერიას და სხვა საბჭოთა მაღალჩინოსნებს დაეკისროთ პასუხისმგებლობა დეპორტაციის გამო — ბალყარელი კაცის საჩივარი
ფოტო: Medium.com
ყაბარდო-ბალყარეთის მცხოვრები მოითხოვს, რუსეთის ხელისუფლებამ გამოიძიოს 1940-იან წლებში იოსებ სტალინის მიერ ჩრდილოეთ კავკასიელების დეპორტაცია, როგორც დანაშაული.
ბალყარელმა ოლეგ კელემეტოვმა მოითხოვა, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა გამოიკვლიოს საბჭოთა კავშირის თავდაცვის კომიტეტის მიერ მოსახლეობის დეპორტაცია, როგორც დანაშაული და ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა.
კომერსანტი იტყობინება, რომ კელემეტოვს სურს დააკისროს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა კონკრეტული საბჭოთა მაღალჩინოსნებს, დეპორტაციის თაობაზე. მათ ბრალს ძალაუფლების გადამეტებაში სდებს. ის ასახელებს სტალინს, ვიაჩესლავ მოლოტოვს, კლიმენტ ვოროშილოვს, გეორგი მალენკოვს, ლავრენტი ბერიას, ნიკოლაი ვოზნესენსკის და ლაზარ კაგანოვიჩს.
საბჭოთა კავშირმა 1940-იან წლებში ყარაჩაელების, ბალყარელების, ჩეჩნების, ინგუშებისა და ყალმუხების მთელი მოსახლეობა, ისევე როგორც კიდევ რამდენიმე სხვა ეთნიკური ჯგუფი, იძულებით გადაასახლა ცენტრალურ აზიაში.
კელემეტოვი ამტკიცებს, რომ იძულებითი დეპორტაციები არღვევდა საბჭოთა კავშირის კონსტიტუციას, რომელსაც უნდა დაეცვა მოქალაქეების უფლებები, განურჩევლად მათი ეროვნებისა და რასისა.
კელემეტოვის მამა 1944 წელს ყაზახეთში დეპორტირებულთა შორის იყო, თუმცა, როგორც კავკაზსკი უზელი წერს, კელემეტოვი გამოძიების შესახებ მოთხოვნას აყენებს "არა როგორც რეპრესირებული პირის შვილი, არამედ, როგორც მოქალაქე, რომელსაც სურს დაისაჯონ დამნაშავეები, კანონის დარღვევისთვის".
"დეპორტაცია ატარებდა რეპრესიულ ხასიათს ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, იყო სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი და დაფიქსირებულია დეპორტირებულთა შორის სიკვდილის მასობრივი ეპიზოდები. ხელისუფლების წარმომადგენლების ძალადობრივი ქმედებები იყო ფართო და სისტემური, რაც მიუთითებს გენოციდის ნიშნებზე“, — ნათქვამია კელემეტოვის განცხადებაში, რომელიც მან საგამოძიებო კომიტეტს წარუდგინა.
კელემეტოვმა განაცხადა, რომ თუ საგამოძიებო კომიტეტი უარს იტყვის მის მოთხოვნაზე, ის მათ გადაწყვეტილებას სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში გაასაჩივრებს.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები