10 მარტივი გზა, როგორ აქციო 29 თებერვალი დასამახსოვრებელ დღედ
ფოტო: On.ge
და აი, მორიგი 29 თებერვალიც დადგა. ნაკიანი წლების ეს საფირმო თარიღი ზოგიერთისთვის ზედმეტი დღეა, ზოგისთვისაც — ერთი რიგითი დღე. თუმცა, რადგან ფრაზას "დღეს 29 თებერვალია" მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ თუ მოისმენ, ამ თარიღს ზედსართავებიდან ყველაზე მეტად "განსაკუთრებული" შეეფერება ალბათ. ასეთ დღეს კი კარგი იქნებოდა, ჩვენც რაღაც განსაკუთრებული გაგვეკეთებინა და 29 თებერვალი ჩვეულებრივ თარიღად კი არ დაგვეტოვებინა, დასამახსოვრებელ მოგონებად გვექცია.
1. საფუძველი ჩაუყარე ახალ "ტრადიციას"
ფოტო: Giphy
პატარ-პატარა ტრადიციები ჩვენს ყოველდღიურობას უფრო საინტერესოს ხდის. მაგალითად, დილას თუ აქამდე მუსიკით არ იწყებდი, აბა, ცადე, იქნებ ასე უკეთესია? ან, მოდი, საღამოთი რამე გემრიელი ნამცხვარი თავად გამოაცხვე და ეს ყოველკვირეულ ტრადიციად აქციე. მოკლედ, დაკავდი შენთვის სასურველი ნებისმიერი აქტივობით, რომელიც მერე იშვიათ დღეს, 29 თებერვალს ჩამოყალიბებულ ტრადიციად იქცევა.
2. ახალი ჰობი გაიჩინე
ფოტო: Giphy
ტრადიცია ვახსენეთ და თუ გახსოვს, ბოლოს ახალი ჰობი როდის გქონდა? თუ არ გახსოვს, არა უშავს. 29 თებერვალი ხომ ასევე შესანიშნავი დღეა, რამე ახალი ჰობი გაიჩინო: თუნდაც ცხობა, ფოტოგრაფია (29 თებერვლის დაისის გადაღებით დაიწყე) ან სულაც ორიგამი... საინტერესო ჰობების იდეების ჩამონათვალი უსასრულოა.
3. დაიწყე დღიურის წარმოება
ფოტო: Giphy
წერა თუ აქამდე შენი ჰობი ან ტრადიცია არ ყოფილა, აუცილებლად უნდა გამოასწორო ეს ამბავი. ნუ იფიქრებ, რომ დღიურის წარმოება მხოლოდ შენი ყოველდღიურობის აღწერაა: წერა, პირველ რიგში, გეხმარება, გამოათავისუფლო სათქმელი, ნაფიქრალი, გულისნადები — რაც გინდა, ის დაარქვი. წერისთვის განსაზღვრული წესები არც არსებობს, მაგრამ თუ უფრო მეტად დაინტერესდები, რა შეიძლება წერო და როგორ დაგეხმარება ეს, ჩვენი სხვა სტატია წაიკითხე.
4. მისწერე წერილი საკუთარ თავს მომდევნო 29 თებერვლისთვის
ფოტო: Giphy
ოთხი წელიწადი, ერთი შეხედვით, არცთუ დიდი დროა, მაგრამ ამ პერიოდში უამრავი რამ შეიძლება შეიცვალოს შენს ცხოვრებაში — მათ შორის, ინტერესები, გატაცებები, ოცნებები და ჰობებიც. ასე რომ, კარგი იქნებოდა, ერთგვარი "დროის კაფსული" შეგექმნა წერილის სახით; მისწერე წერილი მომავალ ნაკიან წელიწადში მყოფ საკუთარ თავს და მოუყევი ყველაფერი, რასაც საჭიროდ ჩათვლი. ეს წერილი საგულდაგულოდ გადაინახე მომდევნო 29 თებერვლისთვის, მაგრამ მთლად ისეც ნუ იზამ, მისი ადგილმდებარეობა ან არსებობა დაგავიწყდეს.
5. შეიტანე სიახლე რუტინულ საქმეში
ფოტო: Giphy
29 თებერვალი შეიძლება შენს სამუშაო დღეს დაემთხვეს კიდეც, მაგრამ ეგ არაფერი. ამ დღეს შეგიძლია დარწმუნდე, რომ რუტინული საქმეებიც სხვაგვარი შემართებით ან განწყობით შეიძლება აკეთო. მაგალითად, სახლის დალაგებისას ადგილი უცვალე ავეჯს — ეს შენი ბინის ინტერიერში სიახლის განცდასაც შეიტანს. აი, სამსახურიდან სახლისკენ მომავალმა კი, თუ გინდა, ყვავილებიც იყიდე ამ სიახლის უფრო გამოსაკვეთად.
6. იყიდე ოთახის მცენარე
ფოტო: Giphy
ყვავილები ვახსენეთ და მოდი, დალპობისთვის განწირული თაიგულის ნაცვლად ცოცხალი მცენარე იყიდე შენი ოთახისთვის. ეს ახალი წლის გეგმების ერთ-ერთ იდეადაც შემოგთავაზეთ და თუ აქამდე ვერაფრით მოაბი თავი, 29 თებერვალი ზედგამოჭრილი თარიღია ფლორის სამყაროდან ახალი მეგობრის გასაჩენად.
7. გასინჯე უცხო კერძი
ფოტო: Giphy
სახლისკენ გზაზე, ყვავილების მაღაზიიდან სასურსათო მარკეტში შეგიძლია გადახვიდე (ან პირიქით, როგორც გირჩევნია) და ვახშმად ისეთი კერძი შეარჩიო, რომელიც აქამდე არ გაგისინჯავს. პირველად გასინჯვის ამ ისტორიულ დღეს კი შენს ცხოვრებაში შესაფერისი თარიღიც ექნება — 29 თებერვალი.
8. დააყენე საშველი იმ საქმეს, ამდენი ხანი რომ გარს უვლიდი
ფოტო: Giphy
ვარცხნილობის შესაცვლელად, ჯანსაღი კვების და ვარჯიშის დასაწყებად, ან მოწევისთვის თავის დასანებებლად ნიშანს თუ ელოდებოდი, აი, ეს ნიშანიც — იშვიათი თარიღი კარს მოგდგომია. 29 თებერვალს ასევე შეგიძლია დაიწყო იმ წიგნის კითხვა, ბოლო სამი წელი თაროზე რომ იმტვერებოდა ან უყურო იმ ფილმს, მეგობარს ყოველ ჯერზე რომ ჰპირდებოდი, ამ უქმეებზე უეჭველი ვნახავო.
9. გახსენი ყულაბა
ფოტო: Giphy
ვიცი, ჩვენს რეალობაში დანაზოგის გაკეთება ადვილი არაა, მაგრამ ცადე და გახსენი ყულაბა; მნიშვნელობა არ აქვს, რამდენად დიდი მიზანი გაქვს — ან გაქვს თუ არა საერთოდ კონკრეტული მიზანი — თუნდაც მცირედი დანაზოგისთვის თვალის შევლება მომავალში უთუოდ გაგახარებს. თან, არც დაგავიწყდება, როდის დაიწყე დაგროვება.
10. გაანებივრე საკუთარი თავი
ფოტო: Giphy
დაბოლოს: ყოველდღიურ რუზრუზში გართულს, ხშირად გვავიწყდება, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. 29 თებერვლისნაირი ახირებული, განსაკუთრებული თარიღი კი ამის შესახსენებლადაც გამოდგება. ასე რომ, დღის მიწურულს სინანულის გარეშე შეგიძლია განცხრომას მიეცე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები