500 Georgia-ზე განაცხადების მიღების ვადა 4 მარტამდე გახანგრძლივდა
ფოტო: საქართველოს ბანკი
უკვე მეოთხე წელია, რაც 500 Global-ი, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსთან (GITA) თანამშრომლობით, წელიწადში ორჯერ საქართველოში 500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს.
ეს არის შესაძლებლობა ქართული და უცხოური სტარტაპებისთვის, იმუშაონ მსოფლიო დონის აქსელერაციის ექსპერტებთან ერთად საკუთარი ბიზნესის ზრდის და ფონდების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებაზე, რაც ხელს შეუწყობს მათ ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე ადგილის დამკვიდრებას.
500 Georgia-ს ფარგლებში უკვე 60-ზე მეტმა სტარტაპმა გაიარა 12 კვირიანი ინტენსიური გადამზადების პროგრამა, ახლა კი 500 Georgia მეექვსე ნაკადის გადასამზადებლად ემზადება. ინტერესის გამო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებისთვის განაცხადების მიღების ვადა გახანგრძლივდა და ის 4 მარტს დასრულდება. განაცხადის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილე სტარტაპებმა გაიარეს ბიზნესის ზრდის, მარკეტინგის, პროდუქტის დიზაინისა და სტარტაპის განვითარებისთვის საჭირო კურსები. შეიმუშავეს ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო მეტრიკები. პროგრამის შემაჯამებელ ღონისძიებაზე — Demo Day-ზე კი საკუთარი სტარტაპები ინვესტორებსა და ფართო აუდიტორიას წარუდგინეს.
500 Georgia-ს პროგრამაში მონაწილეობა 25-მა ქართულმა სტარტაპმა მიიღო.
მათ შორის იყო ქართული კომპანია Cargon-ი, რომლის შემოსავლებიც 2019 წელთან შედარებით თითქმის 100%-ით გაიზარდა და $1.9 მილიონს მიაღწია. ამჟამად, სტარტაპი 500 Georgia-ში მიღებული გამოცდილების იმპლემენტაციას 3 ქვეყანაში აპირებს.
"500 Georgia Cargon-ის განვითარების სერიოზული ბიძგი გამოდგა. მენტორებთან ურთიერთობა შიდა პროცესების გადალაგებაში დაგვეხმარა, მთლიანად შევცვალეთ UX/UI დიზაინი და ა.შ. რაც შეეხება ინვესტორებთან ურთიერთობას, ცხადია აქამდეც გვქონდა არაერთი მცდელობა, თუმცა, როდესაც მსოფლიოს ტოპ აქსელერატორისგან იღებ ვალიდაციას, ყველა სხვა თვალით გიყურებს და უფრო სერიოზულ ინტერესს იჩენს. ჩვენც უფრო მეტად თავდაჯერებულები გავხდით," — აღნიშნავს ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი.
პროგრამაში ასევე მონაწილეობდა კომპანია Awork-ი - პირველი ქართული დასაქმების აპლიკაცია, რომელიც სამსახურის მაძიებლებსა და კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს.
როგორც სტარტაპის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი რაზმაძე აღნიშნავს, პროგრამის გავლის შემდეგ მათ დანერგეს ხელსაწყოები, რომელთა მეშვეობითაც მარტივად იღებენ და აკვირდებიან მომხმარებელთა უკუკავშირს, აანალიზებენ მას და შემდეგ ბიზნესგადაწყვეტილებებში თარგმნიან.
"ყოველკვირეულად დაახლოებით, 10-15%-ით ვიზრდებოდით. ეს ზრდა ეხებოდა როგორც კომპანიის შემოსავალს, ასევე მომხმარებლების რაოდენობას, პლატფორმებზე ყოველდღიურ ვიზიტორებს, სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაციას, აპლიკაციის ჩამოტვირთვას და სხვა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ განვახორციელეთ აპლიკაციისა და ვებგვერდის სრული რედიზაინი და გავხადეთ უფრო თანამედროვე. 500 Georgia-ს შემდეგ უფრო გაზრდილები და "წელში გამართულები"/თავდაჯერებულები ვართ", — აღნიშნავს გიორგი რაზმაძე.
თუ გსურთ, თქვენც გახდეთ 500 Global-ის გლობალური სტარტაპების ქსელის წევრი, 4 მარტის ჩათვლით შეავსეთ განაცხადი ბმულზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები