სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი
ფოტო: სი
სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთი "აუცილებლად“ უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი.
"ჩვენ მზად ვართ და მივიწევთ იმ მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ უსაფრთხოებას. დღეს დემოკრატია, დემოკრატიულ ქვეყნად ყოფნა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ყველაზე დიდი უსაფრთხოების სისტემაა”, — განაცხადა სიმონიანმა.
მას არ უთქვამს, შეიტანს თუ არა სომხეთი ოფიციალურ განაცხადს ევროკავშირის წევრობაზე. რუსეთთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე, ქვეყანა ცდილობს ჰქონდეს უფრო მჭიდრო დიპლომატიური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კავშირები ევროპასთან და დასავლეთთან.
გასულ თვეში ევროკავშირმა განაცხადა, რომ იწყებს "ამბიციური“ პარტნიორობის დღის წესრიგს სომხეთთან, რაც მოიცავს ვიზალიბერალიზაციას, ვაჭრობას და უსაფრთხოების თანამშრომლობას. 2023 წლის ოქტომბერში პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განუცხადა ევროპარლამენტს, რომ სომხეთი მზად არის უფრო ახლოს იყოს ევროკავშირთან, "რამდენადაც ევროკავშირი ამას შესაძლებლად მიიჩნევს“.
ბრიფინგზე სიმონიანმა, ასევე, გააკრიტიკა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO), რუსეთის ეგიდით შექმნილი უსაფრთხოების ბლოკი, რომლის წევრიც არის სომხეთი. სიმონიანმა თქვა, რომ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც "არ მუშაობს".
მის განცხადებამდე ერთი კვირით ადრე, ფაშინიანმა France 24-ს უთხრა, რომ სომხეთმა "გაყინა“ მონაწილეობა CSTO-ში იმის გამო, რომ ორგანიზაციამ უარი თქვა სომხეთის დაცვაზე, საზღვარზე აზერბაიჯანის თავდასხმებისგან.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთმა ორგანიზაცია ფორმალურად არ დატოვა, სიმონიანმა არ გამორიცხა, რომ ქვეყანა გამოვა CSTO-დან, რადგან "ადგილი ჰქონდა ათზე მეტ ეპიზოდს, რომლის მიხედვითაც აშკარა გახდა, რომ ჩვენი მოკავშირე არ გვეხმარება“.
სომხეთი, ბოლო პერიოდში, დივერსიფიკაციას უკეთებს უსაფრთხოების პარტნიორებს, ყიდულობს იარაღსა და თავდაცვის სისტემებს საფრანგეთისგან და ინდოეთისგან.
სიმონიანმა, ასევე, დაადანაშაულა რუსეთი თურქეთთან და აზერბაიჯანთან თანამშრომლობაში და თქვა, რომ შესაძლოა, ეს სამი ქვეყანა სამხედრო მოქმედებაზე 2020 წლის ომამდე შეთანხმდა.
მან თქვა, რომ არსებობს შანსი, კიდევ მოხდეს წინასწარ კოორდინირებული ესკალაცია.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები