ქვეყნდება სია, სავარაუდოდ, რომელ მოსამართლეებს შეეხებათ კეთილსინდისიერების შემოწმება
ფოტო: სასამართლოს გუშაგი
რა ხდება: ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგი აქვეყნებს მოსამართლეთა სავარაუდო სიას, რომელთაც კეთილსინდისიერების შემოწმება შეეხებათ.
- ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება საქართველოს არა ყველა მოსამართლე, არამედ, დაახლოებით, 60 პირი, რომლებსაც უკავიათ წამყვანი პოზიციები სასამართლო სისტემაში, "შესაბამისად, წინამდებარე (სავარაუდო) სია სწორედ ამ პრინციპით იქნა შედგენილი", — აცხადებს ორგანიზაცია.
კონტექსტი: საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატია 2023 წლის 14 დეკემბრიდან, რაც საქართველოს ხელისუფლებას ავალდებულებს მიმდინარე წელს განახორციელოს მთელი რიგი რეფორმები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მართლმსაჯულების მიმართულებით.
- ევროკავშირის პირობების თანახმად, მართლმსაჯულების სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად, საჭიროა კეთილსინდისიერების შემოწმება უფრო საფუძვლიანად და სისტემატურად, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე.
გაიგე მეტი: რა წერია ევროკომისიის 9 დათქმაში მართლმსაჯულების შესახებ
კონკრეტულად, ვის შემოწმებაზეა საუბარი: სასამართლოს გუშაგი განმარტავს, რომ აქ იგულისხმება ყველა წამყვან პოზიციაზე მყოფი პირის, კერძოდ,
- იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების,
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების
- და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმება.
"გარდა ამისა, შეიქმნას სისტემა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების პერმანენტული და პერიოდული შემოწმების მიზნით, რომელშიც ჩართულები იქნებიან საერთაშორისო ექსპერტები საზედამხედველო და საკონსულტაციო მანდატით", — დასძენს ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგი.
გაიგე მეტი: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები
ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს უფლებამოსილების ვადა 2024 წლის ოქტომბერში ეწურებათ, ხოლო ეკა გასიტაშვილს — 2025 წლის ივლისში.
შესაბამისად, მიიჩნევენ, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას მხოლოდ უვადოდ არჩეული მოსამართლეები დაექვემდებარებიან:
1. ნინო ქადაგიძე - თავმჯდომარე
2. გიორგი მიქაუტაძე - თავმჯდომარის მოადგილე
3. შალვა თადუმაძე - თავმჯდომარის მოადგილე
4. მერაბ გაბინაშვილი
5. ვლადიმერ კაკაბაძე
6. რევაზ ნადარაია
7. თამარ ოქროპირიძე
8. გენადი მაკარიძე
9. მაია ვაჩაძე
10. გოჩა აბუსერიძე
11. მამუკა ვასაძე
12. ნუგზარ სხირტლაძე
13. ლაშა ქოჩიაშვილი
14. მირანდა ერემაძე
15. გიორგი გოგიაშვილი
16. ბიძინა სტურუა
17. ლევან მიქაბერიძე
18. თეა ძიმისტარაშვილი
19. ლევან თევზაძე
20. ნინო სანდოძე
21. ამირან ძაბუნიძე
22. ქეთევან ცინცაძე
23. ლალი ფაფიაშვილი
24. თამარ ზამბახიძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები
როგორც სასამართლოს გუშაგი აღნიშნავს, ევროკავშირის პირობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ექვემდებარებიან კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს.
- "ვინაიდან ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ლევან მიქაბერიძე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარებიან, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა სიაში არ ვუთითებთ მათ გვარებს", — აცხადებენ ისინი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა 6 პირისგან შემდგარ სიას აქვეყნებენ:
1. ნიკოლოზ მარსაგიშვილი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
2. ლევან მურუსიძე
3. დიმიტრი გვრიტიშვილი
4. თემურ გოგოხია
5. ბადრი შონია
6. პაატა სილაგაძე.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები
"ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არამოსამართლე წევრს, თამარ ღვამიჩავას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში ეწურება, შესაბამისად, შემოწმება უნდა გავრცელდეს მომავალში დასანიშნ კანდიდატზე. კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმება უნდა გავრცელდეს პარლამენტის მიერ არჩეულ არამოსამართლე წევრებზე", — აცხადებს სასამართლოს გუშაგი.
- ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სიის თანახმად, არამოსამართლე წევრებიდან უნდა შემოწმდნენ:
1. გიორგი გზობავა
2. ტრისტან ბენაშვილი
3. ზურაბ გურასპაშვილი
4. ლევან ნემსაძე
5. გოგა კიკილაშვილი.
სასამართლოების თავმჯდომარეები
1. მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლო
2. ირაკლი ბონდარენკო - ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
3. ვასილ მშვენიერაძე - თბილისის საქალაქო სასამართლო
4. ნიკოლოზ მარგველაშვილი - ქუთაისის საქალაქო სასამართლო
5. ეკატერინე კულულაშვილი - ბათუმის საქალაქო სასამართლო
6. დავით გელაშვილი - ფოთის საქალაქო სასამართლო
7. მამია ფხაკაძე - რუსთავის საქალაქო სასამართლო
8. როინ კახიძე - ამბროლაურის რაიონული სასამართლო
9. ანაიტ ოგანესიან - ახალციხის რაიონული სასამართლო
10. არარატ ესოიან - ახალქალაქის რაიონული სასამართლო
11. გიორგი გრატიაშვილი - ბოლნისის რაიონული სასამართლო
12. კობა გოცირიძე - გორის რაიონული სასამართლო
13. ნანა ჩალათაშვილი - გურჯაანის რაიონული სასამართლო
14. შოთა ნიკურაძე - ზესტაფონის რაიონული სასამართლო
15. ირაკლი აბშილავა - ზუგდიდის რაიონული სასამართლო
16. ვლადიმერ ხუჭუა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
17. მარინე ცერცვაძე - თელავის რაიონული სასამართლო
18. მორის (ვაჟა) ფუხაშვილი - მცხეთის რაიონული სასამართლო
19. ლევან მეშველიანი - სამტრედიის რაიონული სასამართლო
20. ივანე ყიფიანი - საჩხერის რაიონული სასამართლო
21. ლევან ნუცუბიძე - სენაკის რაიონული სასამართლო
22. გიორგი ბუხრაშვილი - სიღნაღის რაიონული სასამართლო
23. მევლუდ ხათაშვილი - ხაშურის რაიონული სასამართლო
24. გოჩა ფუტკარაძე - ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო.
- "ცაგერისა და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე არ ჰყავს, — ვკითხულობთ ორგანიზაციის განცხადებაში", — "დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოების კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები კონკრეტულად არ არის ნახსენები ევროკავშირის პირობებში, თუმცა აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებარონ სასამართლო სისტემაში წამყვან პოზიციებზე მყოფი პირები.
- ამის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებიც უნდა დაექვემდებარონ კეთილსინდისიერების შემოწმებას ვინაიდან ზოგიერთი კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე საბჭოს წევრია და ზოგიერთ სასამართლოში კოლეგიას/პალატას არ ჰყავს თავმჯდომარე, ასეთ შემთხვევაში, ამ ეტაპის მონაცემებით, საჭირო იქნება მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება:
1. ირაკლი შენგელია - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე
2. მალხაზ ოქროპირაშვილი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე
3. სერგო მეთოფიშვილი - თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე."
მსგავსი: ეფექტიანია თუ არა ანტიკორუფციული ბიურო მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებისას
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები