თბილისში, ყაზბეგის ქუჩაზე მოსახლეობა შიშობს, რომ მიმდინარე მშენებლობა საფრთხეს უქმნით
მოკლედ: თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის #34-ის მაცხოვრებლები მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ, რადგან, მათი თქმით, მშენებლობის დაწყებას მათ კორპუსში მოჰყვა რყევები, კორპუსის მიმდებარედ პარკინგზე კი ასფალტზე ბზარები გაჩნდა.
- "ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შეაფასებს, არის თუ არა მშენებლობა უსაფრთხო, რომელიც ჩვენს საცხოვრებელ კორპუსთან 7 მეტრით არის დაშორებული. ხომ არ შეუქმნის პრობლემას ჩვენი კორპუსის საძირკველს", — თქვა On.ge-სთან თამთა თვალავაძემ, ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.
დეტალები: როგორც თვალავაძე ამბობს, თავდაპირველად, ინფორმაცია ახალი კორპუსის აშენების თაობაზე 2020 წელს, ფასადზე გამოკრული აბრიდან შეიტყო, მშენებლობა კი 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყო.
- "მე-14 სართულზე ვცხოვრობ, მშენებლობის დაწყებიდან პერიოდულად კორპუსში რყევებს და ბიძგებს ვგრძნობდი. თავიდან მიწისძვრაც მეგონა, ჭაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ყველაფერი ირყეოდა", — ამბობს ის და აღნიშნავს, რომ კითხვებით მშენებელს კომპანიასაც მიმართა, თუმცა "საპასუხოდ ისინი იყვნენ აგრესიულები, უხეშები და კომუნიკაცია ვერ შედგა".
- მისივე თქმით, პრობლემა მეზობლებსაც გაუზიარა და აღმოჩნდა, რომ ყველას ერთი და იგივე რამ აწუხებდა, განსაკუთრებით, მე-13 მე-14 სართულზე მაცხოვრებლებს.
კორპუსის მაცხოვრებლების თქმით, მშენებლობამდე ტერიტორიაზევე იყო საბავშვო ბაღი, რომელიც არ ფუნქციონირებდა და რამდენიმე ლტოლვილი იყო შესახლებული. თავდაპირველად, მშენებარე კომპანიის მხრიდან, რყევების და ბიძგების მიზეზად სწორედ საბავშვო ბაღის საძირკვლის ამოღება დასახელდა, რომელიც "მხოლოდ 3-4 დღე უნდა გაგრძელებულიყო".
- "მე ვთხოვდი, რომ უბრალოდ გაეკეთებინათ საინფორმაციო ბანერი, რომ ამდენი და ამდენი დღე, ამა და ამ საათში მოსალოდნელია ბიძგები. თუ ამ კორპუს ოდესმე რამე დაემართება და ავარიული სტატუსი მიენიჭა, მერე ჩვენ რა ვქნათ?", — გვეუბნება თამთა თვალავაძე.
- გარდა ამისა, მაცხოვრებლების თქმით, მშენებლობა მასშტაბურია, მიმდებარე ტერიტორიაზე პარკინგის პრობლემა არის, სივიწროვეა, მშენებლობაზე ტექნიკის შესვლის და გამოსვლის დროს კი — მოძრაობა ფერხდება.
ვინ აშენებს კორპუსს: სამშენებლო აბრაზე მითითებული მონაცემების მიხედვით, კომპანია, რომელიც მრავალსართულიან კორპუსს აშენებს, არის შპს სქაი30 რეზიდენსი. On.ge ეცადა, მათაც დაჰკავშირებოდა, თუმცა საინფორმაციო აბრაზე მითითებული ორივე ტელეფონის ნომერი გათიშულია.
On.ge-მ გაარკვია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა 2022 წელს ალექსანდრე ივანიშვილის სახელზე გასცა, ამ სახეზევე გაიცა ბაღის დემონტაჟის ნებართვა.
რას ამბობს თბილისის მერია: მედიაც საუბრობს, რომ ამ მრავალსართულიან კორპუსს ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე (ადიკო) ივანიშვილის აშენებს. ეს თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან უარყო და განაცხადა, რომ ტერიტორია ჯერ კიდევ 2011 წელს, გიგი უგულავას მერობის დროს გასხვისდა.
- მერმა მიზანმიმართული სპეკულაცია უწოდა მშენებლობასთან ალექსანდრე ივანიშვილის კავშირზე გავრცელებულ ინფორმაციას და ისიც განაცხადა, რომ მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ ადგილზე მოკვლევით დაადგინა, რომ მშენებლობის ნებართვა კანონის სრული დაცვით არის გაცემული: "არანაირი ადიკო ივანიშვილის ინტერესს ეს პროექტი არ წარმოადგენს და არც მისი საკუთრებაა", — თქვა მან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში





კომენტარები