ოლიმპიადისთვის მზადება დაიწყო — საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია
ფოტო: საქართველოს ბანკი
წელს ოლიმპიური თამაშები საფრანგეთის დედაქალაქში, პარიზში ჩატარდება. თამაშები 26 ივლისს გაიხსნება, ოფიციალური დახურვის ცერემონია კი 11 აგვისტოს გაიმართება. მედლების მისაღებად ერთმანეთს 1 500-მდე სპორტსმენი სპორტის 32 სახეობასა და 48 დისციპლინაში შეეჯიბრება. საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
2024 წლის 26 ივლისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიხსნება ზაფხულის ოლიმპიური თამაშები — მსოფლიოს უდიდესი და უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება 11 აგვისტომდე გაგრძელდება.
ოლიმპიადების ისტორიაში მესამედ იქნება მასპინძელი პარიზი — სხვადასხვა ქვეყნის და სხვადასხვა სპორტული სახეობის 1500-მდე წარმომადგენელი იბრძოლებს ოლიმპიური მედლებისთვის. შეჯიბრებები სპორტის 32 სახეობაში (შესაბამისად, 48 დისციპლინაში) გაიმართება.
რა თქმა უნდა, მათ შორის იქნებიან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წარმომადგენლებიც. ჯერჯერობით საბოლოო შემადგენლობა არ დადგენილა, თუმცა ვიცით ის, რომ გვყავს ოთხი სპორტსმენი, რომელთაც უკვე მოიპოვეს ოლიმპიური ლიცენზია, ანუ ამ უდიდეს სპორტულ მარათონში ჩაბმის უფლება.
ნინო სალუქვაძე
ჩვენი ნაკრებიდან პირველი ოლიმპიური ლიცენზია ლეგენდარულმა ქართველმა სპორტსმენმა, ნინო სალუქვაძემ მოიპოვა. ნინო არა მხოლოდ ქართული სპორტის ლეგენდაა, არამედ საერთაშორისო დონეზეც არაერთგზის დაუმტკიცებია საკუთარი შესაძლებლობები — წლევანდელი ოლიმპიადა კი განსაკუთრებით გამორჩეული იქნება მისთვის, რადგან 54 წლის ქართველი ტყვიის მსროლელი იქნება პირველი ქალი, რომელიც ზედიზედ მე-10 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს. ამ შესანიშნავ რეკორდთან ერთად, ნინო სალუქვაძეს სამივე სინჯის ოლიმპიური მედალიც აქვს მოპოვებული.
გენო პეტრიაშვილი
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიური ლიცენზია ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლით (125 კილოგრამ წონით კატეგორიაში) მოიპოვა. გენომ პირველი ოლიმპიური მედალი 2016 წელს რიოში გამართულ ოლიმპიადაზე მოიპოვა (ბრინჯაო); ტოკიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე კი ვერცხლის მედალიც შემატა თავის მონაგარს. თუკი ამ მარტივ ქრონოლოგიასა და პროგრესიას დავაკვირდებით, გენო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე თავის წონაში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.
გივი მაჭარაშვილი
გასული წლის სექტემბერშივე მოიპოვა თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილმაც პარიზის ოლიმპიური ლიცენზია, როდესაც სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 26 წლის სპორტსმენისთვის Paris 24 იქნება სადებიუტო ოლიმპიადა იქნება.
ლაშა გურული
2023 წელს პოლონეთში გამართულ კრივის ევროპულ თამაშებზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წევრმა, ლაშა გურულმა ნახევარფინალში გასვლით მოიპოვა. საბოლოოდ ლაშამ ევროპული თამაშების ვერცხლის მედალი დაიმსახურა. პარიზის ოლიმპიური თამაშები ლაშასთვისაც სადებიუტო იქნება. ის 2018 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა 64 კილოგრამ წონით კატეგორიაში — საკმარისი ნიჭი და შესაძლებლობები არსებობს, რომ 2024-ში მისი ტიტულების სიას ნებისმიერი სინჯის ოლიმპიური მედალი შეემატოს.
საქართველოს 1996 წლიდან დღემდე ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საერთო ჯამში 40 მედალი აქვს მოპოვებული — 10 ოქრო, 12 ვერცხლი, 18 ბრინჯაო. მედლების ხარისხით ერთ ტურნირზე საუკეთესო შედეგი დავაფიქსირეთ 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე — 35 ქართველი სპორტსმენი მონაწილეობდა და მოვიპოვეთ 3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. რაც შეეხება მედლების რაოდენობას, გასულ ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველომ ასევე 35 სპორტსმენით მოახერხა და 8 მედალი (2 ოქრო, 5 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) მოიპოვა.
Paris 24-ის გახსნამდე ოლიმპიური ლიცენზიანტების ქართული სია აუცილებლად გაიზრდება და უფრო წარმომადგენლობითი გახდება. იმის შანსიც კი არსებობს, რომ ისტორიაში პირველად გუნდურ სახეობაშიც ვიასპარეზოთ ოლიმპიადაზე (იგულისხმება საქართველოს საკალათბურთო ნაკრები, რომელმაც ივნისში ოლიმპიადის საგზურისთვის უნდა იბრძოლოს საკვალიფიკაციო ეტაპზე).
წყარო: argacherde.bog.ge
ოლიმპიადაში მონაწილე ქართველი სპორტსმენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: argacherde.bog.ge
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები