ისრაელი, მის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, 3400-ზე მეტ სახლს ააშენებს — ვარაუდობენ, რომ ეს სიტუაციას გაამწვავებს
ფოტო: AFP
რა ხდება: ისრაელის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა, ააშენოს 3400-ზე მეტი სახლი, დასავლეთ სანაპიროზე მდებარე დასახლებებში.
სტრიქონებს შორის: ისრაელელების დასახლებები მდებარეობს დასავლეთ სანაპიროს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, აღმოსავლეთ იერუსალიმსა და გოლანის მაღლობებზე.
ამ დასახლებებს საერთაშორისო სამართლის დარღვევად მიიჩნევს საერთაშორისო საზოგადოება.
დეტალები: სახლების 70% აშენდება იერუსალიმის აღმოსავლეთით, მაალე-ადუმიმში, დანარჩენი კი — ახლომდებარე კედარსა და ეფრატში, ბეთლემის სამხრეთით.
- ისრაელის ფინანსთა მინისტრის თქმით, მშენებლობა არის პასუხი პალესტინელების თავდასხმაზე, რომელიც მათ მაალე-ადუმიმში 2 კვირის წინ განახორციელეს — 22 თებერვალს, სამმა პალესტინელმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გაუხსნა მანქანებს მაალე-ადუმიმის მახლობლად. შედეგად ერთი ისრაელელი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა.
ისრაელმა, დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმის ოკუპაციის შემდეგ, 700 ათასამდე ებრაელისთვის, დაახლოებით, 160 დასახლება ააშენა. ამ მიწებს პალესტინელები მათი მომავალი სახელმწიფოს ტერიტორიად მიიჩნევენ.
მშენებლობა დასავლეთ სანაპიროზე, 2020 წელი
ფოტო: REUTERS / Ammar Awad / File
- ისრაელის გაზეთმა Haaretz-მა განაცხადა, რომ სამოქალაქო ადმინისტრაციის დაგეგმვის კომიტეტს, რომელიც ახორციელებს ისრაელის მთავრობის პოლიტიკას დასავლეთ სანაპიროზე, აქვს 3476 სახლის აშენების გეგმა, აქედან — 2452 მაალე-ადუმიმში უნდა აშენდეს, 694 ეფრატში და 330 —კედარში.
- ფინანსთა მინისტრმა ბეზალელ სმოტრიჩმა, ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, რომელიც ზედამხედველობს სამოქალაქო ადმინისტრაციას, განაცხადა, რომ გასული წლის განმავლობაში, დასავლეთ სანაპიროს დასახლებებში სულ 18 515 სახლის აშენება დამტკიცდა.
- "მტრები ცდილობენ, დაგვაზიანონ და დაგვასუსტონ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მშენებლობას ამ მიწაზე“, — დაწერა მან X-ზე.
რას ამბობენ პალესტინაში
ისრაელის დასახლებების მოწინააღმდეგე დამკვირვებლების ჯგუფი, Peace Now აცხადებს: "ნაცვლად იმედის, მშვიდობის და უსაფრთხოების მშენებლობისა, ისრაელის მთავრობა ჩვენს განადგურებას ცდილობს".
- ორგანიზაციის თქმით, პროექტებს ექნება უარყოფითი გავლენა, ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპით გადაწყვეტაზე.
ამ თემაზე: დასავლეთი ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დასრულებას 2 სახელმწიფოს პრინციპით განიხილავს — რას ნიშნავს
ისრაელის გეგმები დაგმო პალესტინის ხელისუფლებამაც.
სტრიქონებს შორის: პალესტინის ხელისუფლება არის მმართველი ორგანო ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს რაიონებში.
"დასახლებები არაკანონიერია მათი დაარსების დღიდან და წარმოადგენს აშკარა მოწოდებას, ძალადობისა და ომების გაგრძელების შესახებ“, — ნათქვამია პალესტინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
რას ამბობს ისრაელის მოკავშირე ამერიკის შეერთებული შტატები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, გეგმის გამო იმედგაცრუება გამოხატა და თქვა, რომ აშშ ამ დასახლებებს არალეგალურად მიიჩნევს.
ფოტო: Jim Watson/Pool/AFP/Getty Images
”აშშ-ის დიდი ხნის პოლიტიკაა, რესპუბლიკური და დემოკრატიული ადმინისტრაციების პირობებში, რომ ახალი დასახლებები კონტრპროდუქტიულია მუდმივი მშვიდობის მისაღწევად,” — განუცხადა მან ჟურნალისტებს არგენტინაში. "ისინი, ასევე, არ შეესაბამება საერთაშორისო კანონმდებლობას. ჩვენი ადმინისტრაცია მტკიცედ ეწინააღმდეგება დასახლებების გაფართოებას და ჩვენი აზრით, ეს მხოლოდ ასუსტებს და არ აძლიერებს ისრაელის უსაფრთხოებას."
ასევე ნახეთ: ადამიანები, ადგილები და ტერმინები, რომლებიც ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში უკეთ გარკვევაში დაგვეხმარება
ბოლო ხაზი: Peace Now-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ იანვარში "დასახლების აქტივობების უპრეცედენტო ზრდა"დაფიქსირდა, ღაზის სექტორში ომის დაწყების შემდეგ.
- დასავლეთ სანაპიროზე, ამავე პერიოდში, ძალადობის შემთხვევები გაიზარდა.
- გაერო ამბობს, რომ ომთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტებში, სულ მცირე, 413 პალესტინელი დაიღუპა, ოქტომბრის შემდეგ, მათ შორის იყო მშვიდობიანი მოსახლეობაც.
- მსგავსი ინციდენტების შედეგად, ასევე, დაიღუპა 15 ისრაელელი, მათ შორის, უშიშროების ძალების ოთხი თანამშრომელი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები