გრიგოლ გეგელია

10 Mar. 2024, 16:45

ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ტრიუკი რუსული ჰიბრიდული ომის ჟანრში. ქართული ოცნება ამით უპირისპირდება საკუთარ ხალხს.

ჩემი აზრით, ამ კანონის რეალური საჭიროება არ დგას, ასეთი საკითხები არ განიხილება.

არ ვიცი, ვის ესაუბრება ქართული ოცნება. თუ ქართულ ოცნებას სურს მიიღოს კანონი, რომელიც განმარტავს, რომ ქალი ქალია და კაცი კაცია, დედა დედაა და მამა მამაა, წარმატებას ვუსურვებ ამ სამარცხვინო ტრიუკებში. ჩვენ ამასობაში ვსაუბრობთ გაჭირვების დაძლევაზე, ფასებზე, ეკონომიკაზე, იმაზე, რომ ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს, ათასლარიან პენსიას სასწრაფოდ უნდა მივაღწიოთ. შედეგებს მოვიმკით შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც საქართველოს მოსახლეობა უღირს, სამარცხვინო მანიპულატორებს ძალიან საკადრის პასუხს გასცემს.

ყველა ზღვარს გადავიდა ტოტალური უვიცობა, კორუფცია და ცინიზმი, რასაც ჯამურად ქართული ოცნება ჰქვია. რა თქმა უნდა, მოვითხოვთ, ეს კანონი ვენეციის კომისიაში იყოს გადაგზავნილი, რადგან ევროპული კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ვართ, დაე, ვენეციის კომისიამ გასცეს პასუხი ამ კანონის ავკარგიანობას.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ნეპალში წყალდიდობას 160-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, თითქმის 1400 კი დაკარგულად ითვლება
  4. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  5. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…