ფოკუსში: პარტია ახალი — რა გავიგეთ გვარამიასა და მელიას ახალი თანამებრძოლების ხედვებზე
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
2024 წლის 11 მარტს, სასტუმრო შერატონში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა ლიდერმა ნიკა მელიამ და მთავარი არხის დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ საერთო ბრიფინგი გამართეს და თქვეს, რომ ერთად იბრძოლებენ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში. "ჩვენი პარტია არის "ახალი", საარჩევნო ნომრით 4", — განაცხადეს პრეზენტაციაზე.
როგორ აპირებენ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევას ქართული ოცნებისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ვკითხეთ მათ.
ნიკა მელია და ნიკა გვარამია "ახალის" პრეზენტაციაზე, 2024 წლის 11 მარტი
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
ნიკა გვარამია: "სამ ფაქტორს დავასახელებ, რითაც ბრძოლა შეგვიძლია:
- პირველი, რწმენის დაბრუნება, რომ ქართული ოცნების დამარცხება შესაძლებელია და ეს ნამდვილად არის შესაძლებელი.
- მეორე არის კონცენტრაცია მხოლოდ და მხოლოდ სამომავლო მიღწევებზე,
- და მესამე — ერთიანობა."
ნიკა მელია: "თუ ვინმეს არ გაუხარდებოდა ამ პარტიის ჩამოყალიბება, არის ხელისუფლება. პარტია ახალი ბევრჯერ იქნება ოპოზიციაში, ბევრჯერ ხელისუფლებაში და მე ასე მჯერა, ახალი მნიშვნელოვან სიტყვას იტყვის ქართულ პოლიტიკაში.
- 2024 წლის არჩევნებისთვის, ჩვენ გვაქვს ამბიცია, პარტიამ მოიპოვოს დიდი მხარდაჭერა და ნდობა საზოგადოებაში. მან დემონსტრაცია უნდა მოახდინოს კვალიფიკაციის, მოუსყიდველობის, გამბედაობის, გაუტეხლობის; ეს ყველაფერი კი მოემსახურება ნიჰილიზმის დამარცხებას. უკანასკნელმა წლებმა დაადასტურა, რომ ბევრში, უბრალოდ, დამარცხდა გამარჯვების რწმენა და ეს უნდა შეიცვალოს."
შერატონში ვიხილეთ გუნდის ის შემადგენლობა, რომელიც გვარამიამ გასული წლის დეკემბრიდან შემოიკრიბა. ბევრი მათგანისთვის ეს პოლიტიკაში პირველი ნაბიჯებია.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, პარტია ახალის რამდენიმე წევრს ვესაუბრეთ. გვინდოდა გაგვეგო,
- რა გახდა მათთვის პოლიტიკაში ჩართვის მოტივაცია,
- როგორ გააძლიერებს გუნდს მათი გამოცდილება, მით უფრო, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში
- და რას შესთავაზებენ ამომრჩეველს.
მათ On.ge-სთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკური გაერთიანებების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
გიორგი იმედაშვილი
დაახლოებით 12 წელია, სხვადასხვა ფორმით ვარ ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. პარტიულ საქმიანობაში ჩართვისკენ საქართველოში შექმნილმა პოლიტიკურმა მდგომარეობამ მიბიძგა. საქართველოში არ არის გავლენისგან დამოუკიდებელი პროცესები, აქ არის ოლიგარქიული სისტემა, რაც ჩვენს მომავალს არაფერს კარგს არ მოუტანს და საქართველო, ასეთი სისტემით, ვერც ევროკავშირში შევა.
- პარტია ახალმა ყველას აჩვენა გაერთიანების მაგალითი. ვფიქრობ, თუ ქართულ პოლიტიკურ ველს აქვს სიცოცხლისუნარიანობა, ბევრ ადამიანს, ფიგურას და გუნდს მოუნდება, რომ კიდევ უფრო გაამსხვილოს ოპოზიციური ფრთა.
- ახალში არის ბევრი ადამიანი, რომელსაც პოლიტიკურ ველსა და არჩევნების პერიოდში სისტემასთან ბრძოლის დიდი გამოცილება აქვს. გარდა ამისა, არიან ადამიანები, რომლებმაც მოიტანეს ახალი ცოდნა, ისეთი, როგორიც ჯერ პოლიტიკაში არ ყოფილა."
ნიაზ ჩიტაძე
ვფიქრობ, რომ 2024 წლის არჩევნები გადამწყვეტი მოცემულობაა, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა და ახალი სახე უნდა ჩაერთოს, ისევე, როგორც პოლიტიკური სუბიექტები. შესაბამისად, ეს პოლიტიკური ტრანზიცია არის მთავარი ფაქტორი, რატომაც ჩავერთე პოლიტიკაში.
- ჩვენი მთავარი მიზანია, გავერთიანდეთ რაც შეიძლება მეტ პროდასავლურ სუბიექტთან და ჩვენ, ამისთვის, მზაობას ყოველთვის გამოვხატავთ. თუმცა, მეორე საკითხია, როგორ მოხდება ეს. პირველი ნაბიჯი გადაიდგა — ნიკა მელიას და ნიკა გვარამიას გუნდი გაერთიანდა და უახლოეს მომავალში ვიმედოვნებთ, რომ სხვა პოლიტიკურ სუბიექტებთან და სხვა ადამიანებთანაც გავერთიანდებით."
ზურა დათუნაშვილი
მინდა, ქვეყანაში, სადაც ვცხოვრობ, შევქმნა გარემო, სადაც ყველა კმაყოფილი იქნება. მსურს, რომ თანასწორობაზე დაფუძნებული, წარმატებული ქვეყნის მშენებლობაში ერთი აგური დავდო.
მე სპორტსმენი ვიყავი, საკუთარ თავზე მაქვს გამომუშავებული ბრძოლისუნარიანობა, დისციპლინა და დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, მათ შორის, გულწრფელობა, ჩვენს ახალ გუნდს გამოადგება. ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშია და გაერთიანებით მიიღწევა გამარჯვება."
ნოდარ ჩაჩანიძე
წლებია, აქტიურად ვარ ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საკითხებში, კონკრეტულად პარტიულ პოლიტიკაში ჩართვა გადამაწყვეტინა საქართველოს დღევანდელმა რეალობამ, მათ შორის, მარტის აქციებმა. ვთვლი, რომ ვარ ყველაზე სწორ და ახალ ადგილას, სადაც არსებობს ყველაზე მთავარი — ცვლილებების რეალური შესაძლებლობა.
- ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კვლევის ფარგლებში, 40-ზე მეტი მუნიციპალიტეტი მოვიარე, პირადად შევხვდი მოქალაქეებს ათობით სოფელში თუ დაბაში ჩემი საავტორო პროექტის, რეგიონის ხმის ფარგლებში. ზუსტად ვიცი იმ კონკრეტული საჭიროებების შესახებ, რაც აქვთ ადამიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდს შეუძლია, ახალი შესაძლებლობები გააჩინოს რეგიონებში, ჰქონდეთ მათ იმედი და არ ფიქრობდნენ გაქცევაზე.
- ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას გუნდების გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განაცხადი. თუმცა, ეს ერთობა არ არის სრული — მას შევსება და გაძლიერება სჭირდება. ჩვენ მეტი გაერთიანება გვჭირდება."
მაია კოპალეიშვილი
პოლიტიკაში ჩავერთე იმიტომ, რომ თითოეული ჩვენგანის მოვალეობა და ვალდებულებაა, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავიღოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. მე მაქვს მრავალწლიანი გამოცდილება სხვადასხვა სფეროებში მუშაობის, მათ შორის, საუნივერსიტეტო განათლებაში, აღმასრულებელ თუ სასამართლო ხელისუფლებაში. ჩემი კვალიფიკაცია მაძლევს შესაძლებლობას, ვიყო აქტიური პოლიტიკაში.
- ჩვენ მზად ვართ და ღია ვართ გაერთიანებისთვის. ჩვენ მიზანია ქვეყნის ახალი, განახლებული მართვა, შესაბამისად, ვინც ამ იდეით იქნება, მზად ვართ, ყველა პოლიტიკურ ძალასთან, ლიდერთან, პროფესიონალთან თუ ახალგაზრდასთან გავერთიანდეთ."
ბოლო ხაზი: ნიკა მელიას თქმით, გადაწყვეტილებას გვარამიასთან ამ ფორმით თანამშრომლობის შესახებ 3-თვიანი მსჯელობა უძღოდა წინ, საბოლოოდ კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ერთად იბრძოლებენ. ცნობილია, რომ გვარამია ასევე მართავდა შეხვედრებს სხვა პროდასავლელ ლიდერებთანაც, თუმცა ამას, ამ ეტაპზე, გაერთიანება არ მოუტანია.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში









კომენტარები