ალტე უნივერსიტეტისა და აბიტურიენტების კლუბის ორგანიზებით Career Hunter Camp 2024 ჩატარდება
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტი საგანმანათლებლო სივრცეში 20 წელზე მეტია ოპერირებს და სტუდენტებს 30-ზე მეტი ქვეყნიდან 4 სკოლაში (ბიზნესის სკოლა, სამართლისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სკოლა და მედიცინის საერთაშორისო სკოლა) აერთიანებს. უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები სრულად ავტორიზებულია და თითოეული მათგანი სწავლების ინოვაციურ მეთოდებსა და პრაქტიკულ კომპონენტებზეა დაფუძნებული.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
უნივერსიტეტი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში არაერთი საინტერესო ინიციატივისა და ღონისძიების მხარდამჭერია და ამის ნათელი დადასტურებაა აბიტურიენტების კლუბი, რომელიც 1 წლის წინ, სკოლის მოსწავლეებთან ინტენსიური შეხვედრებისა და მათი ინიციატივებისა თუ სურვილების მოსმენის შედეგად, ალტე უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდა. კლუბი, დაარსების დღიდან, თავის წევრებს თავიანთ ინტერესებზე მორგებულ უამრავ ღონისძიებასა თუ აქტივობას სთავაზობს. მათ შორის არის: შეხვედრები, ტრენინგები, კონკურსები, ვორქშოფები, ბანაკები და მრავალი სხვა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიება ალტე უნივერსიტეტის მიერ სრულად დაფინანსებულია და კლუბში გაწევრიანებული მოსწავლეები ღონისძიებებში სრულიად უფასოდ იღებენ მონაწილეობას. გარდა დედაქალაქისა, აბიტურიენტების კლუბი რეგიონებსაც ხშირად სტუმრობს და მოსწავლეებს ადგილზევე სთავაზობს სხვადასხვა აქტივობასა და ღონისძიებებს. ამ დროისათვის კლუბს 5000-ზე მეტი წევრი ჰყავს და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი აბიტურიენტი ინტერესდება მასში გაწევრიანებით.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტისა და აბიტურიენტების კლუბის ერთ-ერთი მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიებაა კარიერული ბანაკი — Career Hunter Camp, რომელიც წელს უკვე მეორე ნაკადს ბაქსვუდის კამპუსზე 22-24 მარტს უმასპინძლებს. წელსაც, ისევე, როგორც შარშან, ბანაკის მთავარი თემა კარიერის დაგეგმვა და პროფესიის შერჩევაა და სწორედ ამ საკითხის ირგვლივ დაიგეგმა თითოეული აქტივობა, რომელსაც პროფესიონალი ტრენერი გაუძღვება. 3 დღის განმავლობაში მონაწილეები ჩაერთვებიან კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ არაერთ საინტერესო ვორქშოფსა და ფორუმში; ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ ახალი მეგობრები და რაც ყველაზე მთავარია, აღმოაჩინონ თავიანთი პროფესიები. ბანაკში მონაწილეობის მსურველები, აუცილებელია, იყვნენ აბიტურიენტების კლუბის წევრები, შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და დაწერონ მოკლე სამოტივაციო წერილი, რატომ სურთ ბანაკში მონაწილეობის მიღება. აპლიკაციების მიღება 15 მარტს დასრულდება და ჯამში, საქართველოს მასშტაბით, 50 მოსწავლე შეირჩევა.
აბიტურიენტების კლუბში გასაწევრიანებლად მიჰყევით ბმულს.
ბანაკზე რეგისტრაციისთვის კი ეწვიეთ ამ ბმულს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები