სომხების 40% რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნევს — IRI-ს გამოკითხვა
ფოტო: Armenpress
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ სომხების 40% რუსეთს პოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნევს, ეს მაჩვენებელი მხოლოდ აზერბაიჯანსა და თურქეთს ჩამორჩება.
IRI-მ 2023 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგები სამშაბათს, 12 მარტს გამოაქვეყნა.
გამოკითხვის მიხედვით, სომხების 66% ფიქრობს, რომ მათი ქვეყნის ურთიერთობა საფრანგეთთან ძალიან კარგია, ინდოეთთან ურთიერთობას დადებითად აფასებს 49%; ირანთან — 30%; აშშ-სთან 29%, ხოლო ევროკავშირთან — 25%.
შედეგების მიხედვით, მხოლოდ 31% ფიქრობს, რომ სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები კარგი, ან ძალიან კარგი იყო, რაც მკვეთრად შემცირდა IRI-ს 2018 წლის აგვისტოს გამოკითხვის 87%-დან.
ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა, მთიანი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, 2020 წლიდან, სტაბილურად უარესდება. სომხეთი დისტანცირდება ტრადიციული მოკავშირისგან და სანაცვლოდ, დასავლეთთან უსაფრთხოების მჭიდრო კავშირებს აბამს.
გამოკითხვის თანახმად, სომხები საფრანგეთს თავიანთი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად მიიჩნევენ (61%), მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები 56%-ით და და ირანი 47%-ით.
გამოკითხვამ ასევე დაადგინა, რომ საფრანგეთი განიხილება, როგორც სომხეთის უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი (50%), შემდეგ მოდის ირანი და აშშ (46%).
რუსეთს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო სომხეთის შეიარაღების ძირითადი წყარო, უსაფრთხოების მნიშვნელოვან პარტნიორად 31% ასახელებს.
კვლევამ აჩვენა, რომ სომხები თურქეთს (54%), რუსეთს (51%) და აზერბაიჯანს (50%) განიხილავდნენ არა მხოლოდ პოლიტიკურ, არამედ, ასევე, როგორც ეკონომიკურ საფრთხეს თავიანთი ქვეყნისთვის.
გასული წლების განმავლობაში, ერევანი მკვეთრად ცვლის თავის საგარეო პოლიტიკურ ტრაექტორიას დასავლეთისკენ, აღრმავებს დიპლომატიურ და უსაფრთხოების კავშირებს ისეთ ქვეყნებთან, როგორიც არის, მაგალითად, საფრანგეთი, ახლახან კი განაცხადა ევროკავშირის წევრობის მიმართ საკუთარი ინტერესი.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ სომხებს მთავრობის საგარეო პოლიტიკა ახლა უფრო მოსწონთ — 2023 წლის მარტში ეს მაჩვენებელი 36% იყო, დეკემბერში კი — 45 პროცენტამდე გაიზარდა.
ბოლო 6 თვის განმავლობაში მთავრობის წარმატებების შესახებ დასმულ კითხვაზე, გამოკითხულთა 28%-მა თქვა, რომ მთავრობამ ვერაფერს მიაღწია, ხოლო 17%-მა უპასუხა იმით, რომ სომხეთის "მრავალვექტორულ" საგარეო პოლიტიკაზე გადასვლა ქვეყნის ყველაზე დიდ წარმატებად მიიჩნია. ამას მოჰყვება 14%, აზერბაიჯანის მიერ დაკავებული ტყვეების დაბრუნებისთვის, ხოლო 10% — იარაღი შესყიდვისთვის.
საშინაო პოლიტიკა
სომხების მხოლოდ 17%-მა დაასახელა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, როგორც ქვეყნის ყველაზე სანდო პოლიტიკოსი, 2023 წლის მარტში, IRI-ის წინა გამოკითხვაში ეს მაჩვენებელი 14% იყო. უმრავლესობამ — გამოკითხულთა 60%-მა განაცხადა, რომ არცერთ პოლიტიკოსს არ ენდობა.
კვლევამ, ასევე, აჩვენა, რომ რესპონდენტთა 36% მთიანი ყარაბაღის კაპიტულაციას ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი წარუმატებლობად მიიჩნევს.
თუმცა, გამოკითხულთა 73% ძალიან, ან გარკვეულწილად, კმაყოფილი იყო ერევნის მიერ მთიანი ყარაბაღიდან ლტოლვილთა ნაკადის მართვით.
ინსტიტუტებიდან შეიარაღებულ ძალებს აქვთ ყველაზე მაღალი რეიტინგი, 30%-მა განაცხადა, რომ ძალიან კმაყოფილი იყო მათი მუშაობით. ყველაზე მეტად კი სომხეთის პარლამენტის მუშაობა არ მოსწონთ — 47%-ს.
შემცირდა სომხების რიცხვი, რომლებიც ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების დონით კმაყოფილი იყვნენ. მხოლოდ 54%-მა განაცხადა, რომ გრძნობს სიტყვის თავისუფლების გაუმჯობესებას, 2018 წლის აგვისტოში ეს მონაცემი 73% იყო.
გამოკითხვა ტელეფონით ჩატარდა და მასში 1508 რესპონდენტი მონაწილეობდა.
ცდომილების ზღვარი 2.5%-ია.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები