გაერო საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, აქციზის გადასახადი თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე არ შეამციროს
ფოტო: REUTERS/Denis Balibouse
მოკლედ: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აცხადებს, რომ თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირებამ, შესაძლოა, "ხაზი გადაუსვას" საქართველოს მიღწევებს თამბაქოს კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მდგრადი განვითარების მხრივ.
ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, საგადასახადო კოდექსში ინიციირებული ცვლილება არ დაამტკიცოს.
- გაერო ამ განცხადებით ეხმიანება 2024 წლის 4 მარტს, საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანია თამბაქოს გარკვეული სახის პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირება.
რატომ არის ეს პრობლემა: გაეროს მიხედვით, შემოთავაზებული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს პოლიტიკას თამბაქოს მოხმარების შემცირების შესახებ, რადგან
- აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვან განსხვავებას გააჩენს თამბაქოს სხვადასხვა ნაწარმის ფასებს შორის, რაც ბაზარზე იაფი თამბაქოს დაბრუნებას შეუწყობს ხელს, ეს კი თავისი მხრივ მოხმარებას გაზრდის.
- საქართველო დაშორდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს და ისეთ საერთაშორისო ვალდებულებებს, როგორიცაა თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენცია, რომელსაც საქართველო შეუერთდა, რაც შეაფერხებს ქვეყნის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
გაერო აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის, მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით, 2019 წლისთვის საქართველოში გადასახადების მნიშვნელოვანი ზრდის და გათანაბრების შედეგად, ბაზარზე შედარებით იაფი თამბაქოს წილი შემცირდა, თამბაქოს მოხმარების საერთო მაჩვენებელმაც იკლო და ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა. თუმცა,
- 2019 წლის შემდეგ თამბაქოზე გადასახადები არ გაზრდილა, რამაც თამბაქოს საზიანო ნაწარმი შედარებით ხელმისაწვდომი გახადა.
- თამბაქოს ნედლეულის იმპორტზე გადასახადი 2026 წლამდე შეჩერებულია.
- ასევე, საქართველოში თამბაქოზე დაწესებული გადასახადები მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ევროკავშირში.
გარდა ამისა, გაეროს თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები არა მარტო ჯანმრთელობას მოუტანს ზიანს, არამედ ეკონომიკასაც დაასუსტებს.
- გაეროს მიერ საქართველოს მთავრობასთან ერთად განხორციელებულმა კვლევამ აჩვენა, რომ სიგარეტზე გადასახადის გაზრდით შეიძლება თავიდან იქნას აცილებული 2,2 მილიარდი ლარის ეკონომიკური ზარალი და ჯანდაცვის ხარჯები 15 წლის განმავლობაში,
- ხოლო თამბაქოზე გადასახადის გაზრდაში ჩადებული ყოველი 1 ლარის სანაცვლოდ, საქართველოს ეკონომიკა მიიღებს 221 ლარის მოგებას.
რას ამბობს კვლევა: გაეროს მიხედვით, საქართველოში 2017-2019 წლებში, თამბაქოს კონტროლის მხრივ, კანონმდებლობასა და საგადასახადო კოდექსში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა, "საქართველოში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია".
- მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი მოიხმარს თამბაქოს.
გაეროს 2017 წლის კვლევის — თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის საინვესტიციო შემთხვევის თანახმად,
- თამბაქოს გამო გაწეული ჯანდაცვის პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების შედეგად მიღებული წლიური ზარალი, რაც ნაადრევი სიკვდილიანობის, შეზღუდული შესაძლებლობის და სამუშაო ადგილებზე დანახარჯებთანაა დაკავშირებული, 800 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს, რაც საქართველოს მშპ-ს 2.4%- ის ეკვივალენტურია.
- ხოლო დაღუპულთა რიცხვი 11 400-ს აჭარბებს.
- "ამ მდგომარეობის გამოსწორება კი თამბაქოს კონტროლის ყოვლისმომცველი და ეფექტური პოლიტიკის გრძელვადიან და მტკიცედ განხორციელებას მოითხოვს", — წერს გაერო.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები