ოკუპირებული აფხაზეთის ციხეებში საგანგაშო მდგომარეობაა — DRI
ფოტო: iStock.com/Luke_Franzen
მოკლედ: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახალხო დამცველის, ანას ქიშმარიას ანგარიშის მიხედვით, რომელიც მან აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტს 14 მარტს წარუდგინა, აფხაზეთში პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა საგანგაშოა.
- ინფორმაციას დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) ავრცელებს.
დეტალები: DRI-ის მიხედვით, ანას ქიშმარიამ თქვა, რომ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში არსებულ პირობებში სასჯელის მოხდა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება, რაც პატიმრების ფიზიკურ ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახება.
"სახალხო დამცველის" განცხადებით, აღნიშნული ეწინააღმდეგება ჰუმანურობის პრინციპებს და ადამიანის ღირსების პატივისცემას.
ანგარიშის მიხედვით, ძირითადი პრობლემებია:
- სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების არარსებობა,
- მინიმალური სანიტარული ნორმების დაუცველობა,
- პატიმრების კვებასთან დაკავშირებული პრობლემები,
- საკნების, ადგილისა და საწოლების დეფიციტი,
- მოძველებული შენობისა და დროის სწორად დაგეგმარების პრობლემები.
DRI აცხადებს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში საქართველოს არაერთი მოქალაქე იხდის სასჯელს, ან — ელოდება "სასამართლოს" გადაწყვეტილებას, მათ შორის, უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეები: ქრისტინე თაკალანძე, ასმათ თავაძე და ირაკლი ბებუა.
ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა ირაკლი ბებუას მდგომარეობა, რომლის ჯანმრთელობაც, ბოლო მონაცემებით, გაუარესებული იყო.
- "თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პატიმრების მიერ მსგავს პირობებში სასჯელის მოხდა ეწინააღმდეგება გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალურ სტანდარტულ წესებს; განსაკუთრებით, იმ ძირითად მოთხოვნებსა და პრინციპებს, რაც დაკავშირებულია სანიტარულ ნორმებთან, საკანში განთავსების პირობების დაცვასა და სათანადო კვების უზრუნველყოფის გარანტიებთან", — წერს DRI.
რა რეკომენდაციები აქვს დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტს: ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა მექანიზმი ოკუპირებული აფხაზეთის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობის შემოწმების მიზნით საერთაშორისო მონიტორინგის მისიების დასაშვებად;
- ასევე, მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ უნდა შექმნას აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან კომუნიკაციის ხაზები აფხაზეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებული საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან დროულად გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით;
- საქართველოს სახალხო დამცველმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციური მანდატი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი უკანონო პატიმრების გათავისუფლების ხელშეწყობის მიზნით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები