მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა უფრო თავდაჯერებულს გხდის — ქეთო'ს ისტორია
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა ხელშეწყობას კვლავ აქტიურად განაგრძობს. საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის პარტნიორობით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა 2022 წლიდან დაიწყო და საქართველოს ყველა რეგიონში მცხოვრებ ახალბედა თუ გამოცდილ მეწარმე ქალს ცოდნისა და გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში შეძენილი უნარებით კი მონაწილე ქალები იდეიდან წარმატებული ბიზნესის შექმნას ან უკვე არსებული ბიზნესის განვითარებას სწავლობენ, რადგან პროექტის მიზანი ქალების ეკონომიკური მხარდაჭერა და მათი გაძლიერებაა.
ქეთი მელაძე, რომელსაც ორიგინალური ბიზნესის შექმნის იდეა პანდემიის პერიოდში მოუვიდა და განახორციელა კიდეც, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ერთ-ერთი წარმატებული მონაწილეა. ბრენდ ქეთო'ს ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქციას დღეს უკვე ბევრი იცნობს, თუმცა თავიდან წიწაკის ჯემების წარმოება სხვადასხვა ხილის არომატით სწორედ ქეთიმ გადაწყვიტა და საინტერესო ისტორიაც ასე დაიწყო.
"ქეთო'ს ბრენდი პანდემიის პერიოდში შეიქმნა. იმ დროს ბაზარზე ისეთი უცხო მურაბები და ჯემები არ იყო, როგორებსაც მე ვაწარმოებ. პირველი ვიყავი, ვინც ხილს მწვანილი და ბოსტნეული შეურია, შედეგად კი საოცარი გემო მიიღო. ასევე, დავიწყე წიწაკის ჯემების წარმოება სხვადასხვა ხილის არომატით. ქართულ ბაზარზე დამკვიდრება რთულია. მოგეხსენებათ, როგორი გურმანები ვართ და გემოს რეცეპტორები როგორ გვაქვს განვითარებული. ცოტა მეშინოდა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩემმა პროდუქციამ დიდი მოწონება დაიმსახურა და პოპულარულიც მალევე გახდა. ამან მომცა დიდი სტიმული, რაც შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში დამეხმარა. ამჟამად ვამარაგებ მაღაზიებს, ქსელურ მარკეტებს და ასევე მაქვს ჩემი შოურუმი. ვაპირებ, შევქმნა ახალი გემოები და უფრო დიდ ბაზარზე გავიდე. პერიოდულად, საქართველოს ბანკის მასტერკლასებს ვესწრებოდი, შემდეგ კი გადავწყვიტე, ცოდნა გამეღრმავებინა და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მოვხვედრილიყავი", — ამბობს ქეთი მელაძე.
ქეთიმ მიზანს მალევე მიაღწია და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეოთხე ნაკადის მონაწილე გახდა. პროგრამა მეწარმე ქალებისთვის მხარდაჭერის 360°-იან მოდელს ითვალისწინებს, რაც იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე სრული ციკლის ხელშეწყობას გულისხმობს. ამ მიზნის მისაღწევად კი, პროგრამა 4 ღირებულებაზეა დაშენებული: ცოდნა, მხარდაჭერა, გამოცდილება და თანამშრომლობა. წამყვანი ექსპერტები თეორიულ ცოდნასაც მოგაწვდიან და მის პრაქტიკაში განხორციელებაშიც დაგეხმარებიან. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში უშუალოდ მონაწილეობის პერიოდის შესახებ შთაბეჭდილებები ქეთიმაც გაგვიზიარა.
"მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის შესახებ ჩემი მეგობარი მეწარმეებისგან გავიგე, რომლებმაც ეს პროგრამა გაიარეს და საოცრად კმაყოფილები იყვნენ. მეც მინდოდა, მსგავსი გამოცდილება მქონოდა და სიახლეებს გავცნობოდი. შემდეგ სოციალურ ქსელში დაიდო განაცხადი, შევავსე და მეოთხე ნაკადში მოვხდი. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვეობით ძალიან ბევრი რამ გავიგე. არაჩვეულებრივი ტრენერები გვყავდა, რომლებიც მთელ გულს და სულს დებდნენ იმაში, რომ ინფორმაცია სრულყოფილად გადმოეცათ და ჩვენამდე მოეტანათ, რაც შემდეგში დამეხმარა, რომ ეს ცოდნა ჩემი ბიზნესისთვის მომერგო. ასევე, გავიცანი საინტერესო და კრეატიული მეწარმეები, რამდენიმესთან კი თანამშრომლობა დავიწყე", — დასძინა ქეთი მელაძემ.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის პრიორიტეტები ძლიერი საპარტნიორო ქსელის შექმნა და დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის ზრდაცაა. ამ მიზნის მისაღწევად კი, პროექტის განმავლობაში გრანტის მიღების შესაძლებლობაც მოგეცემათ. გარდა ამისა, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მონაწილეობისას სხვა მეწარმეების გამოცდილების გაზიარება გაიზიარებთ და შეხვედრებზე წარმატებული ბიზნესების ლიდერების გაცნობაცაა შესაძლებელი. ქეთიმ მომავალი პარტნიორები სწორედ მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში იპოვა, თუმცა ბრენდ ქეთო’ს შემქმნელი კვლავ არ ჩერდება და მიზნების მისაღწევად მოტივაციას სხვა მეწარმე ქალებსაც აძლევს.
"ჩემი სამომავლო გეგმაა, გავიდე უფრო ფართო მასშტაბებზე, შევქმნა ახალი გემოები და ქეთო’ს ბრენდი უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს. მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა კი უფრო თავდაჯერებულს გხდის და ბიზნესის სწორად მართვაშიც გეხმარება. მინდა, ქალებისთვის მაგალითი ვიყო, ვინაიდან ჩვენ ვართ ძალიან ძლიერები და თუ მოვინდომებთ, ყველაფერს შევძლებთ. მთავარია, საკუთარი თავის გვჯეროდეს. წარუმატებლების გამო არ უნდა დავეცეთ, პირიქით, ეს უნდა იყოს ნიშანი იმისა, რომ უფრო გავძლიერდეთ და უდიდეს წარმატებას მივაღწიოთ", — აღნიშნა ქეთი მელაძემ.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მეშვიდე ნაკადმა უკვე გაიარა ინტენსიური ტრენინგების ეტაპი. პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ესტუმრეთ ამ ბმულს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები