"ძმები ბერიძეების სატენდერო მადა 5 მილიონ ლარს ასცდა" — TI-ის კვლევა
ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო
მოკლედ: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს (TI) ინფორმაციით, აჭარაში, მაღალჩინოსან ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ ესია ჯგუფმა, 2021-2024 წლებში სახელმწიფო შესყიდვებიდან 5 344 077 ლარი მიიღო.
TI-მ ძმებ ბერიძეებზე პირველი კვლევა 2023 წლის ივნისში გამოაქვეყნა, ამ დროს ესია ჯგუფს სახელმწიფო შესყიდვებიდან 1 900 000-მდე ლარის შემოსავალი ჰქონდა მიღებული.
- ესია ჯგუფმა, როგორც ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ, 1 716 998 ლარის სამუშაოები შეასრულა შუახევის სტადიონის მშენებლობისას, რასაც წინა კვლევის დროს, TI-ის საჯარო უწყებები არ უდასტურებდნენ.
- ბოლო 8 თვეში კომპანიამ ტენდერებიდან და სახელმწიფო შესყიდვებიდან 1 757 332 ლარი მიიღო.
რა კავშირია ესია ჯგუფსა და ძმებ ბერიძეებს შორის?
ვინ არის აკაკი ბერიძე: აკაკი ბერიძე ბათუმის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი მუნიციპალური იურიდიული პირის, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ხელმძღვანელია. მანამდე ის შპს რბ — ახალი გზის 33% მფლობელი და დირექტორი იყო. მასთან ერთად, კომპანიის მეწილეები იყვნენ ირაკლი აზნაურიშვილი (34%) და ვალერი ადონია (33%)
- 2017 წელს აკაკი ბერიძე დირექტორობიდან გადადგა, საკუთარი წილი 100 ლარად გაყიდა, რის შემდეგაც ინჟინრად მუშაობდა კომპანია ანაგში და აჭარის მთავრობის კუთვნილ შპს აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიაში.
- აკაკი ბერიძე 2021 წელს ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოში ჯერ დირექტორის მოადგილედ, დეკემბრიდან კი დირექტორად დაინიშნა.
ესია ჯგუფის დაფუძნება: ესია ჯგუფი 2018 წლის ივნისში აკაკი ბერიძის ყოფილმა ბიზნესპარტნიორმა, ირაკლი აზნაურიშვილმა დააფუძნა. შპს ესია ჯგუფი და შპს რბ-ახალი გზა ერთი და იგივე მისამართზე, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩა #21 ბ.4-შია რეგისტრირებული.
როლანდ და რაულ ბერიძეები: ესია ჯგუფმა სახელმწიფო შესყიდვებში 2021 წლის ზაფხულიდან მონაწილეობს. მაშინ როლანდ ბერიძე, აკაკი ბერიძის ძმა, ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იყო.
- კომპანიამ ქვეკონტრაქტორების პირველი ხელშეკრულება 2021 წლის ივლისში მიიღო.
- 2021 წლის არჩევნების შედეგებით, როლანდ ბერიძე ქედის მუნიციპალიტეტის მერი გახდა.
- რაულ ბერიძე, მესამე ძმა, 2017 წლიდან დღემდე, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილეა.
"ესია ჯგუფის ქვეკონტრაქტორობა სწორედ ამ სამი სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციის — ქედის მუნიციპალიტეტის მერიის, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვებში დაფიქსირდა", — წერს TI.
ბოლო 8 თვის შემოსავალი სახელმწიფო შესყიდვებიდან
TI-ის მიხედვით, წინა პერიოდის მსგავსად, ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ და ბათუმის მუნიციპალურმა სამმართველომ ესია ჯგუფთან საქმიანი ურთიერთობა გააგრძელეს. გარდა ამისა, კომპანიასთან მსხვილი შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ, სადაც აკაკი ბერიძე წლების განმავლობაში მუშაობდა.
- ჯამში, კომპანიამ 5 შესყიდვიდან 1 757 332 ლარი მიიღო, 3 შემთხვევაში ხელშეკრულება ქედის მერიამ გაუფორმა, თითო-თითო ხელშეკრულებები მიიღო აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიიდან და ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოდან.
- "თანხის 54% (955 808 ლარი) უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებიდანაა მიღებული", — წერს TI.
მონაწილეობა შუახევის სტადიონის მშენებლობაში
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აღნიშნავს, რომ ძმებ ბერიძეებზე წინა კვლევის მომზადების დროს, აჭარის მთავრობის კუთვნილმა შპს-მ აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ მათ არ მიაწოდა ინფორმაცია იყო თუ არა ესია ჯგუფი ქვეკონტრაქტორი შუახევის სტადიონის მშენებლობის პროცესში, რომელშიც კომპანია გლობალ სტანდარტმშენმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა.
- "ტენდერში ესია ჯგუფის ქვეკონტრაქტორობაზე საფუძვლიანი ეჭვი კომპანიის ფეისბუქ გვერდის შესწავლისას გაჩნდა", — წერს TI — " მაშინ აჭარის პროექტების მართვის კომპანიაში თქვეს, რომ მიმწოდებელ ორგანიზაციას ქვეკონტრაქტორის არსებობის შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია, რაც ცხადია, მიუთითებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან კონტროლზე, რაც კორუფციის დამატებით რისკებს აჩენს".
TI-ის შეფასებით, გაუგებარია, რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია აჭარის მთავრობის კუთვნილ შპს-ს, როგორც შემსყიდველ ორგანიზაციას ქვეკონტრაქტორის არსებობის შესახებ, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა სამუშაოების თითქმის 90% სწორედ ამ ქვეკონტრაქტორმა შეასრულა, "ორივე გარემოება კითხვებს აჩენს კორუფციის რისკებთან დაკავშირებით".
საბოლოო ჯამში,
- ძმებ ბერიძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ 2021-2024 წლებში ქედის მუნიციპალიტეტის, აჭარის მთავრობის კუთვნილი პროექტებისა და ნარჩენების მართვის კომპანიების, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამმართველოს შესყიდვებიდან 5,344,077 ლარი მიიღო.
- მათ შორის 3 568 745 ლარი — ქვეკონტრაქტორებიდან, 955 808 ლარი კი — უკონკურენტო და კონკურენტების დისკვალიფიკაციის ხარჯზე მოგებული ტენდერებიდან.
ბოლო ხაზი: საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს მოუწოდებს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყოს გამოძიება აღწერილ სახელმწიფო შესყიდვებში სავარაუდო კორუფციის გამოსავლენად.
ასევე, ნახეთ: ეფექტიანია თუ არა ანტიკორუფციული ბიურო მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებისას
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები