რუსეთში, სასწავლო პროგრამაში შევა გაზმანოვის, ლიუბეს და სხვა მუსიკოსების "პატრიოტული" სიმღერები
ფოტო: სააგენტო მოსკვა
რა ხდება: რუსული სახელმწიფო დუმის დეპუტატის, სერგეი კოლუნოვის თქმით, რუსეთის სკოლების მუსიკალურ პროგრამაში შევა ოლეგ გაზმანოვის, ჯგუფ "ლიუბეს", არტისტ "შამანის" და სხვა მუსიკოსების "პატრიოტული" სიმღერები.
დეტალები: "განათლების სამინისტრომ მხარი დაუჭირა ჩემს ინიციატივას, რომ თანამედროვე პატრიოტული კომპოზიციების შესწავლა სასკოლო მუსიკის გაკვეთილების კურიკულუმში ჩავრთოთ,” — თქვა კოლუნოვმა.
- მისი თქმით, ახლა ექსპერტებთან და მშობლებთან ერთად შეიმუშავებს ასეთი შემსრულებლებისა და კომპოზიციების სიას. მათ შორის აუცილებლად იქნებიან "ლიუბე“, გაზმანოვი და შამანი.
ამ ინიციატივის შესახებ კოლუნოვს აქამდეც უსაუბრია. მან თქვა, რომ "პატრიოტული სიმღერები რუს ბავშვებს სამშობლოს სიყვარულს და სიამაყის გრძნობას გაუმძაფრებს".
ასევე, ნახეთ : პუტინის ფონდიდან მილიონობით რუბლი გამოიყო რუსულის პოპულარიზაციისთვის დსთ-ში, გაზმანოვისთვის და ჯარისკაცების პროთეზირებისთვის
პროპაგანდა რუსულ სკოლებში
მანამდე, დუმის დეპუტატმა, იანა ლანტრატოვამ გამოთქვა ინიციატივა, რუსულ სკოლებში 24 თებერვალი აღინიშნოს, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღე.
- კერძოდ, დეპუტატი საჭიროდ მიიჩნევს ამ დღისთვის სკოლის მასშტაბით ღონისძიებების პროგრამის შემუშავებას და მას ოფიციალურად "სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების დღე“ უნდა ეწოდოს.
- ლანტრატოვას გეგმის მიხედვით, 24 თებერვალს სამხედრო მოსამსახურეები სკოლაში უნდა მიიწვიონ, ან — ბავშვებს აჩვენონ ომის შესახებ ვიდეოები.
- კლასში მოსწავლეებს უნდა მოუყვნენ "სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ისტორია, მისი მიზეზების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ.
- როგორც ლანტრატოვამ აღნიშნა, ომი არის "მნიშვნელოვანი მოვლენა თანამედროვე რუსეთში, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოების განვითარების ყველა სფეროზე“.
2022 წლის სექტემბრიდან რუსულ სკოლებში ტარდება პროპაგანდისტული გაკვეთილები "საუბარი მნიშვნელოვან საკითხებზე".
- განათლების სამინისტროს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ეს აუცილებელია "სკოლის მოსწავლეებში სამშობლოს სიყვარულის, სამშობლოსადმი სიამაყის, პატრიოტიზმის ჩამოყალიბებისთვის“.
- მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილები არ არის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი, მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილებს გარიცხვით ემუქრებიან, თუ უარს იტყვიან დასწრებაზე.
მსგავსი: როგორ ცდილობს რუსეთი დაგაჯეროთ, რომ უკრაინას "ათავისუფლებს"
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები