როგორ შევქმნათ შეთავაზებები საქართველოს ბანკის Ads Manager-ით — პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე
ფოტო: საქართველოს ბანკი
სამყაროში ინფორმაციის მიმოცვლის ტემპები მუდმივად ჩქარდება, იზრდება სოციალური ქსელების და მათზე განთავსებული სარეკლამო მასალების რიცხვი. ამ გარემოში კი ბიზნესებს ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის დიდი ძალისხმევის გაწევა უწევთ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა Ads Manager შექმნა და კომპანიებს 1 400 000-ზე მეტ მომხმარებელთან დაკავშირების შესაძლებლობაც მისცა. Ads Manager-ს სხვადასხვა ზომისა და პროფილის კომპანიები ყოველდღიურად იყენებენ და სამიზნე აუდიტორიაზე მორგებულ შეთავაზებებს ქმნიან. ამ სტატიაში კი მოგიყვებით, როგორ შეგიძლიათ უპასუხოთ მომხმარებლების სურვილებს და შექმნათ სხვადასხვა ტიპის შეთავაზება თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის.
როგორ განვათავსოთ შეთავაზება Ads Manager-ის საშუალებით?
პირველი ნაბიჯი ბიზნეს მენეჯერში შესვლაა. Manager.bog.ge-ზე ბიზნეს ინტერნეტბანკის ან ბიზნეს მობილბანკის მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით შეხვალთ, ავტორიზაციას გაივლით და Ads მენეჯერის მოდულზე გადახვალთ, სადაც დააჭერთ ღილაკს შექმენით შეთავაზება.
აღსანიშნავია, რომ Ads Manager-ზე წვდომისთვის დამატებითი რეგისტრაცია საჭირო არაა იმ შემთხვევაში, თუ ხართ დირექტორი ან უფლებამოსილი პირი. თუ თქვენ ხართ მარკეტინგის მენეჯერი, პირველ რიგში, უნდა შევიდეს დირექტორი და მან მოგიწვიოთ მარკეტერის როლით.
მომდევნო ეტაპი შეთავაზების ტიპის შერჩევაა, რომელსაც 5-საფეხურიანი მარტივი პროცესი მოსდევს:
- გაწერთ შეთავაზების პირობებს, მის შინაარსსა და ხანგრძლივობას;
- შეარჩევთ სასურველ აუდიტორიას ასაკის, სქესის, რეგიონის, ინტერესების ან ტიპის მიხედვით;
- მიუთითებთ შეთავაზების ტექსტს;
- მოარგებთ სასურველ ვიზუალს;
- გადახედავთ, გადაამოწმებთ და განათავსებთ შეთავაზებას.
თითოეული ეტაპის შესახებ დამატებით ინფორმაციას ამ ვიდეოდან მიიღებთ.
რა ტიპის შეთავაზების შექმნაა შესაძლებელი Ads Manager-ით?
Ads Manager-ით სხვადასხვა შეთავაზების შექმნაა შესაძლებელი. მათ შორისაა ქეშბექი, ფასდაკლება და პლუს ქულების დაგროვება. ის, თუ რომელი მათგანი ერგება ყველაზე უკეთ ბიზნესის მიზნებს, შეთავაზების შექმნის საწყის ეტაპზევე შეგიძლია გაიგოთ. მას შემდეგ, რაც მიუთითებთ სასურველ მიზნობრიობას (გაყიდვების ზრდა, მომხმარებლების მოზიდვა, ლოიალურობის ზრდა, საშუალო გადახდის ზრდა), პლატფორმა თვითონ გირჩევთ ოპტიმალურ აუდიტორიასა და შეთავაზების კონკრეტულ ტიპს.
ვის შეუძლია Ads Manager-ის გამოყენება?
ფუნქციონალით შეთავაზების შექმნა ნებისმიერი ზომის ბიზნესს შეუძლია. ამისათვის საჭიროა, ფლობდნენ პოს-ტერმინალს ან გადახდების ონლაინ მეთოდებს ელ.კომერციის პლატფორმებზე. იმ შემთხვევაში, თუ ჯერ არ გაქვთ გადახდის მეთოდი, სასურველი გადახდის მეთოდის მოთხოვნა ბიზნესმენეჯერიდან, ონლაინ, მარტივადაა შესაძლებელი.
სად ხედავს მომხმარებელი შეთავაზებებს?
მას შემდეგ, რაც შეთავაზებას გაუშვებთ, მომხმარებლები მას საქართველოს ბანკის ციფრულ არხებში — მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე ნახავენ. იმისათვის, რომ მეტმა ადამიანმა იხილოს ეს შეთავაზება, მისი ბმულის გაზიარება ბიზნესს, სურვილისამებრ, საკუთარ სოციალურ ქსელებში ან სხვა პლატფორმებზეც შეუძლია.
შესაძლებელია თუ არა Ads Manager-ში სტატისტიკური ინფორმაციის ნახვა?
Ads Manager მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად საუკეთესო პლატფორმაა, რადგან შეთავაზების გაშვების შემდეგ, მის პროგრესზე დაკვირვება რეალურ დროშია შესაძლებელი. შეთავაზების დასრულების შემდეგ კი Ads მენეჯერში შედეგების შესახებ დეტალური ანგარიში გამოჩნდება. მათ შორის დააკვირდებით შემოსავლების დინამიკას, უნიკალური მომხმარებლების რიცხვს, დემოგრაფიულ მონაცემებს და სხვა პარამეტრებს.
ფასიანია თუ არა Ads Manager?
Ads Manager-ის გამოყენება უფასოა. ბიზნეს მომხმარებელს მობილბანკში, sCoolApp-სა და Offers.bog.ge-ზე შეთავაზების გამოსაქვეყნებლად დამატებითი საკომისიოს გადახდა არ სჭირდება — დანახარჯი ბიზნესის მხრიდან მხოლოდ ის სარგებელია, რასაც მომხმარებელს სთავაზობს — მაგალითად, 30% ქეშბექი.
თუ გსურთ შეთავაზების შექმნა ეწვიეთ manager.bog.ge-ს; შეთავაზების შექმნის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ნახეთ ეს ვიდეო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები