სელფისა და ალდაგს შორის რისკების დაზღვევის მიმართულებით სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო
ქართული მობილური ოპერატორი სელფი, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, ალდაგთან რისკების დაზღვევის მიმართულებით სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებს. კომპანიის სრული ქონება, რომელიც მოიცავს საქართველოს მასშტაბით კომპანიის საკუთრებაში არსებულ კავშირგაბმულობის სისტემებს, ანძებს, მიწისქვეშა ტექნოლოგიებს, შენობებსა და კომპიუტერულ ტექნიკას, ალდაგში ინდივიდუალური პირობებით იქნება დაზღვეული.
ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად შემდგარი თანამშრომლობის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი სრულად მოერგო სელფის ინტერესებსა და საჭიროებებს, კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონებისა და ტექნიკის კომპლექსურობიდან გამომდინარე.
"მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დავასრულეთ. დღეიდან სელფის სრული ქსელი და ამავდროულად სათავო ოფისი, ტექნიკისა და სერვერების ჩათვლით დაზღვეული იქნება შესაძლო რისკებისგან. დაზღვეული იქნება როგორც ბიზნესის საკუთრებაში არსებული ქონება და ტექნიკა, როგორიცაა ხანძარი, სტიქია და ა.შ. ისე ბიზნესის უწყვეტობა და მესამე პირის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა. მოხარული ვართ, როდესაც მსხვილი კომპანია კარგად იაზრებს რისკების 360-გრადუსით დაზღვევის საჭიროებას და ჩვენი მხრივ, მზად ვართ, ჩვენს პარტნიორ კომპანიებს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ მომსახურების პროცესში," — აცხადებს თამარ ჭკადუა, ალდაგის კორპორაციული დაზღვევის დირექტორი.
"მოხარული ვართ, რომ თანამშრომლობას ვიწყებთ ქვეყანაში კორპორაციულ და საცალო ბაზარზე ქონების რისკების დაზღვევის წამყვან კომპანიასთან. ალდაგთან თანამშრომლობა შესაძლებლობას გვაძლევს საიმედოდ დავაზღვიოთ კომპანიის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესი რისკები და მივიღოთ სრულიად ჩვენს საჭიროებებზე მორგებული სადაზღვევო პოლისი. ყველა საკვანძო მიმართულებით სელფი თანამშრომლობს მსოფლიო და ადგილობრივ ბაზარზე წამყვან კომპანიებთან. დღეს მათ რიცხვს უერთდება საერთაშორისო რეიტინგის მქონე სადაზღვევო კომპანია, რაც სელფის კიდევ უფრო მოქნილს და სანდოს გახდის მის საქმიანობაში," — აცხადებს ირაკლი ჭედია, სელფის ფინანსური დირექტორი.
სელფი, რომელიც 1.3 მლნ აბონენტზე მეტს ემსახურება, აქტიურად ვითარდება და არსებული ქსელის საფუძვლიან განახლებასთან და გაფართოებასთან ერთად, ერთადერთი ქართული მობილური ოპერატორია, რომელიც საქართველოში 5G ტექნოლოგიას ნერგავს.
კომპანია ალდაგი კი კორპორაციული დაზღვევის ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიაა, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM best bb+ და წარმოდგენილია როგორც საქართველოში უმსხვილესი კორპორაციული სადაზღვევო პორტფელით, ისე რეგიონში გადაზღვევის მიმართულებით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები