ღვინის ბარმა Wine Not?-მა გუდიაშვილის მოედანზე ახალი ფილიალი — რესტორანი და ინტერაქციული სივრცე გახსნა
ფოტო: თიბისი
ღვინო ის სიტყვაა, რომელიც დღეს, უცხოელის წარმოსახვაში, ყველაზე ხშირად და ძალდაუტანებლად საქართველოსთან ასოცირდება. ღვინოსთან დაკავშირებული ბიზნესის ასეთ ქვეყანაში წამოწყება, წესით, გაჯერებულ ბაზარზე, მორიგი მოთამაშის გაჩენას და კარგად გაკვალული გზის არჩევას უნდა გულისხმობდეს, მაგრამ ღვინის ბარ Wine Not?-ის დამფუძნებლები, ნინო აბულაძე და ნინო ჭყოიძე, საქმეს სხვაგვარად მიუდგნენ.
ღვინის ბარის გახსნის იდეა ბუდაპეშტიდან დაბრუნებისას გაჩნდა, სადაც ორივე ბიზნესის ადმინისტრირებას სწავლობდა. ნინო აბულაძის თქმით, ბევრი აღარ უყოყმანიათ და შესაფერისი ადგილის ძებნას მაშინვე შეუდგნენ.
"2019 წელს ღვინის ბარები თბილისში პოპულარული არ იყო. უფრო მეტიც, ასეთი ბარი საერთოდ არ არსებობდა. გვინდოდა, ტრადიციისგან განსხვავებული, ახლებური მიდგომა დაგვემკვიდრებინა — რომ სამსახურის შემდეგაც შეგიძლია საყვარელ ბარში შეიარო და ჭიქა ღვინო მიირთვა. ეს აქაურობისთვის სიახლე იყო".
Wine Not?-ის კონცეფცია, სიმარტივის მიუხედავად, საქართველოსთვის სრულიად ახალია. ის გულისხმობს ღვინის მოყვარული ადამიანების ერთ სივრცეში თავმოყრას და ადგილობრივი მცირე და საშუალო მარნების ღვინოების შეთავაზებას, რომელთა დაგემოვნებისთვის სტუმარს მთელი ბოთლის შეძენა არ უხდება — მხოლოდ ჭიქა ღვინის შეკვეთაც შეუძლია. არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. ბარი, დაახლოებით, 300 მარნის ღვინოებს აერთიანებს, რომლებიც სომელიეების მიერაა შერჩეული.
Wine Not? 2019 წელს თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე გაიხსნა და მალევე ბევრი ერთგული სტუმარიც და შესაბამისად, გაფართოების საჭიროებაც გაუჩნდა. ღვინოსა და წასახემსებელ დაფებს უკვე სრული სამზარეულო უნდა დამატებოდა. ამის განხორციელება ახალ ადგილას, გუდიაშვილის მოედანზე არსებულ სივრცეში მოხერხდა, რომელიც პეტრიაშვილზე მდებარე ბარზე უფრო დიდია. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას, შენობაში 300 წლის წინანდელი მარანი აღმოაჩინეს და დამფუძნებლებმა გადაწყვიტეს, ეს აღმოჩენაც კონცეფციის ნაწილად ექციათ.
"ღვინის ბარის კონცეფცია აქაც, გუდიაშვილზეც გადმოვიტანეთ, დავამატეთ სრული სამზარეულო და, გარდა ამისა, გვაქვს ეს უძველესი მარანი. უცხოელ სტუმრებს ვაჩვენებთ, როგორია ქვევრი, რა არის მარანი, როგორია, ზოგადად, ქართული ღვინის ტრადიცია".
Wine Not?-ის ღვინის ბარებს კიდევ ერთი რამ გამოარჩევს — ორივე ძალზე ინტერაქციული სივრცეა. აქ მუდმივად ტარდება ღვინის დეგუსტაციები, ცოცხალი მუსიკის საღამოები, კომედიური სთენდაფები თუ სხვა ტიპის ღონისძიებები. სცენა ხშირად ეთმობა ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომლებსაც დიდ აუდიტორიასთან შეხება ჯერ არ ჰქონიათ. დამფუძნებლებისთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანია. სწორედ ეს ინტერაქცია განაპირობებს, რომ ბარად ან რესტორნად Wine Not?-ის მოხსენიება ბოლომდე ზუსტი არაა. ის უფრო მეტია — სივრცე, სადაც ღვინის სიყვარულით გაერთიანებული ადამიანები სხვადასხვა გასართობ თუ საგანმანათლებლო აქტივობებში ერთვებიან.
"სხვადასხვა სპეციალისტის დახმარებით ძალიან ბევრი ტრენინგი ჩავატარეთ და ამან ჩვენც გაგვზარდა და ჩვენი თანამშრომლებიც. ვცდილობთ აქ მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტები დავასაქმოთ. მათთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გაეცნონ ბაზარზე არსებულ ღვინოებს. დეგუსტაციები ჩვენთან რეგულარულად ტარდება და სტუდენტებს ეს გამოცდილება ძალიან ეხმარება. იგივე გვინდა გავაკეთოთ გასტრონომიული მიმართულებით. გვსურს, კულინარიის კურსდამთავრებულებმაც დაიწყონ აქ მუშაობა, რადგან ჩვენთვის ახალი, ნიჭიერი ხალხის აღმოჩენა მნიშვნელოვანია — როგორც ღვინის, ასევე სამზარეულოს და მუსიკის მიმართულებით."
Wine Not?-ში ახალი ღვინოების შერჩევას დიდი ყურადღება ექცევა. ორ კვირაში ერთხელ დამფუძნებლები, თანამშრომლები და სტუდენტები იკრიბებიან და, სომელიეს ხელმძღვანელობით, ამ ხნის განმავლობაში სხვადასხვა მარნიდან შემოსული ახალი ღვინოების დეგუსტაცია ხდება. ღვინო სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება — უპირველეს ყოვლისა, გემოვნური თვისებებით, მაგრამ ეტიკეტს თუ საფასო კატეგორიასაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. მხოლოდ ასეთი საფუძვლიანი შეფასების შემდეგ წყდება არსებული ღვინის ბარისთვის ამა თუ იმ ღვინის დამატება.
რაც შეეხება სამზარეულოს, აქ ღვინოსთან შეხამებული გათანამედროვებული ქართული კერძების პრინციპი მოქმედებს. წიწილა გოზინაყში, ბადრიჯანი ბაჟეში თუ ხარჩო მობრაწული ღომით, იმ ორიგინალური კერძებიდან რამდენიმეა, რომლებიც Wine Not?-ის სტუმრებს შორის პოპულარობით სარგებლობს.
პირველი ფილიალი დამფუძნებლებმა თავიანთი რესურსით გახსნეს, მაგრამ 2023-ში, მეორე ფილიალის გახსნისთვის, უკვე თიბისის მიმართეს. "მეტი რესურსი დაგვჭირდა და მივმართეთ ბანკს, რომელმაც საკმაოდ კარგი პირობებით მოგვცა ბიზნესსესხი. ასევე ვსარგებლობთ აწარმოე საქართველოს სუბსიდირების პროგრამით". Wine Not? -ში სამომავლოდ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, საქართველოს სხვა ტურისტული რეგიონების ათვისებაც.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები