აშშ-ში ამბობენ, რომ მოსკოვს ტერაქტის შესახებ წინასწარ აფრთხილებდნენ, თუმცა პუტინმა მათი ინფორმაცია არ გაითვალისწინა
ფოტო: TASS
მოკლედ: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოსკოვში მომხდარ ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთი გააფრთხილა, რომ ისლამური სახელმწიფო რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმას გეგმავდა.
- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამ ინფორმაციას "პროვოკაციული" უწოდა.
დეტალები: ექსპერტები ამბობენ, რომ თავდასხმა რუსეთის ლიდერის რეპუტაციისთვის მძიმე იქნება.
- მათი თქმით, არა მხოლოდ დაზვერვის სამსახურებმა ვერ იმუშავეს ეფექტიანად, არამედ — პუტინმაც არ გაითვალისწინა აშშ-ის გაფრთხილება, რომ ექსტრემისტები მოსკოვს უმიზნებდნენ.
- მარტის დასაწყისში, აშშ-ის საელჩომ რუსეთში განაცხადა, რომ "აკვირდება ცნობებს, რომ ექსტრემისტებს მოსკოვში დიდ შეკრებებზე თავდასხმის გეგმები აქვთ". მან გააფრთხილა აშშ-ის მოქალაქეები, თავი აერიდებინათ ასეთი ადგილებისთვის.
- აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ადრიენ უოტსონმა თქვა, რომ აშშ-ის მთავრობამ ეს ინფორმაცია გაუზიარა რუსეთის ხელისუფლებას.
- თუმცა, სამშაბათს პუტინმა ამერიკის გაფრთხილებები შეაფასა, როგორც "პროვოკაციული" და თქვა, რომ "ეს ქმედებები ჰგავს აშკარა შანტაჟს და ჩვენი საზოგადოების დაშინებისა და დესტაბილიზაციის განზრახვას".
- თანაც, ეს პოზიცია რუსეთის ხელისუფლებას ჰქონდა იმის მიუხედავად, რომ გასული თვის განმავლობაში, ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული რამდენიმე ინციდენტის შესახებ განაცხადა.
ამ თემაზე: "კონტრტერორისტულ ოპერაციას" ინგუშეთში 6 ადამიანი ემსხვერპლა — რა ვიცით
რა შეიძლებოდა ყოფილიყო თავდასხმის მიზეზი: როგორც CNN წერს, ორმა წყარომ თქვა, რომ ნოემბრის შემდეგ არსებობდა დაზვერვის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ISIS-K — ისლამური სახელმწიფოს ფილიალს, რომელიც აქტიურია ავღანეთსა და მის მიმდებარე რეგიონში, გადაწყვეტილი ჰქონდა თავდასხმა რუსეთზე.
- ამას გარდა, მოსკოვი ჩაერია სირიის სამოქალაქო ომში, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერად და ISIS-ის წინააღმდეგ.
- ISIS-K "რუსეთს ხედავს, როგორც თანამონაწილეს იმ ქმედებებში, რომლებიც რეგულარულად ავიწროებენ მუსლიმებს“, — განაცხადა Wilson Center-ის წარმომადგენელმა, მაიკლ კუგელმანმა.
რა ვიცით ტერაქტზე: თავდასხმა საკონცერტო დარბაზში გუშინ, 22 მარტს მოხდა.
კონცერტის დაწყებისას პარტერში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
შემდეგ კი ისროლეს ყუმბარები.
- ამ დროის მონაცემებით, დაიღუპა, სულ მცირე, 143 ადამიანი, დაშავდა 100-ზე მეტი.
- შენობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებას მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.
- მომხდარზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები