საქართველოს ბანკმა USAID-თან ერთად ახალი ბიზნეს კურსის ბიზნესი და მდგრადი განვითარების პრეზენტაცია გამართა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი ბიზნესის განვითარებასა და მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკმა, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, ახალი ბიზნეს კურსის ბიზნესი და მდგრადი განვითარების პრეზენტაცია გამართა.
ბიზნესი და მდგრადი განვითარების კურსის მიზანი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობაა. კურსი USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ექსპერტმა ოთარ ანთიამ მოამზადა და ის დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს გაიგონ თუ როგორ ხდება ბიზნესში მდგრადი პრაქტიკების დანერგვა, გამოიწვევს თუ არა ეს პროცესი საერთაშორისო ბაზრებზე წვდომას, დანახარჯების შემცირებას და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის მინიმუმამდე დაყვანას. კურსი ასევე მოიცავს გარემოსდაცვით სტანდარტებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან თემებს.
კურსი ხელმისაწვდომია საქართველოს ბანკის შემეცნებით-საგანმანათლებლო პლატფორმა-ზე. პლატფორმა სხვადასხვა თემატიკის უფასო სასწავლო კურსებსა და მასტერკლასებს აერთიანებს და მათი დახმარებით, დაინტერესებულ ადამიანებს, ბიზნესებს აქვთ შესაძლებლობა, გაიუმჯობესონ თანამედროვე ბიზნესის სამართავად საჭირო უნარ-ჩვევები, შეიძინონ ახალი ცოდნა, წარმატებით გაიარონ ტრენინგები და მიიღონ სერტიფიკატი.
"საქართველოს ბანკისთვის ბიზნესების მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა მთავარი პრიორიტეტია. ამ ორი ღირებულების გაერთიანების მიზნით, ბანკმა 2020 წელს მომხმარებლებს ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა შესთავაზა, სადაც სხვადასხვა თემატიკის სასწავლო კურსებია განთავსებული. პლატფორმა დაინტერესებულ ადამიანებს შესაძლებლობას აძლევს მიიღონ ცოდნა და გაიუმჯობესონ უნარ-ჩვევები. ამჯერად, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესის მწვანე ტრანსფორმაციის ხელშეწყობისთვის, ახალი ბიზნეს კურსი — ბიზნესი და მდგრადი განვითარება წარვადგინეთ, რომელიც ბიზნესს მდგრადი პრაქტიკების დანერგვაში შეუწყობს ხელს. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, აქტიურად ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების განხორციელებას. 2024 წლის ბოლომდე პლატფორმაზე კიდევ 12 ახალი ბიზნეს კურსის დამატებას ვგეგმავთ", — აღნიშნავს საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ბარათაშვილი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები