სპორტული ფოტოგრაფი ლაშა კუპრაშვილი ისტორიული მატჩის წინ
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.
მოახლოვდა ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე — 2024 წლის 26 მარტს, საღამოს 21:00 საათზე თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
ეს ისტორიული მატჩი გადავსებულ სტადიონზე გაიმართება და განსაკუთრებულად დამუხტული ატმოსფერო განსხვავებული თამაშის ტემპის, რიტმისა და განწყობის საწინდარი იქნება ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებისთვის.
როგორია გულშემატკივრის განწყობა, რას მოელიან, რისი ეშინიათ და რა აღაფრთოვანებთ ყველაზე მეტად მოახლოებული მატჩის წინ — საკუთარი მოლოდინების შესახებ სპორტის ფოტოგრაფი და საქართველოს ნაკრების გამორჩეული ქომაგი, ლაშა კუპრაშვილი ამბობს:
"ამ დღეს ძალიან დიდი ხანია ველოდები, რა თქმა უნდა, თამაში რაც უფრო ახლოვდება, მოლოდინი და დაძაბულობა მით უფრო მატულობს. არ მინდა ამ მნიშვნელოვან თამაშებში გამომრჩეს რაიმე მნიშვნელოვანი მომენტი, მხოლოდ კარგ შედეგს ველი და მჯერა, რომ ისტორიული ამბის მომსწრე და მონაწილე ვიქნები".
ლაშა კუპრაშვილი თამაშებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება, გულშემატკივრობასთან ერთად უწევს კამერასთან აქტიურად იმუშაოს, რათა მაყურებელს ისტორიული კადრები შემოუნახოს:
"რაც ეროვნული ჩემპიონატი განახლდა, ვცდილობ, მაქსიმალურად მეტ თამაშს დავესწრო. მეც ფორმაში ვიყო ისევე, როგორც ნაკრების ფეხბურთელები. წინასწარ გავტესტე დისტანციური კამერის რამდენიმე პოზიცია და რაკურსები, უკვე კადრებად მაქვს წარმოდგენილი, როგორ შეიძლება გადავიღო ევროპაზე გასვლის ემოციები. ჩემთვის ეს ყველაფერი ერთი დიდი სიამოვნებაა, ამასთან ერთად, ძალიან საპასუხისმგებლოც. ძალიან საინტერესო პროცესია, როცა ცდილობ, ყველა ფეხბურთელს განსაკუთრებული და სახასიათო რაღაც მოუნახო, მათთვის დამახასიათებელი დეტალი. ზოგს თამაშის წინა რიტუალი აქვს, ზოგი გამორჩეულად აღნიშნავს გოლს. ასე, უბრალოდ სტადიონზე მისვლა და კამერის ხელში დაჭერა მარტივია, თუმცა, ნაკრების ფოტოგრაფობა ეს არ არის. რაც ყველაზე განსაკუთრებულია, კადრი, რომელსაც იჭერ, მხოლოდ იმ კონკრეტულ მომენტში ხდება და ის აღარასდროს განმეორდება. არ გაქვს უფლება, იქ, იმ მომენტში გულშემატკივარი იყო და ემოციებს აჰყვე, თორემ ის განსაკუთრებული მომენტი აუცილებლად გამოგეპარება".
პანდემიის პერიოდისგან განსხვავებით, წელს ნაკრები სავსე სტადიონზე ითამაშებს, როგორც ლაშა გვეუბნება, გულშემატკივრების მუხტს და ქომაგობას თამაშის ტემპის შეცვლა მთლიანად შეუძლია:
"ფოტოგრაფის თვალით დანახული ცარიელი ტრიბუნები საშინელებაა. ძალიან არ მიყვარს, როდესაც ფოტოებში ცარიელი ტრიბუნები ჩანს. გულშემატკივრის გამხნევებას, გვერდში დგომას, ტრიბუნიდან შეძახილებს ზოგჯერ ისეთი მუხტი მოაქვს, რომ სიტყვებით ვერც გადმოვცემ. ყველაზე კარგი მაგალითი კოვიდის რეგულაციების გამო დაცლილი სტადიონია, ჩემთვისაც კი ეს თამაშები ჩვეულებრივ ვარჯიშს ჰგავდა. ფაქტობრივად, გულშემატკივრის ემოციები და ხმაურია ის, რაც თამაშს მნიშვნელობას და დრამატიზმს სძენს. დარწმუნებული ვარ, ამ თამაშებშიც ქართველი გულშემატკივარი დიდ როლს ითამაშებს".
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 26 მარტს და წარმოუდგენელი მნიშვნელობის თამაშს — სავსე ტრიბუნები, ოპტიმალურ შემადგენლობასა და ტაქტიკურ განლაგებასთან ახლოს მდგარი ეროვნული ნაკრები, სრული მობილიზება, კონცენტრაცია... მარტის მერე ქართული ფეხბურთი უნდა გახდეს სხვანაირი — დაიწყოს ახალი ფურცლიდან, განვითარდეს და არ გაჩერდეს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები