სად ვუყუროთ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩს?
26 მარტს 21:00 საათზე ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ისტორიულ მატჩს უმასპინძლებს. ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის ფინალში საქართველოს ნაკრები საბერძნეთს შეხვდება და გამარჯვების შემთხვევაში, ევროპის ჩემპიონატზე საგზურს მოიპოვებს. თამაშს ათობით ათასი გულშემატკივარი მოუთმენლად ელოდება, ბილეთები კი სრულად გაიყიდა. სწორედ ამიტომ, თუ შენც მათ შორის აღმოჩნდი, ვინც თამაშს სტადიონზე ვერ ესწრება, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ რამდენიმე ადგილს, საიდანაც ეროვნული ნაკრების გულშემატკივრობას შეძლებ.
1. საქართველოს ბანკის სერვის ცენტრები
საქართველოს ბანკი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მთავარი სპონსორი და ქართული ფეხბურთის მხარდამჭერია. მარტის ორი მნიშვნელოვანი თამაშის წინ, ბანკმა მასშტაბური საფეხბურთო კამპანია წამოიწყო, რომლის სლოგანია საქართველო ფორმაშია. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ბანკმა გულშემატკივრებს არაერთი შეთავაზება მოუმზადა, მათ შორის შესაძლებლობა მისცა, მატჩს სხვადასხვა ქალაქში 40-მდე სერვის ცენტრის მონიტორზე (თბილისში,ზუგდიდში, ფოთში, სენაკში, ოზურგეთში, ქუთაისში, რუსთავში, ხაშურში, ბათუმში, საგარეჯოში) უყურონ.
2. თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ცენტრები
ფოტო: საქართველოს ბანკი
21 მარტის მსგავსად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველო-საბერძნეთის მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია სამ ქალაქში კვლავ დიდ ეკრანზე გაიმართება. ესენია:
- თბილისი — პირველი რესპუბლიკის მოედანზე;
- ქუთაისი — თეთრ ხიდთან;
- ბათუმი — ევროპის მოედანზე;
- ლუქსემბურგთან მატჩის მიმდინარეობისას ამ ადგილებზე ათასობით გულშემატკივარმა მოიყარა თავი და განსაკუთრებული სპორტული განწყობა შექმნა.
3. ბარი — დროშები ჩქარა
დროშები ჩქარა სტუმრებს საქართველოს თითოეული კუთხიდან ყურძნის განსაკუთრებული ჯიშებისგან დამზადებულ ღვინოებს სთავაზობს. ღვინის ბარის კონცეფცია ეროვნულ თემატიკას ეფუძნება, სწორედ ამიტომ ნაკრების თამაშებზე აქ განსაკუთრებული ატმოსფერო ტრიალებს. დროშები ჩქარა ელენე ახვლედიანის აღმართზე, 20 ნომერში მდებარეობს.
რაც მთავარია, 15 აპრილამდე ბარში დროშები ჩქარა PLUS ბარათი გადახდისას, 30-ჯერ მეტი პლუს ქულა დაგერიცხება.
4. Pub 44
Pub 44 სპორტულ თემატიკაზე შექმნილი პაბია თბილისში, რომელიც დიდ ეკრანზე მატჩის ტრანსლაციას უზრუნველყოფს. სწორედ აქ შეხვდები მაისურს ხვიჩა კვარაცხელიას ავტოგრაფით და სპორტის სამყაროსთან დაკავშირებულ სხვა გაცოცხლებულ ისტორიებს. ამასთან ერთად, პაბი არაერთი საფირმო კერძსაც შემოგთავაზებს. პაბი მიხეილ ზანდუკელის 1/22 ნომერში მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ თუ PUB 44-ს 15 აპრილამდე ეწვევი და PLUS ბარათით გადაიხდი, 50-ჯერ მეტი პლუს ქულა დაგერიცხება.
გაიგე მეტი Pub 44-ისა და დროშები ჩქარას შესახებ საქართველოს ბანკის პროექტ გასტროლების ამ ვიდეოდან
5. LoveBar
LoveBar მუსიკალური ღონისძიებების კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილია თბილისში, თუმცა აქ 21 მარტს განსაკუთრებული სპორტული განწყობა შეიქმნა. ბარი მარცხენა სანაპიროზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის 182 ნომერში მდებარეობს და გულშემატკივრებს 26 მარტსაც გამორჩეულ საფეხბურთო ატმოსფეროს დაახვედრებს.
6. Beer Time
თბილისში, ყაზბეგის 12 ბ-ში მდებარე ეს ობიექტი ბევრისთვის საყვარელი ადგილია ლუდისა და ქართული კერძების დასაგემოვნებლად. ფინალის ნახვა აქ 26 მარტს დიდ ეკრანებზეა შესაძლებელი.
7. 9 მთა
9 მთა კრაფტ ლუდის მოყვარულების ერთ-ერთი ფავორიტი ადგილია ქალაქში. ბარს თბილისსა და ბათუმში სამი ფილიალი აქვს. მატჩი კი დედაენის ბაღში მდებარე ფილიალში პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
8. Black Dog
კიდევ ერთი ცნობილი ბარი, რომელიც ეროვნული ნაკრების ქომაგებს თამაშის ტრანსლაციით უმასპინძლებს, Black Dog-ია. ბარი ღვინის ქარხანაში, ვასილ პეტრიაშვილის 1 ნომერში მდებარეობს. აქ 26 მარტს გულშემატკივრებს განსაკუთრებული საგულშემატკივრო განწყობისთვის საქართველოს დროშებით გაფორმებული ინტერიერი დახვდებათ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას რესპუბლიკის მოედანზე და დინამო არენაზე მდებარე ფუდკორტებზე საკვებისა და სასმლის შეძენისას 50%-იანი ქეშბექი (მაქსიმუმ 50 ლარის ოდენობით) იმოქმედებს. ეროვნული ნაკრების ოფიციალურ ფანშოპზე, საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათით გადახდისას კი, 26 მარტის ჩათვლით იმოქმედებს 50%-იანი ქეშბექი.
საქართველოს ბანკის Mastercard საგულშემატკივრო ბარათის შეკვეთა სასურველი დიზაინით საქართველოს ბანკის ციფრული არხებით არის შესაძლებელი.
ქვეყნისთვის ისტორიული მატჩი ახლოვდება. უგულშემატკივრეთ ეროვნულ ნაკრებს — საქართველო ფორმაშია!
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები