რუსეთმა საქართველოს მოქალაქეს, ყირიმის ხიდის აფეთქების ბრალდებით, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
ფოტო: TASS
რა ხდება: მოსკოვის ბასმანის სასამართლომ, საქართველოს მოქალაქეს, ალექსანდრე ინასარიძეს ყირიმის ხიდზე ტერაქტის ჩადენის ბრალდებით, პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.
- ამის შესახებ რუსული სამთავრობო, პროპაგანდისტული მედიასაშუალება TASS წერს.
"სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების მოთხოვნა, ინასარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების თაობაზე“, — უთხრეს გამოცემას სასამართლოში.
- მანამდე, ამავე საქმეზე, სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ვასილი მალიუკს.
- აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობის სახით, ორთვიანი ვადით ამოქმედდება ბრალდებულის რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ექსტრადიციის მომენტიდან, ან — რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დაკავების მომენტიდან.
კონტექსტი: ყირიმის ხიდზე აფეთქება 2022 წლის 8 ოქტომბერს მოხდა. აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა.
- რუსეთის ოფიციალურმა პირებმა მაშინ თქვეს, რომ აფეთქდა საწვავის სატვირთო მანქანა. თუმცა დაზიანება მასშტაბური იყო — ყირიმის მიმართულებით გზის გადასასვლელის ორი მონაკვეთი ჩამოინგრა.
- ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო მატარებელსაც.
- რუსეთის უშიშროების ვერსიით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სამშენებლო მასალებში იყო შენიღბული. მათი მტკიცებით, აგვისტოს დასაწყისში ტვირთი თავდაპირველად ოდესის პორტიდან ბულგარეთში, შემდეგ საქართველოში, ფოთის პორტში და ბოლოს სომხეთში გაგზავნეს.
- შემდეგ სომხეთიდან ტვირთი ისევ საქართველოში, ბოლოს კი რუსეთში გაიგზავნა.
- მათი თქმით, გადაცემაში უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს ორი მოქალაქეც — სანდრო ინასარიძე და ბროკერი, სახელად — ლევანი მონაწილეობდა.
მომხდარის შემდეგ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ საქართველოს, ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან, არანაირი კავშირი არ აქვს.
- "საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა", — განაცხადა მან.
ბოლო ხაზი: რუსეთიდან ყირიმამდე თითქმის 19 კილომეტრიანი ხიდი კრემლის ოკუპაციის ერთგვარი სიმბოლოა. ის 2018 წელს, ნახევარკუნძულის ანექსიის გამოცხადებიდან 4 წელში გახსნეს.
- ქერჩის ხიდი ერთ-ერთი საკვანძო გზაა, რითაც ოკუპანტებს სამხედრო ტექნიკა და ტვირთი გადააქვთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები