საბერძნეთთან მატჩის წინ — ერთი ნაბიჯი ისტორიის დაწერამდე
ფოტო: საქართველოს ბანკი
ერთა ლიგის ნახევარფინალში ლუქსემბურგის დამარცხების შემდეგ (2-0) ვილი სანიოლის გაწვრთნილი საქართველოს ეროვნული ნაკრები გავიდა ფინალში, სადაც საბერძნეთისა და ყაზახეთს შორის გამარჯვებული უნდა გასულიყო — საბერძნეთმა დამაჯერებლად და უშანსოდ სძლია ყაზახეთს (5-0), შესაბამისად, მივიღეთ ძალიან საინტერესო და დაძაბული წყვილი ფინალში. შეხვედრა კვლავ თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება:
საქართველო VS საბერძნეთი — 26 მარტი, 21:00 საათი.
სულ რაღაც ერთი შეხვედრა გვაშორებს ნანატრ ევროპის ჩემპიონატამდე. ცხადია, ამჯერადაც სრულად სავსე იქნება სტადიონი — აბსოლუტურად ყველა ბილეთი სულ რაღაც 5 საათში გაიყიდა.
ნახევარფინალურმა ეტაპმა ბევრი რამ გამოაჩინა ჩვენს ნაკრებში: ცალკე სათქმელია, რომ მოვახერხეთ და უდავო ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე, მოვნახეთ სწორი და დაბალანსებული სათამაშო სქემა, რომელმაც აშკარად იმუშავა — ძალიან უხერხული, ხისტი და მოძრავი ლუქსემბურგის ნაკრები, რომელიც წლიდან წლამდე პროგრესირებს და სწორი სისტემური განვითარებით ახერხებს წინსვლას, ორბურთიანი უპირატესობით დავამარცხეთ. ლიდერობა ცენტრფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ იტვირთა და დუბლის გატანაც კი მოახერხა; შესანიშნავ ფორმაშია ნაკრების ტვინი, გიორგი ჩაკვეტაძე და ასევე ძალიან კარგი იყო ლევან შენგელიაც, რომელმაც სწორედ ხვიჩას ფლანგზე შეტევით ფაზაში დანაკლისი მაქსიმალურად შეავსო, პლუს კარგად იდგა დაცვაშიც.
მართალია, თამაშს უპრობლემოდ არ ჩაუვლია და მეტოქის სულ რამდენიმე კონტრიერიშისას ჩვენი ნახევარდაცვის საყრდენ და დაცვით ზონებში არეულობა და დაბნეულობა შეინიშნებოდა, თუმცა ეს არ იყო პერმანენტული ხასიათის; მინიმუმამდე იყო დაყვანილი ინდივიდუალური შეცდომები, იგრძნობოდა მატჩის მნიშვნელობა და მხოლოდ და მხოლოდ ნერვიულობის ფაქტორს თუ მივაწერთ იმ რამდენიმე დაშვებულ შეცდომას ჩვენს მხარეს.
რაც შეეხება ურუგვაელი სპეციალისტის, გუსტავო პოიეტის გაწვრთნილ საბერძნეთის ნაკრებს, ყაზახეთთან ნახევარფინალში, ფაქტობრივად, არ არსებობდა წამი, როცა ბერძნები არ ფლობდნენ უპირატესობას და არ გაჩენილა ეჭვი, რომ სწორედ ისინი გავიდოდნენ ფინალში:
ყაზახეთის კარის აღება ბერძნებმა პირველივე ტაიმში ოთხჯერ მოახერხეს — გამორჩეული იყო მათი ნახევარდაცვის ლიდერი და გუნდის კაპიტანი, ანასტასიოს ბაკასეტასი, რომელმაც დაიწყო კიდეც ყაზახების რბევა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გატანილი გოლით. ბერძენთა დაცვასაც ჰყავს უდავო ლიდერი, ლივერპულში მოთამაშე მარცხენა მცველი, კონსტანტინოს ციმიკასი, რომელმაც ყაზახებთან შეხვედრაში ჯერ საგოლე გადაცემა მიითვალა, მერე კი მის ჩაწოდებას მოყვა ავტოგოლი ყაზახეთის ნაკრების კარში. ისიც სათქმელია, რომ ბერძნებს კარგი და დაბალანსებული 11-ეულის გარდა, ჰყავთ კარგი სათადარიგო სკამიც, მაგალითად, ალკმაარში მოთამაშე ცენტრალური ფორვარდი, ვანგელის პავლიდისი, რომელსაც ერედივიზიონის წლევანდელ სეზონში 26 თამაშში 23 გოლი აქვს გატანილი, არც ერთი წუთი არ უთამაშია ყაზახეთთან, რაც ნიშნავს იმას, რომ გუნდის თავდასხმაში მაღალი კონკურენციაა.
გუსტავო პოიეტისი, სავარაუდოდ, გამარჯვებულ შემადგენლობასა და სქემას არ შეცვლის თბილისური მატჩისთვის და იდენტურ 4-3-3 ტაქტიკასა და ფეხბურთელებს დააყენებს:
ვლახოდიმოსი — ბალდოკი , მავროპანოსი, ჰაციდიაკოსი, ციმიკასი — ბაკასეტასი, კურბელისი, მანტალოსი — მასურასი, იოანიდისი, პელკასი.
რაც შეეხება ვილი სანიოლს და საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, ამ შემთხვევაშიც ბევრ და რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, პირიქით, დაცვა და ნახევარდაცვა, სავარაუდოდ, იდენტური წყობითა და შემადგენლობით დაკომპლექტდება, ერთადერთი გარდაუვალი ცვლილება იქნება ხვიჩა კვარაცხელიას დაყენება — სამი ვარიანტია: ხვიჩამ ჩაანაცვლოს მარცხენა ფლანგზე ლევან შენგელია (რაც ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ლევანი თანაბრად კარგი იყო როგორც შეტევაში, ისე — დაცვაში); ჩაანაცვლოს ცენტრფორვარდად ბუდუ ზივზივაძე (რაც ბუდუს ფორმის გათვალისწინებით ასევე ნაკლებად უნდა ვივარაუდოთ); ანდაც ჩაანაცვლოს გიორგი მიქაუტაძე და შეტევით ნაწილში გაუწყვილდეს სწორედ ბუდუს.
მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძე ლუქსემბურგთან ცრუ ცხრიანის პოზიციაზე კარგად გამოიყურებოდა, ბევრს მოძრაობდა, ბევრს ცდილობდა, თამაშის გადამწყვეტ მომენტში სწორედ მისმა მოპოვებულმა ჯარიმამ და VAR-მა გვიშველა, თუმცა ამ სამი ვერსიიდან ყველაზე მეტად სწორედ მისი შეცვლა იქნება მართებული. უცვლელად დარჩება 3-4-1-2 ტაქტიკა და სავარაუდო თერთმეტეული ასეთია:
მამარდაშვილი — კვირკველია, კაშია, დვალი — კაკაბაძე, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, შენგელია — ჩაკვეტაძე — კვარაცხელია, ზივზივაძე.
ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ ამ ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრას, შევქმნათ საუკეთესო საქომაგო ამინდი დინამო არენაზე — საუკეთესო წინ არის!
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია საქართველოს ბანკი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები