მამუკა ხაზარაძე

28 Mar. 2024, 17:00

რეალურად, ვდგავართ ძალიან დიდ გზაჯვარედინზე: ან ევროპა ან რუსეთი. ასე დგას საკითხი.

ქართველმა ხალხმა, რომელსაც არაერთხელ აქვს დაფიქსირებული ევროპული არჩევანი, ეს უნდა ასახოს 2024-ის არჩევნებში.

ქართული ოცნება შენიღბულია, ასე ვთქვათ, ფსევდო ქართული მოტივაციებით, სინამდვილეში კი, მას ამოძრავებს მხოლოდ ერთი მიზანი — დარჩეს ხელისუფლებაში. სხვა ყველა მისი შეფარული და ხანდახან შეუფარავი ქმედება, არის პირდაპირი რუსული პროპაგანდა საქართველოში. ეს გამოიხატება უვიზო მიმოსვლაში და ფრენების დანიშვნაში ისეთ ქალაქებშიც კი, საიდანაც საბჭოთა კავშირის დროსაც არ დაფრინავდნენ თბილისში.ეს გამოიხატება ბოლო ორი წლის განმავლობაში რუსების უვიზოდ მასობრივად შემოდინებაში, რომ აღარაფერი ვთქვათ "გავრილოვის ღამეზე", აღარაფერი ვთქვათ ე.წ. რუსულ კანონზე აგენტების შესახებ.

ასევე, ძალიან თვალშისაცემი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში, პირდაპირი თავდასხმა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებზე შეერთებული შტატებსა თუ ევროპის სხვადასხვა პოლიტიკურ ლიდერებზე.

ასევე, დასავლური ორიენტაციის პრეზიდენტის დამუნათება და იმპიჩმენტის მოწყობის პროცედურა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხვდებოდა ევროპის ქვეყნის ლიდერებს ჩვენი მომავლის გასაცნობად და ჩვენი ხალხის არჩევანის მხარდასაჭერად და უამრავი მსგავსი რამ.

ძალიან მნიშვნელოვანია იმ რიცხვების გაჟღერება, რომელიც ასახავს ქართული ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების გაზრდას. ქართულმა ოცნებამ ჩვენი ეკონომიკა მიზანმიმართულად გახადა რუსეთზე დამოკიდებული, ეს გამოიხატება ყველა სტრატეგიული პროდუქტის იმპორტ-ექსპორტში.

ჩვენ ვახდენთ ისეთი სტრატეგიული პროდუქტების იმპორტს, როგორიც არის ხორბალი, ბენზინი, გაზი. აქ არ არის საუბარი მხოლოდ 20 ან 40%-იან წილზე, აქ ლაპარაკია 90%-ს მიახლოებული სტრატეგიული პროდუქტების იმპორტზე. ღვინო, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია, თითქმის 70 პროცენტი რუსეთში გადის. ეს არ ხდება შემთხვევით.

ეს არის მიზანმიმართული პოლიტიკა და გარედან რომ შევხედოთ მოცემულობას, ჩვენ პრაქტიკულად რუსული ეკონომიკის ნაწილი ვართ, იმიტომ, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, საქართველოში 26 000 რუსული კომპანია დარეგისტრირდა და 100 ევროპულ კომპანიასაც ვერ დამისახელებთ, რომელიც ამ პერიოდში აქ [საქართველოში] დარეგისტრირდა. აი ეს არის შედეგი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. მამუკა მდინარაძემ თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან მიდის
  3. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  4. მამუკა მდინარაძე: წერილი ღარიბაშვილისთვის კი არა, არავისთვის გამიგზავნია
  5. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არასქროლო — ახალი სერიალი ჩემი ცოლის დაქალების შემქმნელებისგან

თუ 15-სეზონიანი სერიალების 40-წუთიან სერიებს ტელეფონში სქროლვის გარეშე თქვენც ვეღარ უყურებთ, თქვენთვის კარგი ამბავი და…