კახა კალაძე

29 Mar. 2024, 14:09

ბოროტების და რადიკალიზმის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის.

ის, რომ დღეს ეს კონკრეტული ადამიანები [ნიკა გვარამია და ნიკა მელია] იბრძვიან, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ, საზოგადოების პასუხია მათ რადიკალიზმზე.

დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება. არავის უნდა მიეცეს იმის უფლება ბოროტებით დაიმკვიდროს თავი პოლიტიკაში. როდესაც გაქვს ამბიცია იყო პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი ხაზი მუქარაა, ემუქრები კონკრეტულ ადამიანებს, რომ არჩევნების შემდეგ ისინი ქვეყანაში ვერ იცხოვრებენ, არ არის სწორი.

ვინც არის ბოროტებით გაჯერებული, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა შესაბამის ადგილს მიუჩენს.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, უნდა იყვნენ თუ არა პოლიტიკაში, ქართული სასამართლოს მიერ გასამართლებული ადამიანები.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
  5. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…