ისტორიაში პირველად, პაპმა ფეხთბანვის რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩაატარა
ფოტო: Vatican Media / AP
28 მარტს კათოლიკურმა სამყარომ დიდი ხუთშაბათი აღნიშნა. ეკლესიის მეთაურმა, პაპმა ფრანცისკემ, ტრადიციულად ფეხთბანვის რიტუალი შეასრულა. თუმცა, ისტორიაში პირველად, რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით ჩატარდა.
87 წლის პაპი, რომელსაც ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის, მათ შორის, გადაადგილების პრობლემები შეექმნა, რომის ქალთა საპატიმროს ეტლით ეწვია და 12 მსჯავრდადებულ ქალს ფეხი დაბანა.
ქრისტიანული სწავლებით, ფეხთბანვის რიტუალი დიდ ხუთშაბათს სრულდება და ის აცოცხლებს იესო ქრისტეს მიერ თავისი მოციქულებისთვის ფეხის დაბანვის სცენას.
მას შემდეგ, რაც პაპი ფრანცისკე კათოლიკე ეკლესიის მეთაური გახდა, ამ რიტუალს იგი ვატიკანს გარეთ ატარებდა და ფეხს ბანდა პატიმრებს, ლტოლვილებს და განსხვავებული მრწამსის მქონე ადამიანებსაც. თუმცა, ეკლესიის ისტორიის მკვლევრების თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა პაპმა რიტუალი მხოლოდ ქალების მონაწილეობით შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ ფრანცისკეს წინამორბედი, პაპი ბენედიქტე XVI, ფეხს ბანდა მხოლოდ კაცებს, მოგვიანებით კი — მხოლოდ სასულიერო პირებს.
ფოტო: Getty Images
პაპი ფრანცისკე კი სხვა საკითხებზეც თავისი წინამორბედებისგან განსხვავებული დამოკიდებულებებით გამოირჩევა. მაგალითად, ლგბტქ ადამიანების უფლებებზე — 2020 წელს მან განაცხადა, რომ "ლგბტქ ბავშვები ღმერთს ისეთები უყვარს, როგორებიც არიან". ეკლესიის ლიდერმა მშობლებსაც მოუწოდა, გეი შვილებს გვერდში დაუდგნენ. მან ასევე მხარი დაუჭირა ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობას.
გარდა ამისა, გასული წლის შემოდგომაზე ვატიკანმა ტრანსგენდერ ადამიანებს დართო ნება, მოინათლონ, ან თავად გახდნენ ნათლიები. რამდენიმე თვის წინ კი, პაპის გადაწყვეტილებით, მღვდელმსახურებს ერთი და იმავე სქესის წყვილების დალოცვის უფლება მიეცათ.
რომის პაპმა შეცვალა ეკლესიის დამოკიდებულება ქალების მიმართაც — 2021 წელს მან ეპისკოპოსთა სინოდში მდივნის მოადგილედ ქალი პირველად დანიშნა. პაპ ფრანცისკეს არაერთხელ უსაუბრია ოჯახში ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემაზეც.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები