კობახიძე: ერთი წლის განმავლობაში გვექნება ხელშესახები შედეგები კორუფციის კიდევ მეტად შემცირების თვალსაზრისით
ფოტო: საქართველოს მთავრობა
რა ხდება: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს აქვს "კარგი მონაცემები" კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით და, ამ პარამეტრით, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას.
- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
დეტალები: კობახიძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, გახდა თუ არა ჯანდაცვის სისტემაში გამოვლენილი კორუფცია ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან წასვლის საფუძველი, რაზეც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ყოფილი მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას კორუფციასთან კავშირი არ ჰქონია.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და ამ თვალსაზრისით, ქვეყანას კარგი მონაცემები აქვს. ხოლო მიზანი — კორუფციის სრულად აღმოფხვრა, "ძალიან რთული ამოცანაა". მისივე თქმით, ხელისუფლებას აქვს "პოლიტიკური ნება", მიაღწიოს კორუფციის სრულად აღმოფხვრის მიზანს.
- "თავისთავად, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი დაახლოებით 20 ქვეყანა გვისწრებს, მეტყველებს იმაზე, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა ვებრძოლოთ და შევამციროთ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში.
- გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციასთან ბრძოლის და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. შესაბამისად, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. [...] გპირდებით, უახლოესი ერთი წლის განმავლობაში თვისებრივი, ხელშესახები შედეგები გვექნება კორუფციის კიდევ უფრო მეტად შემცირების თვალსაზრისით", — თქვა მან.
რედაქციისგან: კორუფცია ივანიშვილის ჩრდილქვეშ? — მინიშნებები ანგარიშიდან
ფართო სურათში: 2023 წლის 31 იანვარს, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ 2022 წლის კორუფციის აღქმის ინდექსი გამოაქვეყნა.
- TI-ის შეფასებით, საქართველოში მაღალი დონის კორუფცია კლეპტოკრატიის სახეს იღებს.
ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მმართველები იყენებენ პოლიტიკურ ძალაუფლებას, რათა მიითვისონ ქვეყნის სიმდიდრე და ჩაახშონ ნებისმიერი კრიტიკული ხმა როგორც პოლიტიკურ ოპოზიციაში, ისე მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში, — განმარტავს ორგანიზაცია.
- ინდექსის შედეგის ანალიზში ნათქვამია, რომ საქართველოში იზრდება მაღალი დონის კორუფცია და ღრმავდება სახელმწიფო ინსტიტუციების მიტაცება.
- "ქართულმა ოცნებამ, რომლის მმართველად საყოველთაოდ მიიჩნევა საქართველოს უმდიდრესი ადამიანი და ყოფილი პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, მიიტაცა ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუციები, სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რის გამოც უმაღლეს დონეზე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ძირითადად დაუსჯელი რჩება", — ვკითხულობთ ორგანიზაციის თვალსაზრისში.
რეკომენდაციები, რომლებსაც გამჭვირვალობა საქართველო მთავრობას სთავაზობს ასეთია:
- დაიწყოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების ეფექტური გამოძიება;
- გაძლიერდეს საზედამხედველო ინსტიტუციები, პირველ რიგში კი, პარლამენტის როლი;
- საშუალება მიეცეს მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს უსაფრთხო გარემოში, თავისუფლად შეასრულონ მათი საზედამხედველო ფუნქცია;
- განვითარდეს კრიტიკული მედია და საგამოძიებო ჟურნალისტიკა, ხელი შეეწყოს არასამთავრობო სექტორს, ანტიკორუფციულ ორგანიზაციებს.
ბოლო ხაზი: ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადების პათოსი წინააღმდეგობაშია პერსონალურად მისსავე გაცხადებულ პოზიციასთან, შემოწმდეს მოსამართლეთა კეთილსინდისიერება, ევროკავშირის მოთხოვნის თანახმად. კობახიძეს ეთანხმებიან არამხოლოდ მმართველ გუნდში, არამედ სასამართლოშიც, გავლენიანი პირები.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები