რამ გამოიწვია თბილისის შემოსასვლელის პარალიზება გასულ ღამეს — გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს
ფოტო: ჩემი ქალაქი მკლავს
რა ხდება: გუშინ, 31 მარტს, დასავლეთიდან თბილისისკენ მიმავალ გზაზე მოძრაობა რამდენიმე საათით პარალიზებული იყო. როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი სპეციალურ განცხადებაში განმარტავს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის თბილისისკენ მომავალ გზაზე საცობი გამოიწვია საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვის ხიდზე, მარცხენა მიმართულებით დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენითმა სამუშაოებმა.
- უწყების თანახმად, სამუშაოებს მიმდინარე კვირაში დაასრულებენ და მოძრაობა, ორივე ზოლზე, მომდევნო კვირაში გაიხსნება; მოსალოდნელ შეფერხებასთან დაკავშირებით კი, მოსახლეობას წინასწარ აცნობეს.
განცხადებიდან: "მიმდინარე წლის 21 მარტს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, სადაც მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მდინარე არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), დაზიანდა კონსტრუქციული ნაწილი და საჭიროებდა აღდგენას, ხოლო სამუშაოებიდან გამომდინარე აღნიშნულ მონაკვეთზე საორიენტაციოდ ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდებოდა."
უწყება უარყოფს გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომლის თანახმად, სამუშაოები მიტოვებულია, ან აღნიშნული სამუშაოების შესრულება დროის მცირე პერიოდში იყო შესაძლებელი.
- "გუშინ, ობიექტზე არ იმყოფებოდა მუშა პერსონალი, რადგან მიმდინარეობს ბეტონის შესაბამისი სიმტკიცის მიღების პროცესი, რის შემდეგაც ხიდის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და შეზღუდულ ზოლზე მოძრაობა გაიხსნება", — აცხადებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ბოლო ხაზი: განცხადებაში ასევე, წერია, რომ აღნიშნული ხიდი აშენებულია გასული საუკუნის 70-იან წლებში, ლითონის მალის ნაშენზე დამონტაჟებულია რკინაბეტონის ფილები და მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი. შესაბამისად, პერიოდულად ზიანდება ფილა, რაც შემდგომ საჭიროებს რკინაბეტონის სავალი ნაწილის ფილების დაზიანებული ფრაგმენტების დაშლას, ქარგილის მოწყობას, დაზიანებული ფილების კონსტრუქციების არმატურით გაძლიერებას და მაღალი სიმტკიცის ბეტონით შევსებას.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები