NDI: წინასაარჩევნოდ ორ განსხვავებულ საქართველოს წავაწყდით
ფოტო: On.ge
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ანგარიშში, რომლითაც ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამზადისს აფასებენ, ნათქვამია რომ წინასაარჩევნო პერიოდში ორ პარალელურ და განსხვავებულ საქართველოს - დიქოტომიას წააწყდნენ. მათივე შეფასებით, ამან შესაძლოა პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს:
"პირველი, დანახულია მმართველი პარტიის ქართული ოცნების ლიდერებისა და თანამდებობის პირების მიერ. მეორე კი, დელეგაციასთან შეხვედრის დროს აღწერა ყველა სხვა ჯგუფმა: ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები, ყველა სხვა საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტია და კანდიდატი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მედია ორგანიზაციები".
NDI-ის შეფასებით, პირველი ჯგუფის მიხედვით, არსებობს მხოლოდ მცირე დემოკრატიული გამოწვევები: "მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლება უზრუნველყოფილია, სასამართლო საქმეების განხილვა სწრაფად და მიუკერძოებლად ხდება და რეფორმები ყველა მხარის ჩართულობით ხორციელდება".
ყველა სხვა ჯგუფი, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, განსხვავებულ რეალობას აღწერს:
"მიმდინარეობს ძალაუფლების კონსოლიდაცია, დავების გადაწყვეტისას ხდება კანონის არათანაბარი და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმები ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება, პარტიები და კანდიდატები არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებიან, ალტერნატიული მოსაზრებების გამოთქმისთვის ხდება მედია გარემოს შევიწროება, ასევე ადგილი აქვს არაფორმალურ მმართველობას და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩარევის გზით".
NDI-ის მიაჩნია, რომ შეხედულებების ამგვარმა მკვეთრმა განსხვავებამ, შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების ნდობაზე და დროთა განმავლობაში მოქალაქეების გაყოფასა და არასტაბილურობას შეუწყოს ხელი.
NDI-ის დელეგაციამ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს უნარები, დრო, მხარდაჭერა, გამოცდილება და რესურსები, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს: "ამისთვის საკმარისი პოლიტიკური ნებაა საჭირო":
"2017 წლის არჩევნები მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს კანდიდატებს და პარტიებს, აქცენტი გააკეთონ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. მოსახლეობა იმედგაცრუებულია, რომ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მათი მოლოდინები ვერ გამართლდა".
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები