მამუკა მდინარაძის "კატეგორიული მოთხოვნა" აშშ-ის ელჩს, "ქართული ოცნების" სახელით — რა ხდება
რა ხდება: პარტია ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, გასულ, 1-ელი აპრილის საღამოს სპეციალური ბრიფინგი გამართა და საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს საჯაროდ მიმართა, რომ სანქციები, რომელიც მოსამართლეებს აშშ-სგან დაუწესდათ, მოეხსნათ.
- მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ამ საკითხში ქართული ოცნება "კატეგორიულია" და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჯერ არ მიუღია მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მოსამართლეების მიმართ სანქციების გამოყენების მიზანშეწონილობაზე.
- და განავითარა მოსაზრება, რომ თითქოს, საქართველოში მოსამართლეთა სანქცირება ის საკითხია, რაც ანტიამერიკულ განწყობებს იწვევს: "თუ რაიმე შეიძლება ანტიამერიკულ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებდეს, ეს არის უსაფუძვლო გადაწყვეტილებები, როგორიცაა მოსამართლეთა დასანქცირება. ამიტომ, ჩვენ კატეგორიულები ვართ ამ თხოვნაში თუ მოთხოვნაში, რომ მათ მოეხსნათ სანქციები და არ მისცეს ჩვენმა მეგობარმა რომელიმე მდაბიო და ბოროტ სუბიექტს ამ ფაქტით მანიპულირების უფლება", — თქვა მან.
კონტექსტი: ერთი წლის წინ, 2023 წლის აპრილში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლევან მურუსიძე, მიხეილ ჩინჩალაძე და კიდევ ორი ქართველი მოსამართლე დაასანქცირა.
- სანქციები დაუწესდათ მათ ოჯახის წევრებსაც და აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.
- სახდეპის იმდროინდელი განცხადების თანახმად, მათ ბოროტად გამოიყენეს თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, "რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ."
რა უნდა გვახსოვდეს ამ მოსამართლეებზე: ლევან მურუსიძე ე.წ. სასამართლო კლანის გავლენიან წევრად მოიაზრება. ის იყო სანდრო გირგვლიანის საქმის მოსამართლე ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფნისას. ლევან მურუსიძე 2022 წლის 23 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად ხელახლა აირჩიეს, გადაწყვეტილება კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა გააკრიტიკეს. [მეტი]
- რაც შეეხება მიხეილ ჩინჩალაძეს, ის 2022 წლის 27 ივნისს 5 წლის ვადით სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ ისევ აირჩიეს, ჩინჩალაძე ამ პოზიციაზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. [მეტი]
არასამთავრობო სექტორმა, საერთაშორისო პარტნიორებმა და ოპოზიციამ არაერთხელ აღნიშნა, რომ მოსამართლეთა ნაწილი გადაწყვეტილებებს მმართველი გუნდის პოლიტიკური დაკვეთით იღებს.
მდინარაძე სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ: საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, იმავე განცხადებაში, კიდევ ერთხელ სცადა სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და "მდაბიო კამპანია" უწოდა არასამთავრობო სექტორის კრიტიკულ მოსაზრებებს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავშირებით.
საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში ხმამაღლა ისმის არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა, გადამოწმდეს რამდენიმე ათეული მოსამართლის კეთილსინდისიერება, ევროკავშირის მოთხოვნების თანახმად.
ევროკავშირის პირობების თანახმად, მართლმსაჯულების სისტემური გამოწვევების გადასაჭრელად საჭიროა კეთილსინდისიერების შემოწმება უფრო საფუძვლიანად და სისტემატურად, რეგიონში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, ევროკომისიასა და ვენეციის კომისიასთან კონსულტაციების საფუძველზე.
ფართო სურათში: საქართველოში მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების წინააღმდეგ არიან მიმართული მხოლოდ მმართველი პარტია ქართული ოცნება და სასამართლო სისტემის გავლენიანი პირები.
- მათ რიგშია საქართველოს უზენაესი სასამართლოც, რომელმაც 11 მარტს გავრცელებულ განცხადებაში "შეშფოთება" გამოთქვა და განაცხადა, რომ კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლოსა და მოსამართლეების დამოუკიდებლობას ლახავს; 24 მარტს კი, ამ განცხადებას მხარი დაუჭირა 295-მა მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართულ საქართველოს მოსამართლეთა XXXII კონფერენციაზე.
რედაქციისგან: დაასრულებს თუ არა კეთილსინდისიერების შემოწმება სასამართლო კლანს
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები