10 რამ, რაც გრეის ანატომიაზე ახალგაზრდაა
ფოტო: Giphy
სანამ შემდეგ ჯერზე გაცვეთილ ფრაზას "მარადიული არაფერია" იტყოდეთ, გაიხსენეთ გრეის ანატომია, რომელიც უკვე ლამის 20 წელია, ტელეეკრანებს არაფრის დიდებით არ შორდება. სულ ახლახან სერიალს 21-ე სეზონი დაუმტკიცდა და ეს, სიმართლე ითქვას, აღარავის გაჰკვირვებია. ჰოდა, სანამ გრეის ანატომიას ბოლო არ უჩანს, გადავწყვიტეთ, ის რაღაცები ჩამოგვეწერა, რაც ამ სერიალზე "უმცროსია".
1. iPhone
ფოტო: Giphy
იცოდით, რომ Apple-მა პირველი iPhone 2007 წელს, გრეის ანატომიის დაწყებიდან მხოლოდ ორი წლის შემდეგ გამოუშვა?
2. კარდაშიანების პოპულარობა
ფოტო: Giph
აიფონის არ იყოს, კარდაშიანების პოპულარობაც 2007 წელს დაიწყო, როცა დღეს უკვე მილიონერ-მილიარდერების ოჯახი მაყურებელმა რეალითი შოუთი გაიცნო.
3. ბინდის საგა
ფოტო: Giphy
გრეის ანატომიის პრემიერა 2005 წლის 27 მარტს შედგა, იმავე წლის ოქტომბერში კი სტეფანი მეიერის ბინდი გამოვიდა, რომლითაც 21-ე საუკუნის უდიდესი ვამპირული საგა დაიწყო... და დასრულდა. უკვე რა ხანია, გამოსულია ბინდის ყველა წიგნი და ფილმი, გრეის ანატომიას კი დასასრული ისევ არ უჩანს...
4. ჩემი ცოლის დაქალები
ფოტო: ჩცდ / ფორმულა კრეატივი
მართალია, გრეის ანატომიას სეზონების რაოდენობით არც ჩემი ცოლის დაქალებიც ჩამოუვარდება დიდად, მაგრამ ჩცდ 2011 წელს დაიწყო.
5. ბილი აილიშის კარიერა
ფოტო: Giphy
უფრო მეტი დრამატულობისთვის გეტყვით, რომ პოპვარსკვლავი სულ 3 წლის იყო, როცა გრეის ანატომიის პრემიერა შედგა.
6. X (ყოფილი ტვიტერი)
ფოტო: Giphy
ერთ-ერთი უდიდესი სოციალური ქსელი გრეის ანატომიაზე ერთი წლით უმცროსია. ეგ კი არა, ამ დროში სახელის და ლეგენდარული ჩიტის ლოგოს შეცვლაც მოასწრო უკვე.
7. Marvel-ის ფილმები
ფოტო: Giphy
მარველის კინოსამყაროს (MCU) შექმნა 2008 წელს, Iron Man-ის გამოსვლით დაიწყო, ასე რომ...
8. ეროვნული გამოცდები
ფოტო: Giphy
სხვათა შორის, ეროვნული გამოცდები და გრეის ანატომია თითქმის ტოლები არიან — ორივე 2005 წელს დაიბადა. თუმცა, ეროვნული გამოცდები ზაფხულში ჩატარდა.
9. ავატარის სერიალი და ავატარის როლის შემსრულებელიც კი
ფოტო: Giph
ანიმაციური სერიალი ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი მაყურებელმა გრეის ანატომიის პრემიერამდე ერთი თვით ადრე იხილა. მაგრამ "ლაივ-ექშენ" სერიალი 2024 წელს, გრეის ანატომიის მე-20 სეზონამდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა. თანაც, სერიალში აანგის როლის შემსრულებელი გორდონ კორმიეც კი გრეის ანატომიაზე ოთხი წლით უმცროსია.
10. On.ge
ფოტო: Gip
დაბოლოს — გრეის ანატომიის პირველი ეპიზოდი რომ გამოვიდა, On.ge-ის შექმნამდე ჯერ კიდევ 11 წელი იყო დარჩენილი, ამ სტატიის ავტორი კი მაშინ მხოლოდ 4 წლის გახლდათ...
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები