არსის ახალი ინიციატივა — თბილისი დიდი რეგიონის ცენტრი უნდა გახდეს
ფოტო: არს
დეველოპერული კომპანია არსი ახალი ინიციატივით გამოდის და არქიტექტორებს, ინვესტორებს, სამშენებლო კომპანიებსა და, პირველ რიგში, საზოგადოებას განაშენიანების ახლებური მიდგომისკენ მოუწოდებს. ახალი ხედვა გულისხმობს ისეთი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც, მოგებასთან ერთად, ორიენტირებული იქნება ქვეყნის, ქალაქის ღირებულებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაზე. ამასთანავე, მსხვილი ინვესტორებისა და ტურისტების მოზიდვაზე.
"დღეს ინვესტორების მთავარი საზრუნავი რაც შეიძლება მაღალი კოეფიციენტის მოპოვება და მაქსიმალური მოგების მიღებაა. შედეგად, სახეზეა ქაოსური განაშენიანება, რაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის უკმაყოფილებას იწვევს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ამ მიდგომის შეცვლას ემსახურება — გვინდა, საზოგადოებასა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს მოვუწოდოთ, რომ ერთმანეთს კოეფიციენტების მოპოვებაში კი არა, ინოვაციური და საინტერესო კონცეფციის პროექტების შექმნაში შევეჯიბროთ", — ამბობს არსის დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი.
დეველოპერულ კომპანია არსში ამბობენ, რომ ახალი მიდგომა სასიკეთო ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით გამოიწვევს, რაც ერთნაირად მოგებიანი იქნება როგორც ინვესტორებისთვის, ისე დედაქალაქისა და მისი მოსახლეობისთვის.
"თბილისი უფრო კომფორტული გახდება მისი მაცხოვრებლებისთვის. ამასთანავე, გაიზრდება ქალაქის, როგორც დიდი რეგიონის ცენტრის, ღირებულება, რაც მოსახლეობის უძრავი ქონების ფასზეც აისახება. ცხადია, ინოვაციური პროექტების შემუშავებითა და წარდგენით მეტი ინვესტორის დაინტერესებასა და ტურიზმის უფრო სწრაფად განვითარებას შევძლებთ. გამოდის, რომ ქალაქის განაშენიანების ახლებური მიდგომის შედეგად მოგებული დარჩება ყველა მხარე. თბილისის პოზიციონირება უნდა მოხდეს, როგორც დიდი რეგიონის ცენტრის", — აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.
არსის ინიციატივა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხილვაში ფართო საზოგადოების ჩართულობასაც გულისხმობს, რათა მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ამისთვის კი კომპანია მზად არის, დაინტერესებულ პირებს მსჯელობისთვის თავისივე სამუშაო სივრცე დაუთმოს.
კომპანიამ საკუთარი ხედვის საილუსტრაციოდ უკვე შეიმუშავა 5 მასშტაბური პროექტი, რომლებიც თბილისში უფუნქციოდ დარჩენილი სივრცეების აღდგენას, ახალი საზოგადოებრივი და გამწვანებული ზონების მოწყობასა და ტურისტული ლოკაციების გაჩენას ემსახურება.
არსი 35 წელია, სამშენებლო სფეროში ოპერირებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი გუნდი აქტიურად აკვირდება განაშენიანების პროცესს და საკმაოდ დიდ რესურსს დებს მის გაანალიზებასა და ქალაქის პოტენციალის შესწავლაში. შედეგად, ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა პროექტები, რომლებიც მოიცავს აბანოთუბნის ტერიტორიაზე ისტორიული ზონის აღდგენას, ცირკის მიმდებარედ პარკის მოწყობას, თამარაშვილისა და გმირთა მოედნის საფეხმავლო გზით დაკავშირებასა და მტკვრის სანაპირო ზოლის განვითარებას. ცხადია, ამ პროექტებს საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანთ და მასთან ერთად ვიმსჯელებთ მათ ავკარგიანობაზე. სურვილის შემთხვევაში კი, პროექტების განხორციელებას დაინტერესებულ პირებს მივანდობთ.
იმედი გვაქვს, არსის ინიციატივა და ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სტიმულს მისცემს სხვა დეველოპერულ კომპანიებსაც, რომ თავადაც წარმოადგინონ თბილისის მოწყობის მათეული გეგმა და ხელი შეუწყონ დედაქალაქის ცალკეული სივრცეების სწორ განვითარებას", — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში


კომენტარები