რა ხდებოდა 4 აპრილის საღამოს პარლამენტის შენობასთან
ფოტო: გიორგი გიორგაშვილი / On.ge
მოკლედ: გუშინ, 4 აპრილს, სამოქალაქო აქტივისტებმა, მათ შორის, რამდენიმე ახალგაზრდულმა მოძრაობამ — ჯიუტი, კარი და ტალღა, რუსულის კანონის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმის შესადგენად, საქართველოს პარლამენტის წინ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
იქ მისულ მოქალაქეებს თან ჰქონდათ პლაკატებიც, მათ შორის, წარწერებით — "არა რუსულ კანონს" და "ორი წელი ჯიუტად ევროპისკენ".
- შეხვედრის ორგანიზატორებმა პარლამენტის წინ შეკრებილებს მოუწოდეს, მივიდნენ საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან ორშაბათს, 8 აპრილს, რადგან მათი თქმით, შესაძლოა, პარლამენტმა რუსული კანონი ბიუროს სხდომაზე განიხილოს.
მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან, 2024 წლის 4 აპრილი
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან, 2024 წლის 4 აპრილი
ფოტო: მარიამ მერლანი / On.ge
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, 2024 წლის 4 აპრილი
ფოტო: გიორგი გიორგაშვილი / On.ge
დეტალები: შეხვედრის მიზანი იყო, საჯაროდ მოხდეს იმ გუნდის ორგანიზება, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა ფორმით ჩაერთვება.
- პარლამენტის წინ შეკრებილებს, შეხვედრის ორგანიზატორებმა მიმართეს.
"დღეს შევიმუშაოთ სტრუქტურა, რომ ვართ ერთი დიდი ოფისი, რომელმაც უნდა იმუშაოს ხანგრძლივად და მძიმედ, მტრის — ქართული ოცნების წინააღმდეგ. ჩამოვწერეთ სია, რა დაგვჭირდება ამ პროცესში. მეტი ორგანიზებულობისთვის, უნდა ვიცოდეთ, მაგალითად, ვის ჰყავს მანქანა, ვის შეუძლია ფლაერების დარიგება, ვის აქვს პროექტორი, ვის შეუძლია დიზაინის შექმნა და ასე შემდეგ", — თქვა ნატა ფერაძემ, სამოქალაქო აქტივისტმა.
- შეხვედრის ორგანიზატორების თქმით, ყველა საორგანიზაციო დეტალი აიტვირთება ფეისბუქ-ჯგუფში ტალღა, სადაც სხვებსაც შეეძლებათ მოსაზრებების დაფიქსირება.
საორგანიზაციო შეხვედრისას, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საპოლიციო ძალები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, 2024 წლის 4 აპრილი
ფოტო: გიორგი გიორგაშვილი / On.ge
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, 2024 წლის 4 აპრილი
ფოტო: გიორგი გიორგაშვილი / On.ge
კონტექსტი: 3 აპრილს, ქართული ოცნების აღმასრულებელმა თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ოცნება ისევ აპირებს, "უცხო აგენტად" გამოაცხადოს დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო "უცხოური ძალაა", ანუ საგრანტო პროექტებია.
- მდინარაძის თქმით, "კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იმავე ტექსტით, როგორც შარშან იყო".
გასული, 2023 წლის მარტში ანალოგიური კანონპროექტის ინიციირებას საზოგადოება პარლამენტის წინ აპროტესტებდა, სამართალდამცავებმა კი ისინი რამდენჯერმე დაშალეს წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
- შემდეგ, მძლავრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის ფაქტორის გამო, მმართველმა პარტიამ კანონპროექტი ჩააგდო.
რედაქციისგან: რატომ არის ქართული ოცნების კანონი რუსული — მოკლედ და მარტივად
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში

კომენტარები