იაპონია და გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის ერთიანდებიან
რა ხდება: On.ge-ს გაეროს ქალთა ორგანიზაციიდან აცნობეს, რომ იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით, უკრაინელი ლტოლვილი ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის საქართველოში, სლოვაკეთსა და პოლონეთში, ინიციატივა წამოიწყეს.
- ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 565,000 აშშ დოლარია, უკრაინიდან ლტოლვილ 480 ქალსა და გოგოს დაეხმარება.
- ამას გარდა, ინიციატივა მიმართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებაზე, პარტნიორ სახელმწიფო უწყებებსა და ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებზე.
დეტალები: გაეროს ქალთა ორგანიზაციის განცხადების თანახმად,
- მიმდინარე კრიზისის გამო, 2022 წლის თებერვლიდან უკრაინა 11 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
- მათი უმრავლესობა ქალი და ბავშვია.
- ომის შედეგად, ადამიანებით ვაჭრობის, გენდერული ძალადობის, სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის, ასევე, იძულებითი შრომის რისკები კიდევ უფრო მეტადაა გაზრდილი.
-
პროექტის კომპონენტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება, მიზნად ისახავს უკრაინელი ლტოლვილი ქალების გაძლიერებას საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში უნარებით გაღრმავებით და ადგილობრივი თუ საერთაშორისო მასშტაბით ციფრულ საქმიანობებზე წვდომით.
-
ამ პროცესში კი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობით, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი ბიზნესკომპანიებიც.
-
აღსანიშნავია, რომ პროექტი გულისხმობს საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ქალების ფსიქოლოგიური ჯანმრთელობისა და გამძლეობის გაუმჯობესებას, ასევე, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული ინტერვენციების გენდერული მგრძნობელობის გაზრდას.
განცხადებიდან: "პროექტი იმ გამოწვევების დაძლევაზეა ორიენტირებული, რომელთა წინაშეც ახლა ლტოლვილები დგანან. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, სავარაუდოდ, მათი 80% კიდევ უფრო ხანგრძლივად დარჩება მასპინძელ ქვეყნებში, სადაც შრომის ბაზარზე ინტეგრაცია, სოციალური წნეხი და გრძელვადიანი საბინაო საკითხები კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევებია. ლტოლვილ ქალებს, მათ შორის, ქალებს, რომლებიც ოჯახებს უძღვებიან, მდგრადი საარსებო საშუალებებისა და ღირსეული სამუშაოს პოვნა უჭირთ, რაც დაუცველობასა და ტრავმას კიდევ უფრო ამძაფრებს."
პროექტთან დაკავშირებით საუბრობენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ისევე, როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი.
კაორი იშიკავა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში: "პროექტი, რომელიც იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, კონკრეტულად უკრაინელი ქალებისა და გოგოების პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული. ჩვენი მიზანი არა მხოლოდ დახმარება, არამედ უფრო მდგრადი მომავლისთვის მათი გაძლიერებაცაა. ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობითა და ლტოლვილებზე რეაგირების რეგიონული გეგმის შესაბამისად, ვისწრაფვით, ხელი შევუწყოთ მათთვის გენდერულად მგრძნობიარე და ინკლუზიური გარემოს შექმნას, რომელიც ფოკუსირებულია ინოვაციებზე, ტექნოლოგიურ ცვლილებებსა და განათლებაზე გენდერული თანასწორობისთვის. ამას გარდა, ვიმედოვნებთ, რომ პროექტი უკრაინელ ლტოლვილ ქალებსა და გოგოებს ომის შემდგომი აღდგენის შესაძლებლობას მისცემს."
იშიძუკა ჰიდეკი, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში: "იაპონიის საელჩო საქართველოში მიესალმება ამ პროექტის დაწყებას და საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, ძალისხმევას არ დაიშურებს მისი განხორციელების მხარდასაჭერად. იაპონიისთვის მნიშვნელოვანია, წარმოაჩინოს ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგი (WPS), რომელიც ემსახურება მისი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საკითხის, ადამიანის ღირსების დაცვას. ვისურვებდი, ამ პროექტით უკრაინელ ლტოლვილ ქალებსა და გოგოებს მასპინძელ ქვეყანაში სრულფასოვნად ცხოვრების შესაძლებლობა მიეცეთ."
ბოლო ხაზი: გაეროს ქალთა ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ უდიდესი საჭიროების დროს, ორგანიზაცია უკრაინელი ხალხის, განსაკუთრებით კი ქალებისა და გოგოების მხარდაჭერის ერთგულია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები